x
იარლიყები და სტიკერები რომელსაც ერთმანეთს ვაკრავთ.
არ შეგიმჩნევიათ მსგავსი სიტუაცია თუნდაც მომენტი როცა ქუჩაში გაგვივლია და დაუფიქრებლად გაგვიფიქრია ან ხმამაღლა გვითქვამს უცხო ან ახლობელ გამლელზე.შეგვიხედავს მის სტილზე, ჩაცმულობაზე ან სახის გამომეტყველებაზე და ვასკვნით, რომ კარგად გამოიყურება, არაფერი აკლია და ბედნიერია.რა საინტერესოა არა ამდაგვარი დასკვნები?რეალურად კი არაფრის გაგებაში ვართ, ამ ადამიანს არც კი ვიცნობთ ნორმანულად, რომ ანალიზი გავაკეთით მის შესახებ.უფრო მეტიც სახელიც არ ვიცით და მის შესახებ ინფორმაცია.ჩვენი ნებაა რას გავიფიქრებთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენს და როგორ, რანაირად შევაფასებთ რა სტიკერს მივაკრავთ.სამწუხაროა ასევე ის ფაქტორი, რომ ერთურთს ხშირად ვაკრავთ სტიკერებს.ასე ვმალავთ სინამდვილეს, ჩვენივე ხელებით ვქმნით სიყალბეს.ყალბ ინფორმაციას კი სწორედაც, რომ სტიკერები წარმოადგენენ.რადგან ჩაცმულობით ვაფასებთ ადამიანს თუ ვის უფრო მეტი ფული აქვს, როგორ აცვია, დაახლოებით რა ღირებულების ტანისამოსი.თმა როგორ აქვს, სახე და მაკიაჟი და სხვა ფაქტორები რომელიც უმნიშვნელოა და რეალობაში არც უნდა დავინტერესდრთ ამით .მაგრამ მაინც რაღაც გვაწუხებს შინაგანად გვინდა მივაკროთ მოგონილი იარლიყი და დავარქვათ თუნდაც მდიდარი, ან პირიქით ღარიბი.ხშირია ხოლმე შემდეგი გამონათქვამებიც:``აი, ამას რა დარდი უნდა ჰქონდეს``, -შეხედე, შეხედე რა კარგად აცვია.რა ფული ექნებაა...კარგი შემოსავალი..უყურე რანაირად აცვია, მეცოდება მეტი ფული არა აქვს...კარგად ``ჩაზმანული`` კი დადის და სკოლაში, რომ ფული დადოს მაგას არ კადრულობს...ასე განვსჯით ხოლმე ერთმანეთს ძალიან ხშირ შემთხვევაში.ვამბობთ იმას რაც რეალურად არ ხდება, უბრალოდ ჩვენ ვიგონებთ მტი საქმე რომ არა გვაქვს.ამდენ საუბარს, შენ რა იცი, რომ ის ბედნიერია თუნდაც მდიდარია.ღარიბი, გაჭირვებულია...თუნდაც მოდაზე იცმევს.მერე რა, ყველას თავისი გემოვნება, არჩევანი და სტილი აქვს.ვისაც

რასაც უნდა იმას ჩაიცმევს.თმას ისე გაიკეთებს.ჩვენ, ვირჩევთ, სხვას არ ვეკითხებით რა გვიხდება და რა არა მთავარია მოგვწონდეს და გვიხდებოდეს და არა სხვისი, დაბალი დონის აზრის გამო შევცვალოთ გადაწყვეტილებები.თუნდაც მაქვს ფული, მერე რა.დანაშაულია, რომ ღარიბი არა ვარ? ეს არავის საქმეა, ყველას თავის ცხოვრება აქვს..მე, ასეთი მომწონს.მეორეს თავისი საშუალო სოც ფენის მესამეს გაჭირვება, შრომა...შრომით, ყველა შრომობს.მდიდარიც და ღარიბიც.არაა განსხვავევა.დიახ, ბრენდსაც ვიცვამ და და სხვასაც ვეხმარები.ამით რამეს ვაშავებ? არასწორი საქციელია? მე, ასეთი ცხოვრება მარგუნა ღმერთმა, სხვას კი ჩემგან განსხვავებული.რაც მეკუთვნის იმას ვიღებ ყველას თავისი კუთვნილება აქვს ამ ქვეყანაზე...ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არასწორი მიდგომაა განსაჯო ადამიანები ეკონიმიკური ფენების მიხედვით და მათზე რამე ცუდი თქვა.და საერთოდ ფული არც არის მთავარი, პირველრიგში მნიშვნელოვანია ადამიანი იყო.მერე შენ, ამდენს რომ ლაპარაკიბ თუკი გეცოდება გაჭურვრბული რას მიკეთებ? დაეხმარე მას, გვერდში ამოუდექი და გაამხნევე ამდენი სტიკერების სხეულზე დაკვრას შეეშვი, სული გაიწმინდე და შემდეგ სიტყვების კონტროლსაც ისწავლი.სული უნდა იყოს სუფთა და ლამაზი შემდეგ კი გარგეგნულობა.აბა, გარეგბულად სასწაული იყო და შინაგანად დამპალი ვაშლი? თუ პირიქით სულიერად იყო სუფთა, ვარდის ფურცელივით ხავერდოვანი და ეს გარეგნულობაზეც აისახებოდეს.ძალიან სამწუხაროა ასე, რიმ ფიქრობენ და აზროვნებენ.არჩევენ ერთურთს აკვირდებიან თავიდან ბოლომდე და ფიქრობენ ``ეჰჰ, ნეტაი შენა.მაგარი მანქანა გყავს, არაფერი გაკლია.ხელისგულზე გიდებენ ყველაფერს`` რა იცი აქამდე მე, რა გადამხდა.რა გამოვიარე, როგორი გზით მივედი ხელისგულზე დადებულ ნივთებზე? განა მარადმწვანე გზა იყო, დაჩეხული ხეებით სავსე, რომ ფეხში არაფერი შეერჭოს და ფრთხილად გაიაროსო? არა, იმდენი ეკალი შემრჭობია ცხოვრების მანძილზე მაგრამ ხმა არ ამომიღია.ამიტომ არასწორია ის მიდგომა სხვა განსაჯო არ იცოდე მისი წარსული, სულიერი სამყარო და მხოლოდ თითის გაშვრით ხმამაღლა იძახო აწყობილი ცხოვრება აქვსო.არავის აქვს აწყობილი ცხოვრება, ყველა თავისით იწყებს ნელ-ნელა თითო აგურის დადებით ეს კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ხდება...ვაშენებთ, ვაშენებთ და ვქმნით რაღაცას რაც მომავალში გამოგვადგება.კარგი დავუშვათ, გქონდეს უამრავი შესაძლებლობა, შანსი, ფული, მანქანა, უამრავი ძვირფასეულობა გქონდეს ყველაფერი რაც გაკმაყოფილებს მაგრამ მეორე მხრივ სხვა ძალზედ მნიშვნელივანი გაკლდეს არ

