x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ეს უნიკალური ფორმულა დაგეხმარებათ გაარკვიოთ თქვენს ასაკში რამდენს უნდა იწონიდეთ

image


იდეალური წონა - ფარდობითი ცნებაა. ის მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: სხეულის ტიპზე, სიმაღლეზე, აგებულებაზე, ცხოვრების წესსა და რაღა თქმა უნდა, ასაკზე. შეიძლება 90-60-90 პარამეტრები სულაც არ გქონდეთ, მაგრამ იდელურად გამოიყურებოდეთ ან შესაძლოა ზემოხსენებული პროპორციებიც გქონდეთ, თუმცა თავს მაინც "მახინჯი იხვის ჭუკად" გრძნობდეთ. თუ იდეალურ წონას ჯანმრთელობის კატეგორიის თვალსაზრისით განვიხილავთ, მაშინ ასაკი ერთ – ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ხდება. ზოგადად, წონის რეგულარული კონტროლი აუცილებელია, რათა ცვლილებების ტენდენცია არ გამოგვეპაროს, გახსოვდეთ, რომ წონის მატება ან კლება შესაძლოა ორგანიზმში მთელი რიგი დაავადებების არსებობაზე მიუთითებდეს.



როგორ გავიგოთ ჩვენი ჯანმრთელი წონა?



ამისათვის შეგიძლიათ ცნობილი ფრანგი ქირურგის პოლ ბროკის ფორმულა გამოიყენოთ, რომელიც ასე გამოიყურება: სიმაღლე სანტიმეტრებში - 100, თუმცა ბროკის ფორმულა ამ სახით გარკვეულწილად უკვე მოძველებულად ითვლება, მაგრამ აი, რაც შეეხება ბუქარესტის კვების ეროვნული ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ ახალ მეთოდს ის შედარებით უფრო საინტერესოა. აღნიშნული ფორმულა როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის ასაკისა და სქესის გათვალისწინებით აი, ასე გამოიყურება.






ქალებისთვის


image



(50 + 0, 75 * (სიმაღლე სანტიმეტრებში - 150) + (ასაკი - 20) / 4) * 0, 9



მაგალითად, თუ თქვენ 21 წლის ხართ და თქვენი სიმაღლე - 165 სმ-ია, ამ ფორმულის მიხედვით თქვენი მონაცემები იქნება: (50 + 0, 75 * 15 + 0, 25) * 0, 9 = 55, 35 კგ.


მაშ ასე, თქვენი იდეალური წონაა: 55 კგ






კაცებისთვის


image



(50 + 0, 75 * (სიმაღლე სანტიმეტრებში - 150) + (ასაკი - 20) / 4)



მას შემდეგ, რაც თქვენს იდეალურ წონას გაარკვევთ, სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ თავს ყურადღებით დააკვირდით, სხეულის აგებულების მიხედვით ჩამოთვლილი ამ სამი ტიპიდან რომელ მათგანს განეკუთვნებით: ასთენიკურს, ათლეტურს თუ პიკნიკურს. წვრილი ძვლების მქონე ადამიანები როგორც წესი, ნაკლებს იწონიან, აი რაც შეეხება საშუალო და მსხვილ ძვლებს, ისინი ნორმალური წონის მაჩვენებელს ავტომატურად ზრდიან.






0
1049
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1049