x
image
არჩილ ვერულიძე
იმპერატორი კომოდუსი.
image


კომოდუსი და მარკუს ავრელიუსი


როდესაც კეთილშობილი იმპერატორი მარკუს ავრელიუსი გარდაიცვალა (180 წ.) დედაქალაქიდან მოშორებით, ტახტზე ავიდა მისი ვაჟი კომოდუსი, ცხრამეტი წლის ახალგაზრდა, სუსტი, არა დამოუკიდებელი გონებით და მშიშარა ხასიათით. თითქმის საუკუნის განმავლობაში რომს მართავდნენ ანტონინუსთა დინასტიის შესანიშნავი იმპერატორები, რომლებმაც ტახტი ოფიციალური შვილად აყვანის გზით მიიღეს.ძალაუფლების გადაცემის ამ მეთოდმა იმდენად კარგი შედეგი გამოიღო, რომ უნდა გაკვირვდეს, როგორ შეეძლო მარკუს ავრელიუსს, რომელიც გულმოდგინედ ზრუნავდა ქვეყნის კეთილდღეობაზე, არ გამოეყენებინა იგი. ეს იყო ახალი მტკიცებულება იმისა, რომ მისმა სასკოლო გაკვეთილებმა სტოიციზმში დააკარგვინა რეალური ცხოვრების სწორად გააზრებისა და ხალხის სწორად განსჯის უნარი. (პირადად ვერ დავეთანხმები)


image

მარკუს ავრელიუსი სიკვდილის წინ გადასცემს ძალაუფლებას კომოდუსს. მხატვარი ე. დელაკრუა, 1844 წ



მარკუს ავრელიუსმა არ აირჩია ტახტის მომკვიდრედ რომაელი ახალგაზრდებიდან ყველაზე ღირსეული, შვილად აყვანის გზით. (როგორც ეს მოხდა თავის დროზე), მან ტახტი თავის ვაჟს, კომოდუსს გადააბარა. იგი ფიქრობდა, რომ ფილოსოფოსი მამის სწავლება და კარგი პირადი მაგალითი კომოდუსში გადალახავს უღირს თანდაყოლილ თვისებებს, თუმცა ფაუსტინას, მისი შვილის დედის ცხოვრების წესმა აშკარად აჩვენა, რომ ვნებებს უფრო დიდი გავლენა აქვთ მგძნობიარე ადამიანზე, ვიდრე რაციონალურ და ჭკვიანურ შთაგონებას. მაგრამ მარკუს ავრელიუსი ვერ ხედავდა, ანდა არ სურდა დაენახა ცოლის უარყოფითი თვისებები. მან ასევე ვერ შენიშნა კომოდუსის ვულგარულობა, კეთილშიბულური გრძნობების არქონა. რომ შეემჩნია, იგი ალბათ არ მისცემდა უგუნურ ახალგაზრდას საიმპერატორი საქმეებში ჩარევის უფლებას, რომელიც უფრო გარყვნილ დედას ჰგავდა, ვიდრე ფილოსოფოს მამას და არ გაათავისუფლებდა კომოდუსს ვალდებულებისგან დამორჩილებოდა გონივრულ კანონებსა და წესებს. შეიძლება ითქვას, რომ იმპერატორმა ვაჟს განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭა.


მარკომანული ომის შეწყვეტა კომოდუსის მიერ.




მამის გარდაცვალების დროს კომოდუსი მასთან იყო "მარკომანიის ომის თეატრში" მაგრამ დედაქალაქში ცხოვრების სიამოვნების სწრაფად დაბრუნების სურვილით, მან სასწრაფოდ დაასრულა მომაბეზრებელი ომი გერმანელებთან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა, რომისთვის არახელსაყრელი ხელშეკრულებებით, რაც "ბარბაროსებს" იმპერიის დუნაის საზღვრების სისუსტეს აჩვენებდა. ამ ხელშეკრულებების პირობები ჩვენთვის დეტალურად არ არის ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ კომოდუსმა უარი თქვა მამის გეგმებზე, დუნაის მიღმა ორი ახალი პროვინციის - მარკომანიისა და სარმატიის შექმნის შესახებ. რომაელებმა მიატოვეს დუნაის გადაღმა გამაგრებული სიმაგრეები, გერმანულმა ტომებმა კი აღუთქვეს მათ დეზერტირებისა და ტყვეების დაბრუნება, ასევე დამხმარე ჯარის გაგზავნა რომის არმიაში. კომოდუსმა პირობა დადო, , რომ მათ ამისთვის ყოველწლიურ ჯილდოს გადასცემდა: ბევრმა გერმანელმა მიიღო იმპერიის სხვადასხვა ნაწილში მიწა.

