x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მა­ნა­ნა არჩვა­ძე ცოტნეს მკურნალობისთვის ფულს აგროვებს - თუმცა მათ ფონდი „ქართუ“ აფინანსებს
image


მორიგი დაპირისპირება პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახში. ამჯერად ერთმანეთს მანანა არჩვაძე და გიორგი გამსახურდია უპირისპირდებიან. ირკვევა, რომ დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას მკურნალობისთვის დედა ფულს აგროვებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, გიორგი გამსახურდია კი ირწმუნება, რომ ხარჯებს „ქართუ“ ფონდი ფარავს და საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიდეს.


ექ­სპრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლემ, მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, სოციალურ ქსელში ან­გა­რი­შის ნო­მე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და დაწერა, რომ შეგროვებული თან­ხა მისი შვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს მოხ­მარ­დე­ბა. არადა, რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ცოტნე გამსახურდიას მრავალთვიანი მკურნალობის საკმაოდ სოლიდურ ხარჯებს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.


„გა­იხ­სნა მიზ­ნობ­რი­ვი ან­გა­რი­ში ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის გა­სა­წე­ვად. მსურ­ვე­ლებს გთხოვთ მი­თი­თე­ბულ ან­გა­რიშ­ზე მო­ახ­დი­ნოთ თან­ხე­ბის ჩა­რი­ცხვა“ - წე­რია ტექ­სტში, რო­მე­ლიც მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.



image


დე­დის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბული ინ­ფორ­მა­ცი­ა გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დიამ ასე შეაფასა:

„ჩემი ძმის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს სრუ­ლი­ად ფა­რავს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ქარ­თუ”. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სა­ხის თან­ხე­ბის მო­თხოვ­ნა და მოგ­რო­ვე­ბა ცოტ­ნეს­თვის არის პრო­ვო­კა­ცია რო­გორც მი­ნი­მუმ და ამო­რა­ლიზ­მი იმა­თი მხრი­დან, ვინც ამას აკე­თებს. თხოვ­ნაა არ შეხ­ვი­დეთ შეც­დო­მა­ში“, - დაწერა გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დიამ.


ცნობისთვის, 2019 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. ცოტნე მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის.


image


ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. ის ამის შემდეგ კომაშიც იყო. სასამართლომ კვირას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

1
117
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
117
  
2020, 10 სექტემბერი, 10:51
ამ ოჯახში,ყველაზე ადეკვატური პიროვნება ცოტნეა. ეს ადრეც ვიცოდი,მაგრამ ეხლა დავრწმუნდი უფრო. თუ აფინანსებენ,მაშინ ეს ინფორმაცია უნდა ქონდეს მანანას,ხოლო თუ არა,მაშინ ჩვენი ვალია დავეხმაროთ. ზვიად გამსახურდიას ოჯახზე ზრუნვა თითოეული ქართველის მოვალეობა. ზვიადმა და მერაბმა ერს სახელმწიფოებრივი აზროვნება გაუღვიძა და თავისუფლება მოუტანა,რასაც შეეწირენ კიდეც. მიუხედავად იმისა,რომ არც მანანას,არც კონსტატინეს და არც გიორგის პატივს არ ვცემ,უნდა დავეხმაროთ. მით უფრო,რომ ცოტნეს ჯამრთელობას ეხება საქმე. ცოტნეზე ეროდირებული ადამიანი ბევრი არ არის ამ ქვეყანაში და საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნეა. მიუხედავად იმისა,რომ დაიჭირეს და მის ჯამრთელობას შეუქმნა საფრთხე ნაცების ხელისუფლებამ,მაინც ერისთვის და ქართველებისთვის არ დაუშვა ამ კაცმა ორად გახელჩვა. 20 ივნისის სიტუაციას ვგულისხმობ. მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ ცოტნეს და იმედს ვიტოვებ,რომ მალე ჩვენს გვერდზე იქნება.
0 1 1