x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103600
  • ვიდეო:347827
  • სურათი:467971
ალესია ზეკინი ფრიდაივინგის დედოფალი, ადამიანი რომელსაც 25 მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის ფრიდაივინგში (ჟაგბადის ბალონის გარეშე ცურვა და ყვინთვა დიდ სიღრმეზე)

image მსოფლიოს ჩემპიონმა ფრიდაივინგში ალესია ზეკინმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა, მან ჟანგბადის მიმწოდებელი აპარატის გარეშე ჩაყვინთა 113 მეტრის სიღრმეზე. ზეკინი ასევე მსოფლიო ჩემპიონია წყალქვეშ ჟანგბადის მიმწოდებელი აპარატის გარეშე ცურვაში, ალესიამ "CMAS" ( წყალქვეშ მოქმედებების საერთაშორისო კონფედერაცია, რომელიც დაარსდა 1959 წელს) ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრზე 250 მეტრი გაცურა წყალქვეშ ჟანგბადის მიწოდების გარეშე. საერთო ჯამში ალესიას დამყარებული აქვს ფრიდაივინგის პრაქტიკულად ყველა დისციპლინაში მსოფლიოს 25 რეკორდი, მსოფლიოს ტურნირებზე აღებული აქვს 16 ოქროს მედალი.
ალესია 13 წლის ასაკიდან მისდევს სპორტის ამ სახეობას და მოქმედი ჩემპიონია, როგორც ზღვებსა და ოკეანეებში ყვინთვაში ასევე დახურულ აუზებში წყალქვეშა ცურვაში.
ის ახლახან გახდა საათების მწარმოებელი ზე ცნობილი შვეიცარიული ბრენდის "Ulysse Nardin"-ის ერთერთი სახე.
"ლუქსის" კლასის საათების მწარმოებელმა კომპანიამ ალესიას გადასცა საჩუქრად ბრენდის ახალი ნაწარმი, რომელიც ინდივიდუალურად მისთვის შეიქმნა " LADY DIVER Great White", საათი შვეიცარიული სიზუსტისაა და ასევე წყალგაუმტარია, გათვლილია დიდ სიღრმეზე ტარებისათვის.
ეს საათი ალესიასთვის უბრალოდ დროის მაჩვენებელი საშუალება არაა ის იქცა მის თილისმად. წყლისქვეშ, სადაც თითოეული წამი დროის უზარმაზარ მონაკვეთად გეჩვენება საათი ფრიდაივერისთვის იქცა ერთგვარ თანამგზავრად.
imageimage საათის ციფერფლატის მაჩვენებლები შემკულია 11 ბრილიანტით.
imageimageimageimageimage imageimage









0
290
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
290