x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"მიდით, გაუგრძელეთ ნერვების გლეჯა! გაგარტყით ბოროტ და ბოღმა - ქალობაშიც!" - მანჩო გიორგობიანი

image


სამოქლაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფოს" დამფუძნებლის ზვიად ტომარაძის ფეისბუქპოსტს ეხმაურება, რომლის თქმითაც ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს, ზედიზედ მე- 5 მატჩი წააგო და სწორედ ფემინისტური კანონმდებლობის ზეწოლის შედეგად მთლიანობაში 11:0 დათმო: "მიდით, გაუგრძელეთ ნერვების გლეჯა! გაგარტყით ბოროტ და ბოღმა-ქალობაშიც და ქართველობაშიც!"- დაწერა მანჩო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მე-5 მატჩში დამარცხდა. ბასილაშვილი ავსტრიის ქალაქ კიცბიუელში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობდა, სადაც მე-4 განთესვა ჰქონდა და თამაში პირდაპირ მერვედფინალიდან დაიწყო. ქართველი სპორტსმენი დღევანდელ მატში არგენტინელ ფედერიკო დელბონისს შეხვდა და მეტოქესთან 5:7, 3:6 დამარცხდა. ATP-ს მიმდინარე რეიტინგში საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი უკვე 30-ე ადგილზე იმყოფება.


image






0
413
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
413