x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო:თვითმხილველებმა ნარინჯისფერი უცხოპლანეტელების ობიექტი გადაიღეს აშშ-ს სამხედრო ბაზასთან
image




ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს ნევადის შტატის სამხრეთ ნაწილში, "ზონა 51"-ის ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს, სატვირთო მანქანა როგორ ცდილობს ნარინჯისფერი ობიექტის ტრანსპორტირებას. ეს ობიექტი გარკვეულწილად უცხოპლანეტელების მფრინავ ობიექტს ჰგავს. ამის შესახებ წერს გამოცემა "express.co.uk."



ეს ვიდეო გადაღებულია სატვირთო მანქანისს გვერდით მიმავალი მანქანიდან ვიდეორეგისტრატორის გამოყენებით. ეკრანიდან ისმის მძღოლის ხმა, რომელიც ნანახის გამო ემოცია ვერ იკავებს.



ვიდეოდან ჩანს, ხალხს, რომელთაც უცნაური ტვირთი გადაქონდათ გზაში პრობლემები შეექმნათ. უზარმაზარი მფრინავი ობიექტმა წონასწორობა დაკარგა და სწრაფად ვარდებოდაა ქვევით, რაც ართულებდა სატვირთო მანქანის გადაადგილებას.




არ არსებობს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის ობიექტია და ვის ეკუთვნის. თუმცა, ცნობილ უფოლოგს სკოტ უორინგს ეჭვი არ ეპარება მის უცხო წარმოშობაში.



ვიდეოს კომენტარში მან დაწერა, რომ აშშ-ს სამხედროებს შეეძლოთ ეს ობიექტი გაეცვალათ რაღაცაში, ან შეიძლება უცხოპლანეტელთა ობიექტმა კატასტროფა განიცადა და სადმე ახლოს ჩამოვარდა. ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ ისინი ცდილობენ მის გადატანას "51-ე ზონის" არეალში.



სკეპტიკოსები კატეგორიულად უარყოფენ ამ არგუმენტებს და სჯერათ, რომ ეს არის მხოლოდ კარვის ნაწილი.



"ზონა 51" არის დახურული სამხედრო ბაზა სამხრეთ ნევადაში, ლას-ვეგასის ჩრდილო-დასავლეთით 133 კილომეტრში, რომელიც ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზის დისტანციური განყოფილებაა. სავარაუდოდ, ბაზა გამოიყენება ექსპერიმენტული ტესტებისთვის აერონავტიკისა და შეიარაღების სისტემების სფეროში.







0
353
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0