x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა "მაკულატურის" და "როკი ბალბოას" მუსიკის ავტორი
კომპოზიტორი და მუსიკოსი რონალდ ბელი, ფანკ- ჯგუფის Kool & The Gang- ის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომლის მუსიკაც ჟღერდა ისეთ საკულტო ფილმებში როგორიცაა "მაკულატურა"(Pulp Fiction), "შაბათ საღამოს ციებ-ცხელება"( Saturday Night Fever) და "როკი"( Rocky), გარდაიცვალა 68 წლის ასაკში. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Variety.


image

როგორც მისი მეუღლე ტია სინკლერ ბელი აცხადებს, მუსიკოსი გარდაიცვალა ვირჯინიის კუნძულებზე, საკუთარ სახლში. გარდაცვალების მიზეზები არ ვრცელდება. მუსიკოსს ათი შვილი და შვილიშვილი ჰყავს.



ბოლო პერიოდში ბელი მონაწილეობდა არაერთ პროექტში, მათ შორის იყო მისი სოლო ნამუშევარი, Kool Baby Brotha Band. იგი ასევე მუშაობდა Kool TV- ზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, რომელიც ჯგუფის კარიერას ასახავს.



რონალდ ბელმა თავის ძმასთან, რობერტთან ერთად, 1964 წელს დააარსა ჯგუფი Kool & The Gang, რომელიც უკრავდა სხვადასხვა სტილში: ჯაზი, ფანკი, სოული, როკი და პოპი. ჯგუფს მიღებული აქვს ორი "გრემის" პრემია. აქედან ერთი ერთი მათგანი ფილმის საუნდტრეკისთვის "Saturday Night Fever"(1977), სადაც ჟღერს მათი სიმღერა Open Sesame.


Kool & The Gang განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 1970-იან წლებში, სწორედ ამ პერიოდში ჩაწერა ჯგუფმა ყველაზე ცნობილი სიმღერები, მათ შორის ყველასთვის ცნობილი მსოფლიო ჰიტი "Celebration", რომელიც დღესაც აშშ-ში ქორწილებში ყველაზე მოთხოვნადი სიმღერაა.

მისი მუსიკა ჟღერდა ისედთ ფილმებში, როგორიცაა "Pulp Fiction" და "Rocky".





0
66
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0