რომის იმპერიაში გერმანული დასახლებების დაარსებით, კომოდუსმა გზა გაუხსნა ბარბაროსული ტომების შემოსევებს; უფრო მეტიც, იმპერიის ჯარში, იმ დროიდან მოყოლებული, ბევრმა გერმანელმა დაიწყო სამსახური. რომაელთა სამფლობელოებში დასახლებულმა ბარბაროსებმა არც თუ ისე სწრაფად დაკარგეს თანაგრძნობა თავიანთი თანატომელების მიმართ; ამან გაამარტივა გერმანელების თავდასხმები იმპერიის ტერიტორიაზე. ჯერ კიდევ მარკუს ავრელიუსის დროს გაირკვა, როგორი გრძნობები და განცდები ჰქონდათ რომის იმპერიაში ჩასახლებულ გერმანელებს. მისი ერთ-ერთი წინა ხელშეკრულების თანახმად, იტალიაში, რავენასთან ახლოს, დაარსდა გერმანიის კოლონია. როდესაც კოლონისტებმა გაიგეს მარკომანების მიერ ომის განახლების შესახებ, რავენას ხელში ჩაგდება განიძრახეს. მცდელობა ჩაიშალა, ისინი სხვადასხვა ადგილებში გადაასახლეს. ახლა კომოდუსმა ბარბაროსებს მისცა ახალი დასაყრდენი იმპერიაში მასზე თავდასხმისთვის, რასაც დამღუპველი შედეგები მოჰყვა.


კომოდუსის გარეგნობა და ხასიათი



დუნაიზე მშვიდობის აღდგენის შემდეგ, ახალგაზრდა იმპერატორი დაბრუნდა რომში, მას იქ ოვაციებით შეხვდა მოსახლეობა და არმია. « როდესაც კომოდუსი დედაქალაქს მიუახლოვდა, წერს ისტორიკოსი ჰეროდიანი, სრული სენატი, მოსახლეობის მთელი მასა მის შესახვედრად გაეშურა. თითოეულს სურდა ყოფილიყო პირველი, ვინც იმპერატორს დაფნის გვირგვინსა და ყვავილებს მიუტანდა, რომლებიც წლის ამ დროს ხარობდა; ხალხის მთელი ეს სიმრავლე ქალაქის მიღმა გადიოდა ახალგაზრდა იმპერატორის მისასალმებლად, რომელიც ასეთი ცნობილი ოჯახიდან იყო წარმოშობით. რომაელებს გულწრფელად უყვარდათ კომოდუსი, რადგან იგი მათ შორის დაიბადა და გაიზარდა, წინაპრების სახით ყჰავდა იმპერატორთა სამი თაობა, რომლებიც ძალიან კეთილშობილური, ცნობილი ოჯახიდან იყვნენ.


image


იმპერატორი კომოდუსი. ანტიკური ბიუსტი.



კომოდუსი იყო მაღალი აღნაგობის სუსტი ადამიანი, ლამაზი, დაჯილდოებული დიდი ფიზიკური ძალით, პირველი "პორფიროგენული" (Porphyrogenetus) იმპერატორი: მაკრუს ავრელიუსი უკვე იმპერატორი იყო, როდესაც ის დაიბადა. პირველი სამი წლის მანძილზე კომოდუსი არ ისვრიდა ხელებს სისხლით, რადგან ბუნებით ის არც ისეთი ბოროტი იყო, როგორც სუსტი და მშიშარა, თავდაპირველად ყურს უგდებდა გონიერ მრჩევლებს, რომელთა გარემოცვაში მამამ მოაქცია. ისინი გააძევეს კომოდუსის გარყნილების მეგობრებმა, ხოლო ახალმა მრჩეველება ისარგებლეს იმ საფრთხით, რომლის წინაშეც იგი აღმოჩნდა და მისი ნდობა მოიპოვეს, კომოდუსმა დაიწყო სასტიკად მოქმედება, აღვირახსნილ ცხოვრებას მიეცა, გადავიდა სისხლისმღრაზე. მმართველობის დასაწყისში მან უარყო მოღალატე, რომელსაც სურდა დაუსჯელობა ეყიდა თავისი თანამოაზრეების დასმენით: მდივანი და ყველა საიდუმლოების მცოდნე, ავიდიუს კასიუსი ითხოვდა იმპერატორთან შეხვედრას. კომოდუსმა არ მიიღო იგი და წაკითხვის გარეშე დაწვა მის მიერ გადაცემული დოკუმენტები. მოგვიანებით, კომოდუსმა იმდენად წაახალისა დასმენები და ჯაშუშობა რომ რომში გაქრა ნდობა ხალხთა შორის, დაიწყო ეჭვისა და საშინელების გაბატონება, სამოქალაქო ღირსების უკანასკნელი ნაშთებიც გაქრა.


