x
მეტი
  • 31.10.2020
  • სტატია:104513
  • ვიდეო:348261
  • სურათი:469291
50 წელი და 1 დღე - ჯულიეტა მაზინასა და ფედერიკო ფელინის ისტორია
image
ქორწინების 50 წლის იუბილეზე ფედერიკოს იმ რესტორანში უნდოდა წასვლა, სადაც ჯულიეტა გაცნობის დღეს დაპატიჟა. ჯულიეტას კი სახლში დარჩენა სურდა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ გული ცუდს უგრძნობდა, ფედერიკოს მაინც გაჰყვა.
რესტორანში ჯულიეტა უეცრად ატირდა. ფელინი ყოველთვის ბრაზობდა, როცა ის ტიროდა, მაგრამ ახლა მოულოდნელად უთხრა: “ნუ ტირი... ჯელსომინა”. მან ჯულიეტას მისი პირველი ეკრანული გმირის სახელი დაუძახა. და ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. მოიტანეს საუზმე, ფედერიკომ მადიანად დაიწყო ჭამა, მაგრამ უცებ დაბარბაცდა და... მას გულის შეტევა მოუვიდა. გამოიძახეს “სასწრაფო დახმარება” და იმავე საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღის წინ გამოწერეს. ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ის ჯერ კიდევ რესტორანში გარდაიცვალა.
ფელინის დაკრძალვაზე მილიონობით ადამიანი მივიდა, გზა რომიდან რიმინამდე სავსე იყო მანქანებით. ჯულიეტა არ ტიროდა, შეშინებული მხოლოდ იღიმოდა, თანაგრძნობის საპასუხოდ.
ექიმები ჯულიეტას წელიწად-ნახევრის, ან ორი წლის სიცოცხლეს დაჰპირდნენ იმ პირობით, თუ ის ავადმყოფობას შეებრძოლებოდა. მაგრამ ის არ იბრძოდა და ფედერიკოს სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ექვს თვეს იცოცხლა. მის საფლავზე ასეთი წარწერაა: “ჯულიეტა, ახლა შეგიძლია, იტირო”.
ორმოცდაათი წელი და ერთი დღე _ ჯულიეტა მაზინასა და ფედერიკო ფელინის ბედნიერება ამდენ ხანს გაგრძელდა.
მათ ცხოვრების გრძელი გზა გაიარეს და ერთმანეთს სიკვდილის შემდეგაც არ დაშორებიან.
0
112
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0