x
image
არჩილ ვერულიძე
რამდენი ვარსკვლავია ცაში?


image

ერთხელ ხოჯა ნასრედინს ჰკითხეს, რამდენი ვარსკვლავია ცაში? მან უპასუხა: ეს კითხვა მეც დიდი ხანია მაწუხებს. მე ვფიქრობ, რომ მისი მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ თავად ახვალ ცაში და დაითვლი ვარსკვლავებს.

ბრძენი მართალი იყო, თუმცა ნაწილობრივ. თანამედროვე თანამგზავრები და ტელესკოპები სულ უფრო შორეულ გალაქტიკებს აღმოაჩენენ, რომლებიც უამრავი ახალი ვარსკვლავით არის სავსე და როგორც ჩანს, ამას ბოლო არ ექნება... ამის მიუხედავად, პასუხის გაცემა კითხვაზე: რამდენი ვარსკვლავია ცაში? ადვილი არ არის სპეციალისტებისთვისაც კი.

მართლაც, ვარსკვლავები არ ნაწილდება მთელ სამყაროში ერთიანი რაოდენობით, ისინი გროვდებიან უზარმაზარ ჯგუფებში - გალაქტიკებში. მაგალითად, ჩვენი მზე მდებარეობს ირმის ნახტომის გალაქტიკაში და მასში მხოლოდ 100 მილიარდი ვარსკვლავია. მაგრამ სამყაროში ტრილიონობით გალაქტიკაა.

უძველესი ბრძენი ამბობდა, რომ ვარსკვლავების დათვლა დედამიწის ყველა სანაპიროზე თითოეული ქვიშის მარცვლის დათვლის ტოლფასია. მაგრამ, თუ ჩვენ არ გვჭირდება ზუსტი რიცხვი და ზოგადი შეფასება საკმარისია, შეგვიძლია გადავიღოთ სატელიტური სურათები, დავადგინოთ შესაფერისი სანაპირო ზოლის სავარაუდო მთლიანი ფართობი, გავერკვეთ ქვიშის ფენის საშუალო სისქეში და დედამიწაზე მთლიანი ქვიშის მოცულობის ცოდნით, გავყოთ იგი ქვიშის მარცვლის საშუალო მოცულობაზე. ზედაპირული ციფრის მიღება ადვლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. თუ ზეცაში დავბრუნდებით, ამგვარი "სანაპიროების" როლი შეიძლება გალაქტიკებმა შეასრულონ: დადგენილია, რომ ჩვენს გალაქტიკაში 1011-1012 ვარსკვლავი, ხოლო სამყაროში 1011-1012 გალაქტიკაა. მარტივი გაანგარიშებით ჩანს, რომ სამყაროში უნდა არსებობდეს 1022-1024 ვარსკვლავი.

ეს, რა თქმა უნდა, უხეში ციფრია, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი გალაქტიკა საკმაოდ საშუალოა, რომ საშუალოდან მცირედი გადახრაა და სამყაროში გალაქტიკების რაოდენობა სწორად შევაფასეთ. და ეს უკანასკნელი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მატყუარა მოცულობა რადგან დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ დაახლოებით 50 მილიარდი გალაქტიკაა და მხოლოდ Hubble -ის ორბიტალური ტელესკოპის მუშაობამ გაზარდა ეს მაჩვენებელი 2.5-ჯერ!

Hubble ყველას როდი ხედავს. განსაკუთრებით შორეული ან ჩამუქებული გალაქტიკების გარდა, ბევრი მათგანი უბრალოდ უხილავია ოპტიკური დიაპაზონის მოქმედი ტელესკოპისთვის: ისინი დაფარულია გაზისა და მტვრის მკვრივი ღრუბლით, რომელიც თან ახლავს ვარსკვლავების აქტიურ ფორმირებას. Herschel ინფრაწითელი ზონდი, რომელიც ამ გაზაფხულზე გაშვებისთვის ემზადება, საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ ამ მანძილებს

გასათვალისწინებელია, რომ გალაქტიკაში ვარსკვლავების რაოდენობის დათვლა ნამდვილად არავის განუძრახავს: ჩვეულებრივ იზომება ზოგადი განზოგადების ზოგიერთი მახასიათებელი, კერძოდ, გალაქტიკის სიკაშკაშე. შემდეგ შეგვიძლია, უხეშად რომ ვთქვათ, გალაქტიკის სიკაშკაშე გავყოთ იმავე მანძილზე მდებარე ვარსკვლავის საშუალო სიკაშკაშზე და შევაფასოთ მასში არსებული ვარსკვლავების რაოდენობა. Herschel ანალოგიურად იმუშავებს, გაანგარიშებს გალაქტიკებს და გაზომავს მათ სიკაშკაშეს ინფრაწითელ დიაპაზონში.

უბრალოდ უნდა დაველოდოთ - მანამ სანამ ვერ ვიტყვით, რომ ვარსკვლავები არანაკლებია ზემოთ მოცემულ მოცულობაზე:ე. ი. 1, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000 ტრილიონი ტრილიონი


0
180
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0