x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ირანში ცნობილი მოჭიდავის სიკვდილით დასჯას აპროტესტებს მსოფლიო მძლეოსანთა ასოციაცია
image

ირანში მალე სიკვდილით დასჯიან პროფესიონალ მოჭიდავეს, 26 წლის ნავიდ აფკარის. ის არის ერთ-ერთი უძლიერესი ირანელი მოჭიდავე ბერძნულ-რომაულ სტილში.



აფკარი სიკვდილით დასაჯეს 2018 წელს შირაზში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის.(აქციის მონაწილეები 2018-2019 წლებში აპროტესტებდნენ ჯერ ნავთობზე ფასების მომატებას, შემდეგ კი მთლიანად მთავრობის და ალი ხამეინის პოლიტიკის, საპროტესტო აქციებმა 21 ქალაქი მოიცვა)


მსოფლიო მძლეოსნთა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს 85 ათას პროფესიონალ სპორტსმენს 60-ზე მეტ ქვეყანაში, ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს გადადონ განაჩენის აღსრულება.



მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს მოკლეს დაცვის თანამშრომელი. მის მკვლელობაში ბრალდებულთა შორის არის აფკარიც. მის ორ ძმას, რომლებიც იმავე საქმეში ფიგურირებენ, მიესაჯათ 54 და 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. მათი ადვოკატები აცხადებდნენ, ისინი აწამეს.ამასთანავე სამივე ძმას მიესაჯათ 74-ჯერ გაროზგვა.


ნავიდ აფკარის გამოესარჩლა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სახელმწიფო დეპარტამენტი და სპორტული ფედერაციები, მაგრამ განაჩენი უცვლელი დარჩა.



1
240
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
240
  
2020, 19 სექტემბერი, 2:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1