x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347836
  • სურათი:467982
"გააკეთეთ ეს 7 წუთიანი მასაჟი ყოველ დილით და იყავით ჯანმრთელი!" – პროფესორი ლი გუილინი

"7 წუთი უბრალო მასაჟზე, ნაცვლად საავადმყოფოებში ექიმებთან სირბილზე!"– პროფესორი ლი გუილინი თვლის, რომ ადამიანს შეუძლია იყოს სრულიად ჯანმრთელი, თუ ინი და იანი ( ყოველი არსის ცვალებადობისა და განვითარების შემოქმედებით საწყისები) ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაშია. ამიტომაც მან შეადგინა ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც მიმართულია ამ ძალების აღდგენასა და მათ შორის ბალანსის შენარჩუნებაზე. მათი შესრულება ძალზე მარტივია და პრაქტიკულად ყველას შეუძლია, რაც ორგანიზმზე გასაოცარ ეფექტს მოახდენს!


image

1) უნდა დაიწყოთ ხელის გულების ხახუნით. გამოსწიეთ ხელები წინ და დაიწყეთ სწრაფად ხელის გულების ხახუნი საათის ისრის მიმართულებით, თანდათან დააგდეთ ტემპი. ამასთან, მარჯვენა ხელი უნდა იყოს ქვემოთ, მარცხენა – ზემოთ. ხელის გულების გახურება ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების ჰარმონიულ მუშაობას.


2) მას შემდეგ რაც ხელის გულებს გაახურებთ, პირდაპირ უნდა გადახვიდეთ თითებით თმის დავარცხნაზე. თავის კანის მასჟის მეშვეობით ჩვენ ვამზადებთ შინაგან ორგანოებს მუშაობისთვის, რამდენადაც ჩვენი სხეულის ყველა მერიდიანს ვეხებით, რომელიც თავზე გადის. სკალპის რეგულარული მასჟი ახდენს ნაოჭების განვითარების პრევენციას და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, რითაც აუმჯობესებს თმის ფოლიკულების კვებას. ლი გუიანის რეკომენდაციით თმა უნდა დაივარცხნოთ შუბლიდან თავის ქალის ცენტრისკენ, თითები კი ისე დაიკავეთ, რომ ვეფხვის თათს წააგავდეს. მასაჟის კისრის დაზელვით უნდა დაამთავროთ – ამას უკვე აკეთებთ ხელის გულებით.


3) ახლა გადადით ყურების დაზელვაზე. ამისთვის გაითბეთ ხელები ისე, როგორც პირველ პუნქტშია, შემდეგ დაიწყეთ დიდი თითებით ყურის მთლიანი ნიჟარის მასაჟი და დაასრულეთ ბიბილოთი.


4) ტერფებზე ასევე თავმოყრილია ბიოლოგიურად აქტიური წერტილები, ასე რომ, უარს ნუ იტყვით სიამოვნებაზე – დაჯექით მოხერხებულად და გულდასმით გაიკეთეთ ფეხის გულების მასაჟი დამღლელი დღის წინ.


5) შემდეგ დაწექით ზურგზე და გააკეთეთ კეგელის ვარჯიში. მაქსიმალურად დაჭიმეთ მენჯის ძვლის კუნთები და გაჩერდით ასე 2-დან 5 წამამდე, შემდეგ მოეშვით. გაიმეორეთ იგივე 10-ჯერ.


6) დაამთავრეთ ვარჯიშით "ოქროს მამალი ცალ ფეხზე დგას". უბრალოდ დახუჭეთ თვალები, მოდუნდით, აწიეთ ცალი ფეხი, რომელიც მუხლში უნდა იყოს მოხრილი და გაჩერდით ამ მდგომარეობაში 2 წუთი. თუ თავიდან წონასწორობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ, რამდენიმე წამით შემოიფარგლეთ და თანდათან ვარჯიშის შესრულების დრო გაზარდეთ.


ზოგიერთი ადამიანი სკეპტიკურად არის განწყობილი მსგავსი მეთოდების მიმართ, თუმცა, არსებობს უამრავი შემთხვევა, რომელიც ადასტურებს, რომ ტრადიციული ჩინური მედიცინა საოცრებებს ახდენს. მაგრამ სასწაული თავისით ვერ მოხდება, თუ ცოტაოდენ ძალისხმევას არ გამოიჩენთ.


ასევე დაგაინტერესებთ:


ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს საათი აქვს, რომელიც შეგვიძლია უკან დავატრიალოთ – თვითგანკურნების ბუნებრივი მეთოდი


"დამჯდარი" ხერხემალი – ყველა დაავადების ფარული მიზეზი! 5 ვარჯიში ხერხემლისთვის პოლ ბრეგისგან



დააჭირეთ ხელი სხეულის ამ 3 წერტილს და დაემშვიდობეთ წელის ტკივილს


8 ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად


7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად


ინსულტის პირველი სიმპტომები და ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი


5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ


0
553
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
553
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0