x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104424
  • ვიდეო:348172
  • სურათი:469079
იტალიაში დაღუპული რუსი მოდელი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი
image

იტალიაში გარდაცვლილი რუსი მოდელი გალინა ფედოროვა ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.


ბრიტანული გამოცემების თანახმად, ადგილი, სადაც გოგონა დაიხრჩო, მდებარეობს ნატოს ქვეყნების სამხედრო პოლიგონთან.


ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინგლისელი ფოტოგრაფი ევ ტარანოვსი და რუსი მოდელი აპირებდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ობიექტების კვადროკოპტერიდან გადაღებას.



იტალიის პოლიციამ უკვე დაკითხა გოგონას თანმხლები ფოტოგრაფი. ევ ტარანოვსის თქმით, ის და გალინა აპირებდნენ სურათების გადაღებას, მათ შორის კვადროკოპტერის დახმარებით. თუმცა მანამდე მათ წყალში ცურვა მოინდომეს, ამიტომ გასაბერი ნავი იქირავეს, რომელიც ღუზაზე დაამაგრეს.

image


მაგრამ ნავი როგორღაც ღუზას მოწყდა, რის შემდეგაც წყვილი ცდილობდა ნავამდე ცურვით მიღწევას. მოულოდნელად ტარანოვსიმ მხედველობის არედან დაკარგა გოგონა.

გალინა ერთი საათის შემდეგ გარდაცვლილი იპოვნეს.

ნავი აღმოაჩინეს რიფზე, იზოლა როსის მახლობლად, შიგნით ალკოჰოლური სასმელების ცარიელი ბოთლები ეყარა.

image

აგრეთვე, სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. არსებობს ვერსია, რომ გალინა შეიძლება დანაშაულის მსხვერპლია. ფოტოგრაფი იქამდე დარჩება კუნძულ სარდინიაზე, სანამ ტრაგედიის ყველა დეტალი არ გაირკვევა.


ადგილობრივი პროკურატურის წარმომადგენლები შეუდგნენ საქმის გამოძიებას.

”ჩვენ გვაინტერესებს კადრები კვადროკოპტერიდან, რადგან ყველაფერი ნატოს პოლიგონთან მოხდა. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მოდელი ჯაშუშური მისიის შესასრულებლად არ იყო მისული იქ ”, - ციტირებს Sun- ი პოლიციის განცხადებას.

image

ამასობაში გარდაცვლილი გალინა ფედოროვას დედამ ტატიანამ UfaTime.ru- ს განუცხადა, რომ გოგონა ბოლო ხანებში საფრანგეთში ცხოვრობდა და გასულ შაბათ-კვირას ის იტალიაში გადაღებებზე წავიდა.დაღუპვის სხვა ვერსიაზე საუბრობს დედამისი, მისი განცხადებით გალინას და ფოტოგრაფს ნავი ამოუტრიალდათ.

image



0
394
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0