კომოდუსის მიერ განხორციელებული სიკვდილით დასჯები



უბედური შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია დამღუპველი ცვლილება კომოდუსის მოქმედებებში მდგომარეობდა შემდეგში. ერთ საღამოს (183 წელი) იმპერატორი ამფითეატრიდან მოდიოდა; ბნელ, ვიწრო პორტიკში მას თავს დაესხა ჩასაფრებული მკვლელი, რომელსაც ხელთ ჰქონდა ხმალი, მან წამიძახა: «ამას სენატი გიგზავნის! » მკვლელმა დარტყმის მიყენება ვერ მოასწრო, იგი შეიპყრეს კომოდუსის მცველება, მკვლელმა აღიარა, რომ ის იპერატორის დის ლუცილას მიერ იყო მიგზანილი. ლუცილა ცოლად გაჰყვა ლუციუს ვერუსს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ იქორწინა სენატორ კლავდიუს პომპეიანზე. იგი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ სასახლეში არა პირველი, არამედ მეორე ადგილი დაიკავა, შურდა იმპერატორის მეუღლის. მისი მეორე ქმარი შესანიშნავი კაცი იყო, მოვალეობების ურყევი ერთგული, არაფერი იცოდა ლუცილას მზაკვრული ჩანაფიქრის შესახებ. ლუცილა ცხოვრობდა ისეთივე ცხოვრების წესით, როგორიტაც დედამისი ფაუსტინა, ჰყავდა ბევრი საყვარელი, მათ შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მზად იყო იარაღად ქცეულიყო ძალაუფლების მოყვარული ქალის ხელში. შეთქმულები სიკვდილით დასაჯეს, თავად ლუცილა ჯერ გადაასახლეს, შემდეგ კი კომოდუსმა ისიც სიკვდილით დასაჯა.

ამ შემთხვევამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ეჭვიან და მორცხ იმპერატორზე. კომოდუსს გამუდმებით ჩაესმოდა მკვლელის მიერ ნათქვამი სიტყვები, ის მტერს ხედავდა ყველა სენატორსა თუ იმ ადამიაშნი, ვინც აღემატეობა უბრალო ბრბოს წარმომავლობით, ან სიმდიდრით.ინფორმატორები, რომლებიც თითქმის მთლიანად გაქრნენ რომიდან ანტონიუს პიუსის და მარკუს ავრელიუსის დროს, კვლავ დაკავდნენ თავიანთი ხელობით, აშინებდნენ მშიშარა იმპერატორს მოგონილი საფრთხეებითა და შეთქმულებებით, დევნიდნენ საზოგადოების მიერ პატივცემულ ყველა ადამიანს ყალბი ბრალდებით. ყველაფრი, რაც საზოგადოებაში საპატიო პოზიციის დაკავების საშუალებას იძლეოდა დანაშაულად იქცა. სიმდიდრე იწვევდა იმფორმატორთა ენთუზიაზმს, რადგან დასმენის შემდეგ ნადავლის ნაწლი მათ სჩებოდათ; გულახდილი ცხოვრება იყო კომოდუსის გარყვნილების მუნჯი დაგმობა, სახელმწიფოსთვის გაწეული სამსახური იპერატორისთვის სახიფათო ენერგიისა და აზროვნების მტკიცებულებას წარმოადგენდა; კომოდუსს სძულდა ყველა, ვინც მარკუს ავრელიუსის ნდობით სარგებოლობდა. ეჭვი მტკიცებულების ტოლი იყო, ბრალი სიკვდილით დასჯის. გავლენიანი სენატორის სიკვდილით დასჯა იწვევდა მათ სიკვდილს, ვისაც ეცოდებოდა ეს უკანასკნელი: შესაძლოა მათ შურიეძიების სურვილი გასჩენოდათ. მას შემდეგ, რაც ადამიანის სისხლი დააგემოვნა, იმპერატორმა კომოდუსმა აღარ იცოდა არც თანაგრძნობა და არც სინანული.

კომოდუსის მიერ სიკვდილით დასჯილ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს შორის, ისტორიკოსი დიონი საუბრობს ორ ძმაზე Quinctilia Kondiana- ზე და Quinctilius Maximus- ზე, შესანიშნავი განათლების, სამხედრო მოქმედებებისა და ძმური სიყვარულის ადამიანებზე. ისინი ერთად ეწეოდნენ სამეცნიერო ნაშრომებს (მათ დაწერეს მშვენიერი ტრაქტატი სოფლის მეურნეობის შესახებ); მათი ყველა შრომა და სიამოვნება საერთო იყო, ერთად გარდაიცვალენენ კიდეც. ეს იყო ღირსეული ადამიანები, მდიდარი და დამსახურებული, ამიტომ კომოდუსის მსახურებმა ისინი სახიფათოდ მიიჩნიეს. (ღირსეული შეიძლება აღვიქვათ იმდროინდელი რომაული ცხოვრების წესიდან გამომდინარე)



