x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უისტონ ჩერჩილს საბჭოთა კავშირზე ბირთვული დარტყმის სურვილი გააჩნდა


ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მკვლევარებმა ფართო საზოგადოებას გააცნეს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის საუბრის დეტალები საბჭოთა კავშირზე ბირთვული თავდასხმის შესახებ.


როგორც ცნობილია, 1951 წლის აპრილში ჩერჩილი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების გამო, ყოფილი პრემიერის საუბარი შედგა მის სახლში, კენტის საგრაფოშო.საუბრის დეტალები აღმოჩენილია New York Times- ის ყოფილი გენერალური დირექტორის და ამერიკელი სამხედრო მოღვაწის, ჯულიუს ოქს ადლერის სამსახურეობრივ ჩანაწერებში, იუწყება The Times-ი.


ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ვახშამზე შამპანურის ჭიქით ხელში 76 წლის პოლიტიკოსი ჩიოდა, რომ ბრიტანულ-ამერიკული პოლიტიკა სსრ კავშირის მიმართ არ არის საკმარისად აგრესიული. მან ადლერს სთხოვა დაესახელებინა ატომური ბომბების ზუსტი რაოდენობა, რომელსაც ფლობდა შეერთებული შტატები და შეეფასებინა საბჭოთა არსენალი. თუმცა აშშ – ს არმიის ყოფილ ოფიცერს არ ჰქონდა ასეთი მონაცემები.

" ვუპასუხე, რომ, საბედნიეროდ, მე არ ვეკუთვნი მთავრობის უმაღლეს წრეებს და არაფერი ვიცი ამ საშინელი საიდუმლოს შესახებ”.



შემდეგ, როგორც წერილშია ნათქვამი, ჩერჩილმა გააგრძელა დაბომბვის თემა და თქვა, რომ თუ იგი პრემიერ მინისტრი იქნებოდა და შეერთებულ შტატებიც თანახმა იქნებოდა, ის აუცილებლად წარუდგენდა სსრკ-ს სხვადასხვა პრეტენზიებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი ატომური ბომბების ჩამოყრით დაემუქრებოდა საბჭოთა კავშირის "20 ან 30 ქალაქში ”.


"რუსების უარის შემთხვევაში, შემდეგ კრემლს ვაცნობებდით, რომ თუ იგი არ გადაიფიქრებდა, ატომურ ბომბებს ჩამოვყრიდით 20 ან 30 ქალაქში ...

შემდეგ ჩვენ მოგვიწევდა დარტყმა ერთ-ერთ სამიზნეზე და საჭიროების შემთხვევაში, მეორეზეც. ცხადია, მესამე დარტყმის შემდეგ პანიკა შეიქმნებოდა არა მარტო მშვიდობიან მოსახლეობაში, არამედ კრემლშიც, ამის შემდეგ ჩვენი პირობები შესრულდებოდა"-ციტირებს ჩერჩილის სიტყვებს ადლერი.


გამოცემის თანახმად, ამერიკელმა სამხედრო მოღვაწემ დასძინა, რომ ”ამერიკელი ხალხი არასდროს დათანხმდება პრევენციული ომის ასეთ ფორმას”.


აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა სსრკ-ზე ატომური თავდასხმის სურვილი გამოთქვა.


ექსეტერის უნივერსიტეტის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელმა რიჩარდ ტოიმ, განაცხადა, რომ ჩერჩილიმა მსგავსი სურვილი ჯერ კიდევ 1949 წლის აგვისტოში გამოთქვა, როდესაც საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბირთვული იარაღი. ნამდვილი აღმოჩენა იყო ის, რომ მას ეს სურვილი 1951 წეკსაც არ გაუქრა


image

0
312
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0