x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დენდროლოგიურ პარკთან, რომ ასობით ადამიანი იდგა ეგ რომელი კლასტერია? - ნანუკა ჟორჟოლიანი
image


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, კორონავირუსის პანდემიის შესახებ. როგორც ჟურნალისტი წერს, ქვეყანაში მარტო ჩამოსული ემიგრანტი არ უნდა იყო პრობლემა.


„დენდროლოგიურ პარკთან, რომ ასობით ადამიანი იდგა ეგ რომელი კლასტერია? ან, 400 ექიმი რომ შეიკრიბა სამ დღიან გასვლით ტურზე, ან, სამთავრობო კონცერტები რომ ტარდება ბათუმში?!

მარტო ჩამოსული ემიგრანტია პრობლემა? ისე რომ წინასწარსაც კი უსჯიან?! უნდა დამთავრდეს ეს უსამართლობა! დისკრიმინაციაც აღარ ჰქვია ამას“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.



აქვე შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანიმა ცოტახანის წინ სტატუსი გამოაქვეყნა სადაც წერდა, რომ აქციები უნდა დაიგეგმოს და კარანტინის წინააღმდეგ გამოვიდეს ხალხი. ჟურნალისტი საზოგადოებას მოუწოდებს აქციებისკენ და წერს, რომ დროა ციხის კარები გააღონ და ხალხი კარანტინიდან ტესტებით გამოუშვან.


„ქვეყანა ჩაკეტილია ემიგრანტების ხარჯზე და ამ ხალხის ფსიქიკით მთავრობის წევრები მდიდრდებიან. მთელი ზაფხული ბათუმში ხდებოდა წარმოუდგენელი. რა ეტყობოდა გამართულ კონცერტებს რომ კორონის საფრთხე არსებობდა. სად იყო რეგულაციები და ახლა, სექტემბერში რომ დაკეტეს კლუბები ვის დასცინიან. სექტემბერში ისედაც დამთავრდებოდა სეზონი!


ამის პარალელურად, ქვეყანაში დაბრუნებულ, ან დროებით ჩამოსულ ემიგრანტებს კეტავენ. თავად ამბობენ რომ 12 დღე ბევრი იყოო და მიუხედავად ამისა, ახლა ვინც კარანტინშია ვადას, 8 დღემდე არ უმცირებენ.მიუხედავად ამ კარანტინებისა თავად ამბობენ რომ სიტუაცია ხელიდან გაექცათ. მოხსნილი რეკორდებით გვაშინებენ და უსიმპტომო პაციენტებს თუ მთელი მსოფლიო სახლში, თვითიზოლაციით მკურნალობს, ესენი სასტუმროებში უშვებენ. ანუ, მათივე გამოცხადებული უმძიმესი ვითარების პარალელურად ფულს სასტუმროებით ისევ აკეთებენ.


თუ მართალია ეს სტატისტიკა გამოდის ამათმა საკარანტინე პოლიტიკამ არ გაამართლა და ხალხი რომ ციხეში უზით, აგერ ბათუმი აუფეთქდათ.

დროა გააღონ ციხის კარებები და ხალხი კარანტინიდან ტესტებით გამოუშვან. გაუკეთონ უფასო ტესტები, როგორც ბათუმში გააკეთეს! მორჩნენ ხალხის ფსიქიკით ფულის კეთება. დავგეგმოთ აქციები, ფაქტია ჩვენმა ხმაურმა რაღაც შედეგი უკვე მოგვცა!“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.


ინფორმაციისთვის, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1830-მდე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 1334-მდე გაიზარდა. ამ დროის მონაცემების მიხედვით კი ვირუსი, 19 ადამიანმა ვერ დაამარცხა.

1
370
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
370
  
2020, 10 სექტემბერი, 14:44
დენდროლოგირ პარკში ყველაზე ბებერ ხესთნ რომ გადაგკუზავ, მერე იქნებ მიხვდე რომელი კლასტერია, უნიჭო ბოროტი ძუკნა!
0 1 1