x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ ყველასთვის - გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად
image


„დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ 7 ტომად „გამომცემლობა პალიტრა L-ის“ ახალი პროექტია.


მასში თავმოყრილია 25 000 განმარტება, 8000 დეტალური ილუსტრაცია, ყველა ტერმინი ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად.


დიდი ვიზუალური ენციკლოპედია შეიქმნა იმისათვის, რომ თქვენ ადვილად იპოვოთ საჭირო სიტყვები.



რას სფეროებს მოიცავს ენციკლოპედია?


image


მკითხველთა ფართო წრისთვის განკუთვნილი ენციკლოპედია 18 თემადაა დაყოფილი, თითოეული თავი კი, თავის მხრივ, სპეციფიკურ ქვეთავებად იყოფა.


ენციკლოპედიაში შემდეგი თემებია შესული:

  • დედამიწა, მცენარეები, ცხოველები
  • საკვები და სამზარეულო, ტანსაცმელი, საოჯახო საქმიანობა
  • სხვადასხვა აქსესუარი, არქიტექტურა და ნატიფი ხელოვნება, საოფისე ტექნიკა და ინვენტარი
  • კომუნიკაციები, ტრანსპორტი და მექანიზმები
  • ენერგია, მეცნიერება, ასტრონომია, ადამიანი
  • სპორტის სახეობები და თამაშები
  • სახლი, საზოგადოება

ვისთვის არის ენციკლოპედია?


თემების ჩამონათვალიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ის ფასდაუდებელია ნებისმიერისთვის, გამოადგება სხვადასხვა ასაკის ადამიანს საოჯახო თუ საოფისე სამსახურისთვის, საინტერესოა მოზარდების, თინეიჯერებისა და სტუდენტებისთვის.


წიგნს გამოიყენებს დიასახლისი, მეურნე, ფერმერი, ტექნიკოსი და ა.შ. ანუ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამედიცინო, სამშენებლო, საგამომცემლო, საყოფაცხოვრებო თუ ნებისმიერი სხვა სფეროთი.


რა იყო ენციკლოპედიის შექმნის მიზანი?


ვიზუალური ენციკლოპედია 30 წელზე მეტ ხანს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, ტექნოლოგიის განვითარებამ და დაგროვილმა ცოდნამ გამოცემაში შესული ათასობოთ ტექნიკური და ჰუმანიტარული ტერმინისა და განმარტების ნაწილი ახლებით შეცვალა, ზოგიერთის მნიშვნელობა გაიზარდა. გამოცემა მუდმივად იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩება მიზანი:


მასში თავმოყრილმა ტერმინებმა უნდა ასახონ თანამედროვე სამყარო იმ სპეციალიზებულ სფეროებში, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ქმნიან.


თითოეულ ტერმინს ახლავს ინგლისური შესატყვისი, რაც ამ გამოცემას სრულიად განსაკუთრებულ პრაქტიკულ დანიშნულებას სძენს.


როგორ არის გაფორმებული წიგნი?


კიდევ ერთი ორიგინალური ელემენტი დიზაინია - ფოტოგრაფიის ნაცვლად ილუსტრაციების გამოყენება განაპირობა ნახატის უნარმა, უკეთ გამოკვეთოს ამა თუ იმ ობიექტის მახასიათებელი დეტალები, მოაშოროს ყველაფერი, რაც მეორეული და უმნიშვნელოა. გამოსახულება გამარტივებული და უფრო ნათელია. ეს კი მკითხველს საგნებისა და მოვლენების უკეთ აღქმაში ეხმარება.


image


საიდან გაჩნდა წიგნის შექმნის იდეა?


„დიდ ვიზუალურ ენციკლოპედიაზე“ მუშაობა 30 წლის წინ პარიზში დაიწყო რედაქტორ ჟაკ ფორტინისა და ლინგვისტ ჟან-კლოდ კორბეის შემთხვევითი შეხვედრით. სწორედ მათ შეკრიბეს ტერმინოლოგიის სპეციალისტები, ლინგვისტები, მეცნიერები, მეთოდისტები, მთარგმნელები და ილუსტრატორები თავიანთი სრულიად ახალი და ორიგინალური პროექტის განსახორციელებლად.


წიგნი მალევე გამოიცა, მას შემდეგ არაერთხელ განახლდა და ახალი ტერმინებითა და ინფორმაციით შეივსო. ის ბევრ ქვეყანაში გამოიცა სხვადასხვა ენაზე. ამჯერად, ქართულ ენაზე ენციკლოპედიის ბოლო რედაქცია გამოიცემა. ის შევსებულია თანამედროვე ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული ტერმინოლოგიით ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად.


მსოფლიოში „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ 12 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ნათარგმნია 40 ენაზე და აღიარებული ბესტსელერია.


როგორ არის განსაზღვრებები შეტანილი?


ტერმინები იერარქიული პრინციპით არის წარმოდგენილი: თემა, ქვეთემა, სათაური, ქვესათაური, ილუსტრაცია, ტერმინოლოგია. მაგალითად, განმარტება ტერმინისა „ცხოველები“ ეკუთვნის თავში მოხსენიებულ ყველა ცხოველს, ხოლო ტერმინ „ქვეწარმავლის“ განმარტება არ მეორდება ყოველი ქვეწარმავლის განხილვისას, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება ექცევა მახასიათებელს (გველს გრძელი ცილინდრული კორპუსი აქვს, კუ ბაქანს ატარებს და ა.შ.). ილუსტრაციები და განმარტებები ავსებს ერთმანეთს, ამიტომ სიტყვიერი განმარტებები აღარ იმეორებს იმას, რაც ილუსტრაციაზე ჩანს.


გამოცემა 7 ტომად გამოვა და გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება. როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, ამ გზით ენციკლოპედია მკითხველისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება.


წიგნის სპეციალური ფასი იქნება 10.00 ლარი, გაზეთთან ერთადა 11.50.


პირველი ტომი "დედამიწა, მცენარეები, ცხოველები" გამოვა 5 ოქტომბერს.

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0