x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც კონტაქტი მქონდა - კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტი
imageჟურნალისტი და TV პირველის წამყვანი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ადასტურებს, რომ ის და მისი მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდნენ და წერს, რომ თავს კარგად გრძნობს.


"მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები.

წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ.

მადლობა ყველას"


image

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილს დ ამის მეუღლეს ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.


ეს პირველი შემთხვევაა, როცა კორონავირუსი პარლამენტის დეპუტატს დაუდასტურდა. გოგიჩაიშვილი პარლამენტში 3 სექტემბერს იმყოფებოდა და პლენარულ სხდომას ესწრებოდა.


კორონავირუსი ამ ეტაპზე არ დაუდასტურდათ მათ შვილებს.

image

9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანრთელდა 4 ადამიანი.


ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 773-მდე გაიზარდა, ამათგან 1 325 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 390.

0
506
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
506
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0