x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"500 კაცი ითხოვს სიაში ადგილს. აუფეთქეს მესენჯერი მიშასო" - ნახეთ, რა ინფორმაციას ასაჯაროებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +"- ის რედაქტორი ელისო კილაძე მორიგ კულუარულ ინფორმაციას ასაჯაროებს, რომელიც ამჯერად, მიხეილ სააკაშვილსა და მისი პარტიის წევრებს ეხება. კილაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დეპუტატობის მსურველი 500 ადამიანი 150 კაციან სიაში ჩასმას სთხოვს და პირობას უყუნებს რომლის თანახმადაც, თუ ისინი 40 -50 კაციან სიაში არ მოხვდებიან მაშინ ხალხში სიარულზე საერთოდ უარს იტყვიან: "500 კაცი ითხოვს 150 კაციან სიაში ადგილს. აუფეთქეს მესენჯერი მიშასო, -ჩემმა წყარომ. 200 კაცზე კი ჩამოიყვანა პრეტენდენტები, მაგრამ ახლა რიგითობაზე მიდის თურმე გნიასი. 40-50 კაცში თუ არ ვიქნები, ხალხში არ ვივლითო ! 3600 ზე მეტი საარჩევნო უბანია საქართველოში, გადაინაწილეთ 150-მა კაცმა პერსონალურად, იარეთ ხალხში და მოტანილი შედეგების მიხედვით დააწყვეთ სიის რიგითობა ! ასე უფრო სამართლიანია ! ეკრანებზე კეკლუცი არ იგებს არჩევნებს !" - დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

0
836
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
836