x
image
ქეთეონე
გიორგი-ლიზა ქისტაური
image

ლიზა ქისტაური თავისი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ დიდი ხნის წინ ალაპარაკდა.

ქისტური ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ საუბრობს, ის ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს. მისი თქმით, ახალ ქვეყნაში თავს კარგად გრძნობს.

ინტერვიუში ქისტაური საქართველოში ყოფნის პერიოდსაც იხსენებს და სწორედ ამიტომ, სანამ ყველა სასურველ პლასტიკურ ოპერაციას არ გაიკეთებდა, აქ ჩამოსვლას არც კი აპირებდა.

"საქართველოში ერთ-ერთ სკოლაში ფსიქოლოგად ვმუშაობდი და ამპარტავნული განცდა მქონდა - ჩემს ამბავს ქართველი ფსიქოლოგი ვერ მიხვდება - მეთქი. ბელგიაში მივალ ფსიქოლოგთან იმის გასარკვევად, ვახდენ თუ არა ჩემი გენდერის იდენტიფიკაციას, თუმცა დარწმუნებული ვარ, დადებითი პასუხი იქნება. იმდენად ადრეული ასაკიდან მოდის ეს ყველაფერი... პირველად მშობლებმა ბიჭთან წამასწრეს" - აღნიშნა ლიზა ქისტაურმა.

image

ლიზა ქისტაური: დედა, დაახლოებით, ოცი წელია, ბელგიაში ცხოვრობს. 2011 წელს ჩამოვედით მე და მამა პირველად მასთან, მაშინ დედა რვა წლის უნახავი მყავდა. ამის შემდეგ კიდევ სამჯერ ჩამოვედი. მინდოდა, აქ დავრჩენილიყავი საცხოვრებლად, მაგრამ ერთ წელზე მეტი ვერ ვჩერდებოდი. ბოლოს რომ ჩამოვედი, დავრჩი და უკვე მესამე წელია, ბელგიაში ვარ. აქ შეყვარებული მყავს და იმიტომ, თორემ სხვა შემთხვევაში, ალბათ, ისევ ერთ წელიწადში დავბრუნდებოდი. მაგრამ ახლა შეყვარებულთან ურთიერთობას ნელ-ნელა ვამთავრებ და გადაწყვეტილი მაქვს საქართველოში დაბრუნება, რადგან ჩემი გეგმები მანდ ყოფნას მოითხოვს.
– ბოლოს შეყვარებულის გამო წახვედი თუ ეს ურთიერთობა ჩასვლის შემდეგ გაჩნდა?
– ზუსტად ვიცოდი, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ჩემი არ იყო და არც სერიოზული ურთიერთობები მაინტერესებდა. აქ ჩამოსვლის შემდეგ სრულიად შემთხვევით, გავიცანი ჩემი ახლანდელი შეყვარებული და უკვე მესამე წელია, ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ მასთან უკვე ყველაფერი ამოვწურე. რაც შეიძლებოდა, ყველაფერი მივიღე და გავეცი. მე ვთვლი, რომ ადამიანები საბოლოოდ მაინც ინდივიდებად ვრჩებით, მით უმეტეს, ჩემს შემთხვევაში, როცა ვერც შვილი მეყოლება და ვერც ჯვარს დავიწერ, ურთიერთობას მეტი პერსპექტივა არ აქვს. თუ ოჯახი შვილის ყოლას არ უკავშირდება, ვფიქრობ, ჯვრისწერასა და ქორწინებას აზრი არ აქვს. ამიტომ, ახლა ეს ურთიერთობა უნდა დავასრულო და ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდე.
– გასაგებია შენი პრაგმატული დამოკიდებულება მომავლისადმი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მაინც ემოციებს ეხება და ასე, ცივი გონებით უდგები დაშორების საკითხს?
– რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ორი წელია, საკუთარი თავი მთლიანად დავკარგე ამ ემოციებში. ზოგადად, ზედმეტად ემოციური ადამიანი ვარ და
პირველად მოხდა, რომ ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი სხვა ადამიანს, როცა ბავშვობიდან მოყოლებული, საკუთარი თავი მშობლებისთვისაც კი არ დამითმია. ამიტომ, სანამ სულ არ დამიკარგავს თავი, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგა. ახლა ჩემს თავს ვერ ვცნობ, უკვე იმდენად შორს შევტოპე, რომ შუა ურთიერთობაში მივიღე მისი დასრულების გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე მეტად მიყვარს ეს ადამიანი.

imageimageimage



– შენი შეყვარებული როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?
– ორივემ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ურთიერთობა დროებითია. ეს მისთვის პირველი ურთიერთობა იყო და მასაც თავისი გეგმები აქვს. უნდა, რომ შვილი ჰყავდეს, ცოლი და თავის ქვეყანაში წავიდეს, ზედმეტად ტრადიციული და რელიგიურია. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ეს ურთიერთობა ამოვწურეთ.
– საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
– ფიქრებით რომ ვარ საქართველოში, მაშინაც კი უამრავი იდეა მომდის თავში და ამაზე ოცნებაც კი ძალიან მაბედნიერებს. ბელგიაში თითქოს ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. განსაკუთრებული არაფერი ხდება, ყოველდღე – ერთი და იგივე. ახლა იმიტომ გადავწყვიტე ჩამოსვლა, რომ რაღაცების პლასტიკური ოპერაციები უნდა გავიკეთო, რადგან ყველაზე კარგად ამას მანდ აკეთებენ. ბელგიაში მკერდი გავიკეთე, მაგრამ საქართველოში გაკეთებული უფრო მომწონს. ცხვირის გაკეთება მინდა ძალიან, მაგრამ აქ მეშინია, კიდევ რაღაც დეტალებსაც მივხედავ, მაგრამ ისე, რომ ჩემი სახის მიმიკა არ დავკარგო.
– საქართველოში არაერთი ტრანსგენდერი ქალისგან მოგვისმენია მძიმე ისტორია. დაბრუნების შემთხვევაში, რამდენად ხარ მზად ამ ყველაფრისთვის?
– რაც საქართველოში ხდება, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. რა თქმა უნდა, რაღაცებში შეზღუდვა მომიწევს. მე ყოველთვის ვერიდები ისეთ ადგილებსა და სიტუაციებს, სადაც შეიძლება, რამე პრობლემა შემექმნას. ამის გამო ვერ ვიტყვი უარს იქ ცხოვრებაზე, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ნათქვამია, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. მეც მოვერგები იმ სიტუაციას.

1
691
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
691
  
2020, 12 სექტემბერი, 16:04
ავადმყოფობის პიკია რაა
0 1 1