x
image
არჩილ ვერულიძე
ხატი, რომელზეც გამოსახულია სტალინი
image

2008 წელს სანქტ-პეტერბურგის პეტროდორეცის რაიონის სტრელნაში წმინდა ტოლ-სამოციქულო თავად ოლგას ეკლესიში შეგეძლოთ გენახათ ხატი სახელწოდებით "მატრონა და სტალინი" ("ნეტარი მატრონა აკურთხებს იოსებ სტალინს"), გამოსახულია წმინდა მატრონა მოსკოველი (1885-1952) და სსრკ - ს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი.


ლეგენდის თანახმად, გერმანელების მიერ მოსკოვის აღების საფრთხის დროს სტალინი მატრონას ეწვია. წმინდანმა მას უთხრა: ”რუსი ხალხი გაიმარჯვებს, გამარჯვება შენი იქნება. მმართელთაგან მხოლოდ შენ ერთი არ დატოვებ მოსკოვს"


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარკვეულმა წარმომადგენლებმა დაგმეს იღუმენ ევსტაფი ჟაკოვის ქმედება. ჟაკოვმა რომლის ინიციატივაც საკმაოდ გააკრიტიკეს მართლმადიდებლურ სამყაროში, საკამათო ხატი ეკლესიიდან სახლში წაიღო. მანამდე, მრევლის უარყოფითი რეაქციის გამო, იგი ტაძრის თვალსაჩინო ადგილიდან შერეულ კუთხეში გადაიტანა.



იღუმენი ევსტაფი, რომელმაც ეს ხატი წმინდა ოლგას ეკლესიაში გამოფინა, საზოგადოების მოთხოვნით გადაყენებული იქნა ტაძრის ზედამხედველის თანამდებობიდან.


3
455
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
455
  
2020, 12 სექტემბერი, 15:02
რათქმაუნდა.
2020, 12 სექტემბერი, 12:10
წარმოუდგენლად დიდი მკრეხელობაა ჟაკოვის ქმედება...
2020, 8 სექტემბერი, 18:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3