იყო ბედნიერი, პირიქით ყოველი დღე მწუხარებით და ტკივილით სავსე...უბედური იყო...რადგან არ ხარ ჯანმრთელი, გაწუხებს პრობლემები რომელსაც ბევრი წლებია ებრძვი.ამ დროს კი ძნელია იმის მოსმენა, რომ არაფერი გაკლია და ბედნიერი ხარ.როგორი მწარეა ამის აღქმა, როცა რეალურად უბედური ხარ და ეს სხვებს არ ესმით...უბრალოდ ვერც გაგიგებენ რამდენიც არ უნდა უხსნა და დამიჯერე ახსნადაც არ სურს ასეთი სულმდაბ

ალი ადამიანებისთვის.მათი მოვალეობაა სხვების ცხოვრება აკონტროლონ და არ გამოიჩინონ ადამიანობა..მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ, შურით სავსენი არიან რადგან თვითონ არა აქვთ და სხვას აქვს.შენ კი პატარა ნაჭუჭში ხარ ჩაკეტილი, უძლებ ამდენ შეურაცხყოფას მაინც მყარად დგახარ ფეხზე, იმედი გაქვს და რწმენა იმას, რომ ოდესღაც ვინმე მაინც გაგიგებს და იტყვის, რიმ უბრალო, ღატაკი ადამიანი ხარ.მოგბეზრდა შენი მედიდურობა..სულით ბუნებრივი და საშუალო ფენის წარმომადგენელი ხარ სხვების თვალში კი მდიდარი რომელსაც არაფერი ადარდებს.არადა გინდა ამ დროს ყველას და ყველაფერს გააგებინო რომ ეს ასე არაა..არასწორად ფიქრობენ, ცდებიან..ყველას თავისი პრობლემა, ტკვილი აქვს.ცხოოვრებამ არ იცის ვინ ვინ არის, ვინ როგორია, რანაირია.რომ მხოლოდ ღატაკს შეუქმნას პრობლემები და მდიდარს არა.ცხოვრება ყველა სოც.ფენისთვის ერთი და იმავე დარტყმაა.არ უნდა ხდებოდეს ადამიანების გარჩევა ერთმანეთისგან.ყველა ერთია...ყველანი ერთნი ვართ...დღევანდელობაში ადამიანობა დაკარგული, არ გააჩნიათ უნარი იმისა, რომ გაგიგონო.ქუჩაში მშვენივრად მისეირნობ, არაფერი გეტყობა ფიზიკურად


, აი შინაგანად კი იწვი თითქოს დნები.. ფერფლად იქცევი და შემდეგ ისევ ღდგები.არ წავუკითხოთ ერთმანეთს მორალი...ცხოვრების მორალს ვუსმინოთ

მხოლოდ.და ბოლოს ყველა მაინც მატარებლის ერთ ლიანდაგს გავუყვებით, ერთ მატარებელში ჩავსხდგებით.ერთ სადგურზე ვიდგებით და ერთსადამივე გზას გავივლით.მსგავსება იქნება პატარა თუ დიდ წვრილმანში.რაც არ უნდა განსხვავებულობა მოინდიმო მაინც არ გამოვა რდგან სიცოცხლე არ ცნობს განსხვავებულს მან მხოლოდ თანასწორობა იცის.სიყვარული, თბილი მოპყრობა ადამიანური დამოკიდებულება განა მხოლოდ ერთს გაახარებს ამავე მომენტში კი მეორეს აწყენინებს არა... ან ორივეს გაახარებს ან კიდევ აწყენინებს ეს პროცესი შესაძლოა ერთსა და იმავე წუთს არ მოხდეს მაგრამ ნელ-ნელა ადრე თუ გვიან გავხდებით ამის მოწმენი.ჩვენ, ერთ გზას გავუყვებით და სწორი გზუთ ვივლით.გზის გადახვევა და სხვა მხარეს წასვლა კი ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული თუ რას აირჩევთ.image

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0