x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბიჭმა გოგონას ცოლობა სთხოვა და ამისთვის შეარჩია ყველაზე სასაცილო და ცუდი ადგილი
image


გოგონასთვის ხელის თხოვნა სერიოზული საკითხია, რომელსაც უნდა მიუდგე სრულიად მომზადებული და საკმაოდ ფიქრის და ნერვიულობის ხარჯზე. მაგრამ სიუჟეტის უცნობ გმირს, როგორც ჩანს თავი მაინცდამაინც არ შეუწუხებინა და გადაწყვიტა რაც შეიძლება მალე მოემოქმედებინა ყველაფერი.


აღფრთოვანებულმა საპატარძალომ ეს ამბავი გაზიარა Facebook- ის დახურულ ჯგუფში, სადაც განიხილავენ ნიშნობის ამბებს. გოგონამ გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო, სადაც ბიჭი მას ცოლობას სთხოვს იმ დროს, როდესაც ის ტუალეტში ზის ჩახდილი შარვლით, ხოლო იქვე პატარა ცუგა დაკუსკუსებს.

image


სოციალური ქსელის მომხმარებლები თავდაპირველად გაოცდნენ ამგვარი უცნაური რომანტიკით, შემდეგ კი ვიღაცა აღშფოთდა, ვიღაცამ კი გულიანად იცინა წყვილზე. ერთმა ბიჭმა ირონიით აღნიშნა, რომ საქმროს "შესაფერისი დროის სრულყოფილი შეგრძნება აქვს" და კიდევ ერთი კომენტარში იმედოვნებს, რომ "გოგონამ ბეჭდის გაკეთების წინ დაიბანა ხელები". ჯგუფის ბევრმა წევრმა მსგავსი ისტორიების გაზიარებაც კი დაიწყო, წერს The Sun.

image

მაგალითად ერთმა საკუთარ მშობლებზე ასეთი ისტორია მოჰყვა:

"მამაჩემმა დედაჩემს ცოლობა შესთავაზა, იმ დროს, როდესაც დედა სასტუმროს აბაზანიდან გამოვიდა. დედა გაგიჟდა, მამას ბეჭედი ესროლა და აიძულა ეს ყველაფერი ხელახლა გაეკეთებინა, მაგრამ არა აბაზანაში, არამედ ნორმალურ სიტუაციაში, ეს როგორც წესიერ ხალხს შეეფერება".

1
81
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
81
  
2020, 10 სექტემბერი, 21:17
რა მიამიტები, საყვარლები და სასაცილოები არიან
0 1 1