პერენისი


კომოდუსის გარყვნილება და სისასტიკე ყოველ წელს ვითარდებოდა. ასეთი მმართველობის პირობებში პრეტორიელი პრეფექტის სამსახურს უდიდესი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ამიტომ იპერატორმა ეს თანამდებობა მისცა იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ კომოდუსის წყალობით მიაღწია წარმატებას, არ სარგებლობდა პატივისცემით საზოგადოებაში, არ მოუპვებია გავლენა თავისი დამსახურების წყალობით, არც კეთილშობილთა ოჯახის წარმომადგენელი იყო; ეს უმნიშვნელო ადამიანები მხოლოდ ზიზღს იწვევდნენ საზოგადოებაში, კომოდუსს კი თავისუფლად შეეძლო ისინი განრისხებული ბრბოსათვის სხერპლად შეეწირა, საჭიროების შემთხვევაში. ადრიანეს დროიდან მოყოლებული ორი ​​პრეტორიელი პრეფექტი იყო და ორივე ეს თანამდებობა ჩვეულებრივ იურისტებს ეკავათ. იმპერატორმა კომოდუსმა კვლავ გააერთიანა ერთი ადამიანის ხელში მთელი ძალაუფლება, რომელიც პრეტორიელ პრეფექტებს ეკუთვნოდა და კვლავ სამხედრო ხასიათი მისცა მას. მან პერენისი დანიშნა პრეტორიელ პრეფექტად, ძალიან ნიჭიერი, ენერგიული და უაღრესად ამბიციური პიროვნება, რომელმაც ნდობა დაიმასხურა თავისი მონური მონდომებით, შეესრულებინა იმპერატორის ნებისმიერი ახირება, თუ ბრძანება. იმპერატორისადმი ერთგულების, მისი უსაფრთხოებისადმი ზრუნვის საფარქვეშ პერენისმა დაუღალავად დაადანაშაულა და სიკვდილით დასაჯა ძლიერი და შეძლებული ადამიანები, რათა გამდიდრებულიყო მათი ქონების ჩამორთმევით, რომლის წილიც მიიღო; გარდა ამისა, მან ფული იშოვა ყველანაირი ჩაგვრითა და პოზიციების გაყიდვით. ამრიგად, შეიძინა განუზომელი სიმდიდრე. კომოდუსი ფიქრობდა მხოლოდ გარყვნილებაზე, თამაშებსა და დღესასწაულებზე, არ იტერესდებოდა სახელმწიფო საქმეებით, პერენისს თავნებობის უფლებას აძლევდა, შესაბამისად ამ უკანასკნელის ამბიცია გაიზარდა. პერენისმა პრეტორიელთა პრეფექტის თანამდებობა მკვლელობების საშუალებით მიიღო, ამავე გზით გააფართოვა თავისი ძალაუფლება იგი განაგებდა რომს; მისი ვაჟი ილირიის ლეგიონების მეთაური იყო.

ალბათ, პერენისის ამგვარი ძალაუფლება კომოდუსს სახიფათოდ მოეჩვენა და მისი დამხობის შესაძლელობამ გაახარა. ეს ინციდენტი იმაში მდგომარეობდა, რომ ბრიტანეთის არმიამ რომში მრავალრიცხოვანი დეპუტაცია გაგზავნა პერენისიზე საჩივრის გამო; ამბობენ, რომ არმიის მიერ გამოგზავნილი დეპუტატების რაოდენობა 1500 იყო. ესენი იყვნენ თავიანთივე თანამებრძოლების მიერ შერჩეული უმამაცესი მეომრები; ისინი არმიის სახელით ითხოვდნენ ჩაგვრის შეწყვეტას. კომოდუსმა მაშინვე დასაჯა პერენისი (185 წ.) გამოცხადდა, რომ პერენისს სურდა იმპერატორის მოკვლა, რათა თავად დაეკავებინა მისი ადგილი; ჩვენ არ ვიცით სიმართლე იყო თუ არა ეს ბრალდება ან შეთხზული იყო სიკვდილით დასჯის გასამართლებლად. როგორც დიონი ისე სხვა ისტორიკოსები აღწერენ პერენისს, როგორც ამაზრზენ და სულმდაბალ პიროვნებას.


