x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საქართველოში გასული 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 158 შემთხვევა გამოვლინდა
უახლესი მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის მანძილზე საქართველოში კორონავირუსის რეკორდული 158 შემთხვევა გამოვლინდა, რითაც შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 2075-ს მიაღწია.


გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1363-ს. კარანტინში რჩება 5882 პირი. 390 ინფიცირებულზე სტაციონარში ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს. კოვიდ-19-ის დიაგნოზით საზღვარგარეთიდან გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით შეასრულონ რეკომენდაციები, კერძოდ, საპნით ხშირად დაიბანონ ხელები, დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია და ნიღბის ტარება ნორმად აქციონ.


უკანასკნელი ცნობების თანახმად, მსოფლიოში ჯამურად გამოვლენილია კორონავირუსის 28 663 304 შემთხვევა, საიდანაც 919 797 ფატალურად დასრულდა.



კორონავირუსი

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0