x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ნიკოლოზ მეორის უნიკალური ღვინოების საცავი, რომლის არსებობა 60 წლის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო
რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა “დეილი მეილმა” ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ქვეყანას ეთმობა. წერილში საუბარია რუსეთის მეფის, ნიკოლოზ მეორის უნიკალური და მილიონობით დოლარად შეფასებული ღვინის კოლექციის შესახებ, რომელიც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სტალინმა მიითვისა და საქართველოში, ღვინის ერთ-ერთ ქარხანაში გადამალა.


პუბლიკაციაში აღწერილია 80-იანი წლების ცნობილი მუსიკალური პრომოუტერის, ჯონ ბეიკერის თავგადასავალი, რომელმაც მოგვიანებით პროფესია შეიცვალა და ღვინით ვაჭრობას მიჰყო ხელი. სტატიაში სწორედ ყოფილი პრომოუტერის წიგნია განხილული. აღნიშნულ ლიტერატურაში, რომლის სახელწოდებაა „იოსებ სტალინის ღვინის სარდაფი“, ავტორი აღწერს საქართველოში მისი მოგზაურობის ისტორიას და იმას, თუ როგორ უნდა გამხდარიყო თვითონ ის მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უძვირფასესი საცავის მფლობელი.


ჯონ ბეიკერი ამბობს, რომ მან და მისმა პარტნიორმა, კევინ ჰოპკომ ერთ-ერთი საქმიანი პარტნიორისგან, ჰარი ცუკორისგან ფაქსით შეტყობინება მიიღეს, რომ საქართველოში ღვინოების უნიკალური საცავი არსებობდა, სადაც უძველესი, მათ შორის, 1725 წელს ჩამოსხმული ღვინოები ინახებოდა.


ბეიკერსა და ცუკორთან კავშირი ჰქონდა ასევე ვინმე ნევილს, რომელიც დაინტერესებული იყო მათთან შეამხანაგებით და კოლექციის შეძენით, რომელიც 30-50 ათასი ბოთლისგან შედგებოდა.



წიგნში როგორც აღწერილია, ჯონ ბეიკერი საკუთარ პარტნიორ კევინ ჰოპკოსთან ერთად 1999 წელს ჩამოფრინდა საქართველოში, სადაც მათ ვინმე გიორგი არამიშვილი და მეორე პიროვნება, სახელად ნინო დახვდნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ღვინის ქარხანა, სადაც ნახეს ბნელი სარდაფი, რომელშიც საუკუნოვანი ღვინოებით სავსე ბოთლები იყო შენახული. ღვინით მოვაჭრე დარწმუნდა, რომ ეს იყო მართლაც მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უძვირფასესი კოლექცია, რომელიც დღევანდელი კურსით დაახლოებით 10 მილიონ დოლარამდე ღირდა.


საბოლოოდ, ღვინის საზღვარგარეთ გატანა რიგ მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა. ძველი კონტაქტებიც დაიკარგა. ისე მოხდა, თითქოს ღვინის ქარხანაც და საცავიც ნევილმა იყიდა, თუმცა როგორც 2000-იანების დასაწყისში გიორგიმ ბეიკერს უთხრა, ნევილთან ღვინის ქარხნის მიყიდვის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა, მაგრამ ჯონ ბეიკერმა საცავის ხელში ჩაგდება ვერც ამჯერად მოახერხა. უფრო მეტიც, ბეიკერს და ჰოპკოს დაუკავშირდა ღვინის ქარხნის დაცვის უფროსი, ვინმე ზურაბი და დაემუქრა მათ, რომ ღვინის საცავი დაევიწყებინათ...


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)

ღვინო

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0