image

იმპერატორ კომოდუსის მონეტა



მატერნიუსის შეთქმულება



ბრიტანული დეპუტაციის რომში გამოჩენამ უკვე აჩვენა დისციპლინის დაქვეითება; მალევე გამოჩნდა საიმპერატორო ჯარის დემორალიზაციის სხვა სიმპტომები. . მატერნიუსმა, უბრალო მეომარმა, შეკრიბა დეზერტირების, ყაჩაღების და გაქცეული მონების დიდი ბანდა, მათთან ერთად დათარეშობდა გალიასა და ესპანეთში, ძარცვავდა მდიდარ დაუცველ ქალაქებს. ამ პროვინციების მმართველები დიდხანს უმოქმედოდ იყვნენ, შესაძლოა სანაცლოდ ნადავლის ნაწილს იღებდნენ. ბოლოს კომოდუსის შემაშინებელმა ბრძანებებმა აიძულა ისინი ემოქმედათ; ზოგადი გეგმის თანახმად, მათ ჯარები მატერნიუსის ბანდის მიმართულებით დაძრეს და ყაჩაღები ყოველი მხრიდან ალყაში მოაქციეს, მათ გადარჩენის შანსი არ ჰქნდათ, რადგან რომაელთა ძალები ძალიან მრავალრიცხოვანი იყო. მატერნიუსმა მოიფიქრა თავის გადარჩენისა და შურისძიების საშუალება. მისი რჩევით მძარცველებმა ტანსაცმელი გადაიცვეს, პატარა ჯგუფებად დაიშალნენ და არმიის რიგებში დაიმალნენ. ცარიელი მთის ბილიკებით შეუმჩნევლად ჩავიდნენ რომში მეგალესის დღესასწალუზე, როდესაც ხალხი ხმაურობდა და მხიარულობდა. მატერნიუსს სურდა საიმედო თანამებრძოლების დახმარებით შერეულიყო მცველთა რაზმში, რათა იმპერატორი მოეკლა და მძარცველიდან სახელმწიფოს მმართველად ქცეულიყო. მაგრამ მისმა ზოგიერთმა თანამძრახველმა, მისდამი შურის გამო უღალატა. მატერნიუსი და მისი უმამაცესი მეგობრები შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. ( 188 წლის აპრილი)


კლეანდრე


ხალხი მადლობას უხდიდა ღმერთებს იმპერატორის გადარჩენისთვის ორი შეთქმულებისგან. მაგრამ პერენისის ან მატერნუსის ტახტზე ასვლის შემთხვევაში სახელმწიფო ნაკლებად დაზარალდებოდა. კომოდუსს ეშინოდა შეთქმულების, სულ უფრო და უფრო შორდებოდა ხალხს, ცხოვრობდა თავის ვილებში გლადიატორებთან ერთად მთელი ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლება მიანდო ახალ პრეფექტ კლეანდრეს, ფიგიელს რომელიც სასახლეში მონის სტატუსთ მოხვდა და კომოდუსის კეთილგანწყობა მოიპოვა. კლეანდრე არ იყო პერენისივით ამბიციური, უფრო მეტად ხარბი და ძუნწი შეიძლება ეწოდოს. ფრეფექტად დანიშვნის შემდეგ დაიკმაყოფილა სიხარბე, გაყიდა თანამდებობები რომსა და სხვა პროვინციებში, ქრთამის საფუძველზე გადაჭრა სასამართლო საქმეები. გიბონის თქმით კლეანდრე სახალხოდ ყიდდა კონსულის, სენატორისა და პარტიციის თანამდებობებს, უფრო მეთიც, ვინც უარს იტყოდა ამ სამარცხვინო, უსარგებლო ტიტულის შეძენაზე, თავისი ქონების უდიდესი ნაწილის შეწირვით, სახელმწიფოს მტრად ცხადდებოდა. კლეანდრე ივისებდა საქველმოქმედო დაწესებულებების მოვლა-პატრონბისთვის გამოყოფილ თანხებს. პროვინციის მმართველები ხალხს ძარცვავდნენ და პრეფექტს უნაწილებდნენ ნაძარცვს. მდიდარი კრიმინალები ადვილად ყიდულობდნენ დაუსჯელობას, კლავდნენ მათ, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამგვარ უგუნურ საქციელს, ღუპავდნენ მოწმეებს. კლეანდრე იმპერატორის კეთილგაწყობას პირფერობითა და ძვირფასი საჩუქრებით ინარჩუნებდა. მან მოაწყო დიდი თამაშები, დაიწყო მშენებლობები ხალხის მოსაზიდად. კლეანდრეს ინტრიგების თანახმად, სიკვდილით დასაჯეს სენატორი ბური, კომოდუსის დის ქმარი, რომელმაც გაბედა და უთხრა მას რჩეულის უღირსი საქციელის შესახებ და არიუს ანტონინუსი აზიის ყოფილი პროკონსული, ანტონინეს სახელისა და სათნოების მემკვიდრე, რომელმაც უარი თქვა კლეადრეს უღირსი და უსამათლო მოთხოვნების შესრულებაზე. იმპერატორის ფავორიტმა შეთქმულება გამოიგონა, ბურს და ანტონინეს თანამძრახველობა დააბრალა, ამის საფუძველზე დასაჯა ისინი სიკვდილით.

