x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
საფრანგეთში ქალწულობის გაცემის ცნობა დასჯადი გახდება

image

ქალწულობაზე გაცემული ცნობა მალე სისხლის სამართლის დანაშაული გახდებაამის შესახ იუწყება ფრანგული გამოცემა DNA.


ამის შესახებ განაცხადეს საფრანგეთის შსს მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა და მინისტრმა სამოქალაქო საკითხებში მარლენ სკიაპამ:


"ზოგიერთი ექიმი კვლავ ბედავს ქალის უბიწეობა დაადასტუროს, რათა დაუშვან რელიგიური ქორწინება, მიუხედავად იმისა, რომ ექიმთა კოლეჯის საბჭოს მიერ დაგმობილია ეს პრაქტიკა. ჩვენ ამას არა მხოლოდ ოფიციალურად ვკრძალავთ, არამედ, დასჯადიც გახდება", - განაცხადეს მინისტრებმა.


image

ეს ღონისძიება იქნება ანტიკომუნიტარული კანონპროექტის ნაწილი, რომელიც მინისტრთა საბჭოს წლის ბოლოს წარედგინება.



საქალწულე აპკი და ქალწულობის ურთიერთკავშირი ძველი მითია.


ამ "სერთიფიკატებს" ზოგიერთი ექიმი ან ბებიაქალი გასცემს რელიგიური ქორწინების წინ. ახალგაზრდა ქალის სასქესო ორგანოების გამოკვლევის შემდეგ, ამოწმებენ საქალწულე აპკის სიმთელეს, ხომ არ არის დარღვეული (ეს არის ძალიან თხელი გარსი, რომელიც ნაწილობრივ ფარავს საშოს ღიობას).

აუცილებელი დაზუსტდეს, რომ ასეთ ცნობას არა აქვს არავითარი ფასი, რადგან დარღვეული საქალწულე აპკის შემთხვევაშიც კი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამიანც სქესობრივ კავშირს ჰქპნდა ადგილი.

ეს უკანასკნელი შეუძლიება ბუნებრივადაც გაირღვეს, სპორტული ვარჯიშის დროს, ტრავმის ან თუნდაც მარტივად ტამპონის ჩადების შედეგად.

და პირიქით, საქალწულე აპკის ქონა სულაც არ იძლევა ქალწულობის გარანტიას: არის სხვებზე უფრო მოქნილი და ელასატიური აპკი, რომელიც შესაძლებელია არ დაირღევს არა თუ პირველი, არამედ რამდენიმე სქესობრივი კავშირის შემდეგაც კი.

0
339
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0