x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რამე ნორმალური მაინც დააბრალეთ “იდიოტობას” რომ აბრალებთ“ - ნახეთ, რა პოსტს აქვეყნებს ირმა ნიორაძის დისშვილი

image


ცნობილი ქართველი პრიმა - ბალერინას ირმა ნიორაძის დისშვილი მეკო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კონკრეტული ადამიანის მხრიდან, ირმა ნიორაძის პოლიტიკაში გასვრის მცდელობას, ხელოვანის წინააღმედ მიზანმიმარულ ბინძურ პიარს უწოდებს. კვაჭანტირაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს პრიმა - ბალერინა მხარს ირმა ინაშვილის პარტიას უჭერს სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, ბალერინა აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის მიერ ხატის ჩაბრძანებასთან დაკავშირებით მხოლოდ თამარ ივერის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის ვიცე-სპიკერის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას წარმატება უსურვა. კვაჭანტირაძე ასევე "ტვ პირველს" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშიც ადანაშაულებს და დეიდის პოზიციის არასწორად გაშუქებისთვის სტრასბურგში ჩივილით ემუქრება:"ჩემს გარშემო ვინც ხართ მინდა იცოდეთ რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, დეიდაჩემი ირმა ნიორაძე ამ პარტიას არ უჭერს მხარს, ეს არის ბინძური პიარი, ვიღაცას არ დავასახებ გვარს უბრალოდ უნდა დეიდაჩემის პოლიტიკაში გასვრა, დეიდაჩემმა 2008 წლის ომის პერიოდში ვებერთელა სასახლე ნევის პირას რომელიც მის საკუთრებაშია ისე დატოვა რომ ერთი ჩემოდანიც კი არ წაუღია, იგი გადავიდა საცხოვრებლად საფრანგეთში ოჯახთან ერთად, დღემდე დაკეტილია პეტერბურგში მისი სახლი, დეიდაჩემი არის ხელოვანი ადამიანი, მას არ აინტერესებს პოლიტიკა, იგი მოღვაწეობს ნიცაში, მას აქვს საფრანგეთში საკუთარი საბალეტო სკოლა, სადაც ზრდის მსოფლიოდან ჩასულ ახალგაზრდა ბალერინებს და ბალერონებს, TV პირველი • TV Pirveli თქვე "ჩლუნგებო" მოგმართავთ ჯერ გადაამოწმოთ მისი პოზიცია და მერე გააკეთოთ რეპორტაჟი.. დეიდაჩემმა თამარ ივერის პოსტზე დაწერა კომენტარი, რომ ის მიესალმება ირმა ინაშვილის ხატის ჩაბრძანებას აფხაზეთში და წარმატება უსურვა, თქვე გაუნათლებლებო და უწიგნურებო და ერთი კონკრეტული "ქალის და კაცის მონებო" შეგნებულად არ დავასახელებ ვისზე მაქვს საუბარი, ტყუილსაც გააჩნია, ცოტა რამე ნორმალური რამ მაინც დააბრალეთ "იდიოტობას" რომ აბრალებთ სტრასბურგში რომ გიჩივლებთ მერე აკეთეთ რეპორტაჟები.. ირმა ინაშვილი არა თარხანა კიდე" - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეკო კვაჭანტირაძემ.










0
645
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
645