დღესასწაულებით დაბრმავებული ხალხი სამი წელი ითმენდა ხარბი ფრიგიელის, ყოფილი მონის ტირანიას. მაგრამ რომში ეპიდემიის მძვინვარების დროს, როდესაც ერთ დღეში 2000 ადამიანი იღუპებოდა დედაქალაქს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს:დაიწყო შიმშილი, გაირკვა რომ ის კლეანდრეს სპეკულაციებით იყო გამოწვეული, რომელმაც მთელი პურის მარაგი შეისყიდა; ხალხი იმპერატორის სასახლისკენ გემართა. სასახლე, რომელშიც მაშინ კომოდუსი ცხოვრობდა, რომის ერთ გარეუბანში მდებარეობდა; ბრბომ ალყაში მოაქცია სასახლე და კლეანდრეს თავი მოთხოვა. პრეტორიული მხედრების რაზმმა შეუტია ხალხს, ისინი ქალაქში გაიქცნენ; მხედრები მისდევდნენ მათ, მაგრამ ვიწრო ქუჩებში უფრო დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ. ხალხი პრეტორიელებს ფანჯრებიდან და სახურავებიდან ესროდა ისრებს, ქვებს და სხვა მძიმე ნივთებს, მათ უკან დახევა მოუწიათ. ბრბო სასახლის კარიბჭეს მიაწყდა და თავის მოთხოვნას იმეორებდა. კომოდუსი განცალკევებულ ნაწილში ეძლეოდა გარყნილებას, არც ხმაური ესმოდა და არც იცოდა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა. ფადილა, იმპერატორის და, და მისი საყვარელი მხევალი მარცია შეშინებულნი შევარდნენ ოთახში, კომოდუსის წინაშე მუხლებზე დაეცნენ, იმპერატორს განრისხებული ბრბოს დაშოშმინებას ევედრებოდნენ, საძულველი პრეფექტის მსხვერპლად შეწირვით. კომოდუსი შეშინებული წამოხტა, შეეშინდა რა სიცოცლის დაკარგვის, ბოროთმოქმედი კლეანდრესთვის თავის მოკვეთა და სარზე წამოგება ბრძანა. (189 წელი) ხალხი სიხარულის შეძახილებით დაიშალა.


კომოდუსი - გლადიატორი



მარკუს ავრელიუსის ვაჟს შეეძლო სამუდამოდ შეენარცუნებინა რომაელი ხალხის სიყვარული ღირსების ყველა წესი რომ არ დაერღვია. იმპერატორ კომოდუსს სენატორების სიძულვილი ვერას დააკლებდა: ბრბო აღფრთოვანებული იყო დღესასწაულებითა და თამაშებით, რომელთაც მათ კომოდუსი უწყობდა და თვითონაც იღებდა სიამოვნებას თამაშებზე. მაგრამ მის მმართველობაში არაფერი იყო ისეთი, რაც როგორმე ფარავდა მისი პირადი ცხოვრების გარყნილებასა და სისასტიკეს. მაკრუს ავრელიუსი სიბრძნესა და ცოდნას ყველაფერზე მაღლა აყენებდა, კომოდუსმა კი ბავშობიდანვე გამოავლინა ზიზღი გონებრივი ძიებებისადმი, ყველაფერი კეთილშობილებისადმი. იმპერატორს უყვარდა მხოლოდ უხეში გართობა, ცირკის თამაშები, გლადიატორთა შერკინება, ველურ ცხოველთა ბრძოლა. მამამ საუკეთესო პედაგოგები მიიწვია რომში; მათი გაკვეთილები მოსაწყენი, ამაზრზენი იყო კომოდუსისთვის. კომოდუსმა სხვა მასწავლებლები იპოვა - მავრი და პართიელი, რომელთაგანაც გულმოდგინედ ისწავლა მშვილდის სროლა, შუბის ტყორცნა და ამ ხელოვნებაში არნახულ წარმატებას მიაღწია. ამ უნარის ხალხითვის ჩვენება მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება გახლდათ. როდესაც კომოდუსი გახდა იმპერატორი, მან დაიწყო შესანიშნავი თამაშების მოწყობა გლადიატორთა ცირკებსა და ამფითეატრებში; მაგალითად, როგორებიც იმართებოდა ნერონისა და დომიციანეს მმართველობის პერიოდში, სანახაობა უფრო საინტერესო გახდა იმ თვალსაზრისით, რომ თავად იმპერატორი იყო მთავარი მებრძოლი არენაზე.

თავდაპირველად, კომოდუსი თავის ხელოვნებას მხოლოდ რჩეულებს აჩვენებდა, თავისი ვილებისა და სასახლეების არენაზე. მაგრამ მლიქვნელი საზოგადოების ქებამ თავი დააკარგვინა, დაივიწყა თავისი ღირსება, ყოველგვარი სირცხვილი და გახდა გმირი საზოგადოებრივ არენებზე.

ყველა ქვეყნიდან - ინდოეთი, პართია, არაბეთის უდაბნოები, ეთიოპია... მოჰყავდათ სხადასხვა ცხოველბი, მათ შორის ისეთებიც, როგორიც ჯერ კიდევ არ ენახა რომს და საოცარი მსროლელი იმპერატორი კლავდა მათ საზეიმო გლადიტორთა თამაშებზე. მლიქვნელები მას რომაელ ჰერკულესს უწოდებდნენ. ეს სახელი იმდენად მოეწონა დიდების მოყვარულ სულელს, კომოდუსს, რომ ბრძანა მონეტებზე ჰერკულესის ატრიბუტებით გამოესახათ.


image

კომოდუსის, როგორც ჰერკულესის ქანდაკება. 191-192 წლები.


