x
მეტი
  • 28.10.2020
  • სტატია:104438
  • ვიდეო:348186
  • სურათი:469092
ბესტსელერი წიგნები, რომელთა აუდიოვერსიების მოსმენა უკვე შესაძლებელია
image


gudabooks.ge აუდიოწიგნებისთვის შექმნილი პირველი ვებგვერდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მუდამ თან გვქონდეს პირადი აუდიობიბლიოთეკა.


აუდიოწიგნები დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება და მოთხოვნის ზრდასთან ერთად, gudabooks.ge-ს ადმინისტრაციაც მუდმივად მუშაობს სიახლეების დამატებაზე.


მნიშვნელოვანია, რომ უკვე შესაძლებელია, მოვუსმინოთ იმ წიგნების აუდიოვერსიებს, რომლებიც მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბესტსელერია.



გთავაზობთ ბესტსელერი წიგნების სიას, რომელთა აუდიოვერსიების მოსმენა უკვე შესაძლებელია:


ჯერომ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში


ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რის „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ მსოფ­ლიო კლა­სი­კაა, რო­მე­ლიც არა­ერთ ენა­ზე ითარ­გმნა და მი­ლი­ო­ნო­ბით ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. რო­მა­ნი 1951 წელს გა­მო­ი­ცა და მა­შინ­ვე დიდი კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. თუმ­ცა კრი­ტი­კას გა­უძ­ლო და ის დღემ­დე, ახალ­გაზ­რდე­ბის და არა მარ­ტო მათი, ერთ-ერთი რჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია.


ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი - ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ


ეს წიგნი 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში TEDxEuston-ზე აფ­რი­კი­სად­მი მი­ძღვნილ ყო­ველ­წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჩი­მა­მან­და ნგო­ზის სი­ტყვით გა­მოს­ვლის მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­აა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხა­ვი და მო­სას­მე­ნია, რო­გორც TED-ის სხვა კონ­ტენ­ტი.


მარკ მენსონი - ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება


„ფე­ის­ბუქ­ზე“, „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ან სხვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ წიგ­ნის თან­ხლე­ბით გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტო­სუ­რა­თებ­მა ალ­ბათ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა არა­ერ­თხელ მი­ი­პყრო, თუმ­ცა დრო­ის დე­ფი­ცი­ტის გამო, მისი შე­ძე­ნა და წა­კი­თხვა ვერ მო­ა­ხერ­ხეთ.


მისი აუ­დი­ო­ვერ­სი­ის მეშ­ვე­ო­ბით, უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა­დას­ხვა პი­რო­ბებ­ში ის­წავ­ლოთ, რო­გორ გა­უს­წო­როთ თვა­ლი სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს და რო­გორ შე­ვიც­ნოთ სა­კუ­თა­რი თავი სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ. მარკ მენ­სო­ნი, რო­მე­ლიც არც ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რია და არც რო­მე­ლი­მე მსოფ­ლიო ბრენ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, გვას­წავ­ლის, რო­გორ მი­ვი­ღოთ სა­კუ­თა­რი თავი სხვა­დას­ხვა შეც­დო­მე­ბი­თა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბით. ეს სწო­რედ ის არის, რაც ბევრ ჩვენ­განს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა.


თინათინ ბერიძე - მოპარული სიყვარული


თი­ნა­თინ ბე­რი­ძის ეს ნა­წარ­მო­ე­ბი ბესტსე­ლე­რად იქცა. ის მოგ­ვი­თხრობს მგრძნო­ბი­ა­რე ახალ­გაზ­რდებ­ზე, რო­მელ­თა გზე­ბიც უჩ­ვე­უ­ლოდ გა­და­იკ­ვე­თა და ერ­თმა უწყი­ნარ­მა ხუმ­რო­ბამ მათი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა. ეს არის დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით და უზო­მოდ დიდი ემო­ცი­ით.


წიგ­ნის ავ­ტო­რი თი­ნა­თინ ბე­რი­ძე კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.


სოფია ამორუზო - როგორ გავხდი GIRLBOSS


ეს არის ერთ-ერთი Girlboss-ის, გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის ის­ტო­რი­ას გვი­ზი­ა­რებს და გვიყ­ვე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი არაფ­რი­დან შექ­მნა და სწრა­ფად მზარ­დი ბიზ­ნე­სის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად იქცა. შე­იძ­ლე­ბა, ეს წიგ­ნი ბევ­რის­თვის ინ­სპი­რა­ცი­აც გახ­დეს.


რეიჩელ ჰოლისი - გონს მოეგე, დაო


თუ GIRLBOSS ჯერ არ გამ­ხდარ­ხართ, მა­შინ დროა "გონს მო­ე­გოთ" და რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სის ეს წიგ­ნი წა­ი­კი­თხოთ, რო­მე­ლიც სხარ­ტი იუ­მო­რი­თა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიბ­რძნი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. თა­ვის ის­ტო­რი­ას კი ცნო­ბი­ლი ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვი გვი­ამ­ბობს.


რეი ბრედბერი - ბაბუაწვერას ღვინო


"არ მინ­და თქმა, რომ ბრედ­ბე­რი ბავ­შვო­ბის­გან რო­მან­ტი­კულ მითს არ ქმნის; პი­რი­ქით, სწო­რედ ამას აკე­თებს. თა­ვის­თა­ვად, ბავ­შვო­ბა ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის მი­თია. გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ გვახ­სოვს, რაც თავს გა­დაგ­ვხდე­ნია იმ დროს, მაგ­რამ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასე არ არის. მი­ზე­ზი უბ­რა­ლოა: მა­შინ ყვე­ლა შე­რე­კი­ლი ვი­ყა­ვით – ბავ­შვო­ბა­ში იბა­დე­ბა მითი“, - სტი­ვენ კინ­გი.


ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა


2019 წლის ბესტსელერ წიგნში ამბავი იან კლაინზეა, როლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა...


"შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის" გამარჯვებულის სადებიუტო რომანია, რომელმაც გამოსვლისთანავე მკითხველის დიდი ინტერესი დაიმსახურა.


იმი­სათ­ვის, რომ აუ­დი­ო­წიგ­ნებს მო­უს­მი­ნოთ, უნდა ჩა­მოტვირ­თოთ აპ­ლი­კა­ცია "გუდა", და­რე­გის­ტრირ­დეთ სა­იტ­ზე gudabooks.ge, აირ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი, შე­ი­ძი­ნოთ, ამის შემ­დეგ კი გა­მო­მიჩ­ნდე­ბათ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში.



0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0