x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103601
  • ვიდეო:347802
  • სურათი:467971
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შამპანური როზეს წარმოებას იწყებენ
ბრედი პიტი და ანჯელინა ჯოლი უახლოეს მომავალში შამპანურ Fleur de Miraval-ს გამოუშვებენ. ამის შესახებ ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ახალი პროდუქტის წარმოებაში ყოფილ ოჯახურ წყვილს ტრადიციულად დახმარებას პერენის და პეტერსის სახლები გაუწევენ, რომლებსაც ფრანგული ღვინის წარმოებაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ.


Fleur de Miraval-ის ბაზარზე გამოჩენა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მისი ფასი საკმაოდ მაღალი იქნება და ერთი ბოთლის ღირებულება 340 ევროს გაუტოლდება.


საკუთარი ახალი პროდუქტის შესახებ ბრედმა განაცხადა, რომ მიუხედავად ვარდისფერი შამპანურის ნაკლები პოპულარობისა, მან მაინც ამ ფერზე შეაჩერა არჩევანი და ძალიან ამაყობს მიღწეული შედეგით.


შამპანური შეზღუდული მოცულობით გამოვა - მხოლოდ 20 ათასი ბოთლი. სასმელი 75 %-ით შარდონეს, ხოლო დანარჩენი 25 %-ით პინო ნუარისგან დამზადდება. მას წითელი ხურტკმელის და ჟოლოს მკვეთრი ნოტები ექნება. საშამპანურე მასალა 3 წელი შეინახეს, რათა საბოლოოდ დაწმენდილიყო, ხოლო შემდეგ გაუმჭვირვალე ბოთლებში ჩაასხეს, რათა მზის სხივებთან სითხეს შეხება არ ჰქონოდა...


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)

ანჯელინა ჯოლი

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0