x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შერონ სტოუნი - სილამაზეზე, სიბერეზე, მამაკაცებსა და ოჯახზე

image


62 წლის ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი და მომხივბლელი ქალბატონი, რომლის IQ - იც 154 უტოლდება საზოგადოებას თავისი საოცარი იუმორის გრძნობითა და ჩვეული მახვილგონივრული დაკვირვებებით კვლავინდებურად აოცებს, რომელშიც დამეთანმხებით, რომ იმაზე გაცილებით უფრო მეტი სიმართლე და ამქვეყნიური სიბრძნეა, ვიდრე გამოცდილი გურუს რჩევებში. მაშ ასე შეუდარებელი შერონ სტოუნი - სილამაზეზე, სიბერეზე, მამაკაცებსა და ოჯახზე.



პლასტიკური ქირურგია - საჩემო არ არის, თუმცა იმ ქალებს არ განვიკითხავ, რომლებიც პლასტიკური ქირურგების მომსახურებით სარგებლობენ, თუკი თქვენ ეს გაბედნიერებთ - რატომაც არა?



არ დავმალავ და გეტყვით რომ ბოტოქსი მეც გაკეთებული მაქვს და თან არაერთხელ, თუმცა მისი კეთება დროულად შევწყვიტე რათა იმ ერთ – ერთ ოქროს თევზად არ გადავქცეულიყო, რომლის მსგავსნიც ჰოლივუდის სივრცეებში ლაღად დანავარდობენ. ბოტოქსის გამო ყველა მსახიობი უცებ ერთმანეთს დაემსგავსა. მე კი მსურს რომ მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს ვგავდე. დაე, ჩემში იმ ქალს ხედავდნენ, რომლის მხრებზეც ცხოვრების ყველაზე საინტერესო წლებია.



კალიფორნიაში 400 ათასი არაბუნებრივი ქერა ცხოვრობს, რომლებსაც ერთნაირი ცხვირი, გიგანტური ტუჩები, ლოყებში ჩადგმული იმპლანტანტები და ქათქათა თეთრი კბილებით აქვთ, ნუთუ ეს ვინმეთვის მიმზიდველია?



ცხოვრების პირველ ნახევარში თქვენი სახე ისეთი არის, როგორიც დაიბადეთ, მეორე ნახევარში კი - როგორსაც იმსახურებთ.



ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრ სახეს იცვლის. ეს თმის ვარცხნილობას ჰგავს - შეუძლებელია ყოველთვის სულ ერთნაირი ვარცხნილობით იყო. მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ვვითარდებით, ვსწავლობთ, ვიზრდებით. ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებთ, და ისიც სხვანაირად გვიმზერს.



ყველაზე ძვირადღირებულ კოსმეტიკასა და ულამაზესს ვარცხნილობასაც კი არ შეუძლია ქალის გალამაზება. ყველაზე კაშკაშა და ყველაზე საინტერესო ქალები - სწორედ ისინი არიან, რომელთა მხრებზეც ცხოვრებისეული აღმასვლები და დაცემებია.


image



მარადიული ახალგაზრდობის იდეა - მითია. არ მინდა ვიყო "უბერებელი ლამაზმანი". მსურს ვიყო ქალი, რომელიც თავის ასაკში საუკეთესოდ გამოიყურება.


ავა გარდნერი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი იყო. რატომ? მას გარეგნობაში არაფერი შეუცვლია. ის გამოიყურებოდა როგორც ქალი და არასდროს ცდილობდა გოგონას დამსგავსებოდა.


მთელი ცხოვრება ერთი და იმავე მკერდით ვცხოვრობ.



გადატანილმა უბედურებამ და ჯანმრთელობის პრობლემებმა მაიძულეს შემეწყვიტა იმის კეთება, რაც ასე უბედურსა და ავადმყოფურს მხდიდა.


ჭეშმარიტად ლამაზი ქალი როგორც სხვა ქალების, ასევე ზოგადად ადამიანების მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილია. მისთვის - კონკურენცია, ინტრიგა და სიმდაბლე მიუღებელია.


ქალის სახის გამომეტყველება მის სამოსთან შედარებით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.



თუ ჭკვიანი ხარ, ლამაზიც იქნები. შეუხედავი ქალები არ არსებობენ. ზოგი ვარდივით ლამაზია, ზოგიც - კი კაქტუსივით.



სერიოზულად არასდროს მიფიქრია ლამაზი ვარ თუ არა, მაგრამ მიმზიდველობის ილუზიის შექმნის ერთი ჯადოსნური ხრიკი კი ვიცი: როდესაც ქალი ოთახში შედის, დამსწრეები არა მის სილამაზეზე, არამედ მისგან წამოსულ ძალასა და ენერგიაზე რეაგირებენ.


image


ვფიქრობ რომ დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებმა უბრალოდ არ იცოდნენ როგორ მომქცეოდნენ, რადგან გამოვიყურებოდი როგორც ბარბი, მქონდა ბარის ოფიციანტის ხმა და ვსაუბრობდი საოცარი სიტვებით - რთულია ასეთი კომბინაციის მიღება.


მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს რომლებიც სხვების ცხოვრებას განკარგავენ ჰქონდეთ სამართლიანი, სწორი და თანაგრძნობით აღსავსე დამოკიდებულება არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებების, არამედ უკლებლივ, ყველა ადამიანის მიმართ.


მეჩვენება, რომ ორმოცი წლის დავიბადე. ერთი წლისაც არ ვიყავი, რომ უკვე დავდიოდი და ჩემთვის რაღაცეებს ვლაპარაკობდი, შემდეგ სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა. დაწყებით სკოლაში უკვე ყველას ვაგიჟებდი, რადგან ასაკთან შეუფერებელ სერიზულ კითხვებს ვსვამდი - და მათგანაც ასეთივე პასუხების მიღებას ვითხოვდი.


image


ამ ასაკში თავს უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად ვგრძნობ. არ ვიცი ეს სულიერებას უკავშირდება თუ უბრალოდ უფრო ბრძენი გავხდი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს იმას თუ ვისთან ერთად ატარებს დროს ან რას უძღვნის საკუთარ ცხოვრებას.


ჩემი მოსყიდვა ყვავილებითა და ვახშამზე მიპატიჟებით არის შესაძლებელი. მე მომწონს ჯენტლმენი - მამაკაცები, მაგრამ ატანა არ მაქვს როდესაც ჩემს ინტელექტს სათანადოდ არ აფასებენ. მე პატივისცემას ვითხოვ - და მსურს ასევე ჩემი პარტნიორის მისამართითაც პატივისცემა გამოვხატო.



შემიძლია ვიყო კარგიც და საყვარელიც, მაგრამ ეს საინტერესო არ არის. იყო კარგი და საყვარელი - ცხოვრების მთავარი მიზანი არ არის. მე ვცდილობ გულახდილი ვიყო - როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარშემომყოფებთანაც, და ეს ყოველთვის სასიამოვნო არ არის. არასდროს ვცდილობდი ყველასთვის მისაღები და საყვარელი ვყოფილიყავი.


ადამიანებს შეცვლის ეშინიათ - ისინი ფიქრობენ, რომ ამით რაღაცას დაკარგავენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ ბევრი ახალის შეძენაც შეუძლიათ!



image


ამ ცხოვრებაში არ აქვს მნიშვნელობა როგორ ეცემი. მთავარია როგორ დგები.



ქალმა მსოფლიოში ყველაფერზე პასუხისმგებლობა კუთარ თავზე არ უნდა აიღოს.



მას შემდეგ, რაც ბუდისტი გავხდი, მივხვდი რომ სირცხვილი ადამიანმა მოიგონა და ის ბუნებაში არ არსებობს. სირცხვილი სხვა არაფერია თუ არა ადამიანების მანიპულირების საშუალება.


image



შეიძლება ქალები ორგაზმის იმიტაციას მიმართავენ, მაგრამ კაცები ურთიერთობის იმიტაციას ახდენენ.


სჯობს მარტო იყო, ვიდრე არასწორი ადამიანის გვერდით თავი სრულიად მარტოსულად იგრძნო.


საწოლში ყველაზე ძალიან სცენარების კითხვა მიყვარს.


სიკვდილმა თავისი გაძვალტყავებული თითებით ჩემს კარზე არაერთხელ დააკაკუნა, მაგრამ მე მას კარები არ გავუღე. ამან მე ცხოვრება ახლებურად მასწავლა. კარებზე კაკუნმა საბოლოოდ გამომაღვიძა.



ცხოვრების განმავლობაში გოგონები თავად ხდებიან ის კაცები, რომლებზე გათხოვებაზეც ოცნებობდნენ.



არასდროს დაწვეთ ლოგინში ისეთ ადამიანთან, რომელსაც თქვენზე მეტი პრობლემა აქვს.


image


ადრე ცნობილი უნდა ყოფილიყავი, რომ სკანდალების მოწყობის უფლება გქონოდა: ახლა კი სკანდალია საჭირო, რომ ცნობილი გახდე..



კაცები მიქსერებს ჰგვანან, მინიმუმ ერთი მათგანი მაინც გჭირდება, თუმცა სრულიად გაუგებარია რისთვის.


რასაც ჩემზე ცუდს ამბობენ ყველაფერი - ტყუილია.



მეგობრები მოფერებით - ძუკნას მეძახიან.



ქალმა საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეს - თუმცა ის არასოდეს არ უნდა დაასახელოს.


ვარსკვლავს მეგობრები აუცილებლად უნდა ჰყავდეს, რომლებიც მას ჯერ კიდევ მაშინ დაუმეგობრდნენ სანამ ის ცნობილი გახდებოდა, სწორედ მათ უნდა მიუჩინონ ზოგჯერ მას საკუთარი ადგილი, რადგან ნებისმიერი ვარსკვლავი ზუსტად ისეთივე ადამიანია, როგორც ნებისმიერი სხვა ამ სამყაროში.



ჩემს ცხოვრებაში სამი მთავარი მამაკაცი არსებობს და ისინი ჩემი ვაჟები - როენი, ლერდი და ქუინი არიან.



0
228
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
228