მაგრამ ამ გმირის მიბაძვით, იმპერატორი კომოდუსი არ მიდიოდა იმ ზღვრამდე, რომ სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო მტაცებლური ცხოველების მკვლელობის დროს: ასობით ცხოველს უშვებდნენ არენაზე " ჰერკულესი" კი დაცული ჯებირის უკან იდგა და ისრების მეშვეობით, რომელთა ბასრ ბოლოს ნახევარმთვარის ფორმა ჰქონდა ხოცავდა: ლომებს, ვეფხვებს, სპილოებს, ჟირაფებს, პანთერებს და ა.შ... მისი ხელოვნების მსხვერპლებს კი ვერა და ვერ მიეღწიათ "გმირ ჰერკულესამდე" გლადიატორებთან ფარიკაობისას კომოდუსს ჰქონდა მუზარადი, ფარი და ხმალი - იგი, როგორც რომაელები უწოდებდნენ, გლადიატორ-სეკურატორი იყო, ხოლო მისი მოწანააღმდეგე მხოლოდ ბადითა და სამკაპით იყო შეიარაღებული.

ნათქვამია, რომ კომოდუსმა 736 გამარჯვება მოიპოვა ამგვარ ბრძოლებში. სენატორები უნდა დასწრებოდნენ იმპერატორის "გმირობას" მხოლოდ პომპეინი, ლუცილას ქმარი, ბედავდა უარი ეთქვა ამ სიამოვნებაზე. გლადიატორ-იმპერატორის ბრწყინვალე გამარჯვებები აღრიცხული იყო სახელმწიფო დოკუმენტებში, კომოდუსმა თავის სირცხვილში იქამდე მიაღწია, რომ უზარმაზარ ჯილდოს იღებდა გამარჯვების სანაცლოდ, რისთვისაც ახალი გადასახადები დაუწესა მოსახლეობას. ზოგადად, ძალიან წარმატებული იყო თავისი "ხელოვნებისთვის" ფულის შოვნის საქმეში. დიონი ამბობს, რომ სენატორებს, მათ შორის სენატორების ცოლებს და შვილებს, დაბადების დღის აღსანიშნავად უნდა ეჩუქებინათ იმპერატორისთვის ორი ოქროს მონეტა, ხოლო სხვა ქალაქების სამთავრობო საბჭოების წევრებს - ხუთი დრაჰმა.

კომოდუსის ცხოვრების ეს მხარე ასახულია რიდლი სკოტის "გლადიატორის" (2000) ცნობილ ფილმში. გლადიატორთა ბრძოლების იმპერატორის მოყვარულის იმიჯი მასში შექმნა მსახიობმა ხოაკინ ფენიქსმა.

image



კომოდუსის გარყნილება


მაგრამ კომოდუსი არამარტო მებრძოლი-ჰერკულესი გახლდათ, იგი ასევე იყო "ჰერკულესი ომფალას სამსახურში" ამ როლს ის კიდევ უფრო უკეთ ასრულებდა. ჰეროდიანი ამბობს, რომ კლეანდერეს წინააღმდეგ ხალხის აჯანყების შემდეგ კომოდუსი განერიდა ყოველგვარ სერიოზულ და ღირსეულ საქმიანობას, ის არცერთ "წესიერ ადამიანს" არ უშვებდა თავისთან. დღეს და ღამეს დაუოკებელ გარყვნილებაში ატარებდა. ყოველი განათლებული თუ ნიჭიერი ადამიანი იმპერატორის მტრად მიიჩნეოდა და იდევნებოდა. მასხარები და მსახიოებები, რომლებიც ვნების სიტკბოების საზარელ სცენებს აცოცხლებდნენ ამყარებდნენ ძალაუფლებას კომოდუსზე. მისი გარყვნილი ცხოვრების ამ მახასიათებელს, რომელსაც ჰეროდიანი ზოგადად, საერთო გამოთქმით გვაწვდის, ისტორიკოსი აელიუს ლამპრიდიუსი ავსებს დეტალებით, რომელთა სისაძაგლე ამაზრზენია; ; ის მოგვითხრობს, თუ როგორ იყო კომოდუსი სამასი ქალისა და სხვადასხვა წარმომავლობის ნაძირალათა გარემოცვაში. შეიძლება ეს ყველაფერი გადაჭარბებული და საეჭვოა; მაშინაც კი თუ ჩვენ ეჭვს შევიტანთ ამა თუ იმ დეტალის საიმედოობაში ეჭვგარეშეა, რომ რომაული რელიგია და ცივილიზაცია მაშინ წარმოადგენდა იტალიურ, ბერძნულ და აღმოსავლურ ელემენტთა ნარევს, ამიტომ რომაულ გარყვნილებაში შერწყმული იყო რომის სახელმწიფოს ყველა ხალხის მანკიერება და ამ უზნეობამ შემაძრწუნებელ განვითარებას მიაღწია.


