x
image
ლურჯი თოლია
ქართველი მფრინავი, რომელიც სათავეში ედგა კუნძულ ტექსელზე დაწყებულ ანტი-გერმანულ ამბოხებას
image
შალვა ლოლაძე - ქართველი საბჭოთა სამხედრო მფრინავი, გერმანელთა ტყვე და შემდგომში ვერმახტის ოფიცერი, რომელიც 1945 წელს სათავეში ჩაუდგა კუნძულ ტექსელზე დაწყებულ ანტი-გერმანულ ამბოხებას, 1942 წელს იყო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების კაპიტანი და საჰაერო ესკადრონის ხელმძღვანელი. მისი თვითმფრინავი გერმანელებმა უკრაინაში ჩამოაგდეს, ლოლაძე კი დაატყვევეს . ტყვეობაში ყოფნის დროს ის აიყვანეს ვერმახტის შემადგენლობაში ჩამოყალიბებულ ქართულ ლეგიონსა და 822-ე ქვეით ბატალიონ "თამარ მეფეში". 822 მუშათა ბატალიონი აგვისტოს ბოლოდან 1943 წლიდან იმყოფებოდა დაბა ზანდვორტში 1945 წლის თებერვალში ბატალიონი ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე გადაიყვანეს. 1945 წლის 6 აპრილს შალვა ლოლაძის მეთაურობით ბატალიონმა აჯანყება წამოიწყო დამპყრობელი ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ.
მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

შალვა ლოლაძე ამ უთანასწორო ბრძოლას 24 აპრილს გმირულად შეეწირა. დაკრძალულია კუნძულ ტექსელის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას - ჰოგე-ბერგზე შალვა ლილაძის სახელობის ტექსელის ქართველთა ძმათა სასაფლაოზე.

ყოველი წლის 4 მაისს აღნიშნულ სასაფლაოზე ტარდება გახსენების დღე, სადაც ჰოლანდიის, ბელგიის ქართველობა, საქართველოს ელჩი, კუნძულის ბუხემეიტერის, სულიერი მამა აბიბო ბელგიიდან, გულშემატკივრები მობრძანდებიან, რათა გვირგვინით და ყვავილებით შეამკონ და პატივი მიაგონ შალვა ლოლაძეს და მისი მეომრების სულებს და ხსოვნას.
1
265
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
265
  
2020, 9 სექტემბერი, 18:58
ღმერთმა აცხონოს,რაგდან ბრძოლაში დაიღუპა და ბრძოლაში დაღუპულნი იმსახურებენ პატივისცემას. გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ კი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში,მაგრამ საინტერესოა,სად იყო დამპყრობელი საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.ქართველებმა ერთი საკვანძო საკითხი უნდა გავითვალისწონოთ,როცა მეორე მსოფლიო ომზე ვსაუბრობთ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ერთ ბოროტებას მეორე ბოროტების მხრიდან ვებრძოდით. ჯერ კიდევ გასარკვევია,რომელი უფრო დიდი ბოროტება იყო სსრკ თუ ფაშისტური გერმანია,მით უფრო საქართველოსთან მიმართებაში. რამდენადაც ცნობილია,გერმანელების მხარესაც იბრძოდნენ ქართველები და ასე ცდილობდნენ საბჭოთა რუსეთისთვის აბაროტის აღებას იუნკერების და თუნდაც მარო მაყაშვილის გამო. იმ ქართველების სახელები არ გვაინტერესებს ალბათ,რადგან დამარცხებულის მხარეს ყოფნა არავის უნდა. არადა ისინი უფრო შეეწირენ საქართველოს ინტერესებს,ვიდრე ეს შალვა ლოლაძე და 300000 ქართველი.სსრკ საქართველოს მტერი იყო და გერმანია კი სსრკ მტერი ე.ი. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია გამოდის. ვინც ამაყობს,მეორე მსოფლიო ომში სსრკ მხარეზე ბრძოლის გამო მათ მივმართავ: არაფერი საამაყო არა მაგ ამბავში,სირცხვილია ამით სიამაყე. ჩვენს მტერს დავეხმარეთ,რომ 45 წელი კიდევ ებატონა ჩვენზე. ბაბუაჩემიც ყოფილა ომში და მისი ძმა დაკარგულად ითვლება დღესაც,მაგრამ დამიჯერეთ სიამაყეს არ ვგრძნობ. როცა ქართველი გაითავისებს ამას,მაშინ გვეშველაბა. ფაშისტები ქართველების მტრები არ იყვნენ,ყოველშემთხვევაში ამის დასტური არ არსებობს,ისე როგორც ტერორისტები არ არიან ჩვენი მტრები,მაგრამ ბიჭები იქ არიან მაინც.ნატომ კი 2008 წელს მიგვატოვა. უნდა შევიდეთ ნატოში,მაგრამ როცა ხედავ,რომ არ აინტერესებ,მაშინ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედო. იმის დრო მალე მოვა,როცა მოღალატეები გმირებად აღარ ჩაითვლებიან და საქართველოს ხანა დადგება.
0 1 1