x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მე ის მიშა აღარ ვარ… შვიდი წელი საკმარისი იყო მოჯდომისთვის!“ – მიხეილ სააკაშვილი
image



„ფორმულას“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ამბობს, რომ საჭიროა წყენის დავიწყება და საერთო ენის გამონახვა. ის პოტენციური პარტნიორებს მისამართით ამბობს, რომ ის მიშა აღარაა და შვიდი წელი საკმარისი იყო დაფიქრებისთვის, გადაფასებისთვის, მოჯდომისთვის.


„პატარა ქვეყანა ვართ, ცოტა ხალხი ვართ და საჭიროა მიუხედავად ყველა წყენისა, საერთო ენის გამონახვა. ძალიან შევიცვალე, ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა. გვჭირდება სისტემა, რომელიც ერთპიროვნული მმართველობის თავში ავარდნას არ დაუშვებს. მიყვარს ჩვენი ოპონენტების განცვიფრება და ასეც მოხდება.


მე ის მიშა აღარ ვარ, რომელიც ვიყავი. ეს კარგიც არის და ცუდიც არის, შვიდი წელი საკმარისი იყო დაფიქრებისთვის, გადაფასებისთვის, მოჯდომისთვის, რაღაც სახის გამოცდილების სწორად გასანაალიზებლად.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



„საქართველო მოხვდა შიმშილის ზონაში ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებს შორის მსოფლიოში. ზოგიერთები კიდე იმაზე კამათობს მთავრობაში ვინ უნდა იყოს ხელმძღვანელი და ვინ უნდა იყოს რა თანამდებობაზე. რა დროს ეს არის, მეგობრებო ყველაფერი ბევრად უფრო მძიმედაა ვიდრე წარმოგვიდგენია“.


შეგახსენებთ, ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა, რომელმაც მზაობა გამოხატა, რომ საქართველოში დაბრუნდეს და აღნიშნული თანამდებობა არასრული ვადით დაიკავოს.

0
207
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0