კომოდუსის მკვლელობა



ხასიათით, კომოდუსი ჰგავდა დომიციანეს, მის მსგავსად ცხოვრობდა და მსგავსადვე მოკლეს. მისი გარყვნილება და მისი ბოროტმოქმედება ყოველწლიურად იზრდებოდა, იზრდებოდა მისდამი სიძულვილიც. იმპერატორმა იცოდა, რომ იგი სძულდათ და რაც უფრო მშიშარა ხდებოდა, მით უფრო სასტიკად იქცეოდა. მშიშარა სისხლისმსმელის მომაკვდინებელი ეჭვის მსხვერპლნი იყვნენ არამხოლოდ სენატორები და კონსულები, განსაკუთრებით ყველა ის ადამიანი, ვისაც ანტონინუსებთან ნათესაური გავშირი ქჰონდა, თუნდაც შორეული; ყველას ეშინოდა სიცოცხლის დაკარგვის, კომოდუსის ბრძანებების შემსრულებლებს და მისი გარყვნილების თანამოაზრეებსაც კი.

ამბობენ, რომ მარიამ, რომელზეც იმპერატორმა ბრძანა, მოპყრობოდნენ ისეთი პატივით, თითქოს ის მისი ცოლი იყო, ერთ ღამეს კომოდუსის საწოლზე იპვა საწერი დაფა, სადაც, სიკვდილისთვის განწირულ ადამიანებს შორის, მის სახელთან ერთად იყო ეკლექტეს სასახლის მმართველის, პრეტორიელთა პრეფექტის ლეტის სახელები. მარიამ ამის შესახებ შეატყობინა, თავის გადარჩენის მიზნით მათ კომოდუსის მოკვლა განიძრახეს. მარიას მიერ იმპერატორისთვის მიცემული შხამი არც თუ ისე სწრაფად მოქმედებდა, რადგან კომოდუსი ძლიერი და ჯამრთელი იყო, ამიტომ მათ გლადიატორ ნარცისს უბრძანეს დაეჩქარებინა იმპერატორის სიკვდილი. ნარცისმა მოკლა კომოდუსი, ეს ყველაზე გამოცდილი მსროლელი და ულამაზესი მამაკაცი მთელ რომში. მისი სამარცხვინო ცხოვრება შეწყვეტილი იქნა 192 წელს და დაიწყო ჩვენი წელთაღრიცხვის 193 წელი. იგი მეორე დღეს ემზადებოდა სენატის ახალი დამცირებისთვის. ამ დღეს კომოდუსს სურდა სენატში მისულყო გლადიატორთა რაზმის თანხლებით და გლადიატორის ტანისამოსში გამოწყობილს კონსულის წოდება მიეღო.


კომოდუსის მკვლელებმა ეკლექტემ და ლეტიმ საიმპერატორო ტიტული შესთავაზეს პერტინაქსს, რომელიც ძალიან პატივსაცემი მოხუცი სენატორი იყო. მან არა უყოყმანოდ, მაგრამ მაინც მიიღო შემოთავაზებული საშიში ტიტული. პრეტორიელებს განუცხადეს, რომ კომოდუსი გარდაიცვალა აპოპლექტიკური ინსულტით და ისინი სიხარულით შეხვდნენ ახალ იმპერატორს, პერტინქსს, რომელიც მათ დასაჩუქრებას დაჰპირდა. სენატი კომოდუსის მკვლელობის ამბავს სიხარულის შეძახილებით და წყევლით შეეგება სახელმწიფოს დამღუპველის მისამართით, რომელიც გასამრჯელოს იღებდა თავისი ფარიკაობის ჩვენბისთვის. სენატმა ბრძანა, რომ კომოდუსის ხსოვნა მარადიული უპატივცემლობისთვის გადაეცათ, მისი ქანდაკებები დაენგრიათ, მისი სხეული კი იმ ცირკთან დაეგდოთ, საიდანაც გამოჰყავდათ მის მიერ მოკლული გლადიატორები და ცხოველები. სამწუხაროდ გაირკვა, რომ ბოლო სურვილის შესრულება შეუძლებელია, რადგან მონებმა სასწრაფოდ დამარხეს ყოფილი იმპერატორი.






5
553
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
553
  
2020, 12 სექტემბერი, 15:10
კი ეს ასეა...
2020, 12 სექტემბერი, 15:05
ჰო, მეც მომწონს ამგვარი სტატიები, მაგრამ არ არის პოპულარული, ამასთან რთული დასაწერია, ბევრი რამ არის ხომე დასაზუსტებელი წერის დროს.
2020, 12 სექტემბერი, 12:07
საინტერესო სტატიაა, ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის.
2020, 9 სექტემბერი, 17:12
გმადლობ.
2020, 9 სექტემბერი, 17:11
მშვენიერი სტატიაა. როგორც ყოველთვის
0 1 5