x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„ბოკერია ისე მაინტერესებს, როგორც ტანზანიაში სორგოს მოსავალი“ - გრიგოლ ვაშაძე
image


„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე, „ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას, იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც მან მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სადღეგრძელო უწოდა.

\

ვაშაძემ აღნიშნა, რომ ბოკერიას დამოკიდებულება მისთვის უმნიშვნელოა. ევროპული საქართველო კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნების რამდენიმე დღის განმავლობაში გეგმას აანონსებდა, თუმცა მიმართვაში გეგმაზე არაფერი უთქვამს.



„სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები აბსოლუტურად არ მაინტერესებს. რაც უნდათ ის განაცხადონ მათი კონსტიტუციური უფლებაა, ისევე როგორც ჩვენი. გიგა ბოკერია ისე მაინტერესებს, როგორც ტანზანიაში სორგოს მოსავალი. მე ვლაპარაკობ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. მე ვსაუბრობ იმ პრობლემებზე რაც საქართველოს მოქალაქეს ანერვიულებს და აღელვებს. მოქალაქეებს უნდათ, ყველა პოლიტიკური აქტორისგან, მითუმეტეს იმ მასშტაბის პოლიტიკოსისგან როგორიც სააკაშვილია, გაიგოს რომ ყველა სოციალური შეკვეთა გაითავისა, “ - განაცხადა ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.


„ხო იცით, პოლიტიკა ფეხბურთივითაა. ბურთი მრგვალია, ხან მოედნის ერთ მხარეს გადაგორდება, ხან მეორეზე. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი პარტიიდან ჩემზე გაცილებით კვალიფიციური იურისტები მოიწვიოთ, რომელიც კიდევ უფრო დეტალურად გეტყვით რამდენიმე შესაძლებლობას, თუ საქართველოს მოქალაქე მოისურვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხელისუფლებაში ყოფნას, როგორ შეიძლება ამ სამართლებრივი კოლიზიის გადაწყვეტა.

[...] მაპატიეთ და, არჩევნები საზამთროსავით არის. სანამ არ გაჭრი, ვერ გაიგებ, სწორია, თუ არ არის და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და გაერთიანებულ ოპოზიციას [ძალა ერთობაშია] მაგიდაზე ამომრჩეველის წინ მიღწევები შეუძლია დადოს.” - ამბობს ვაშაძე.

* * *

დაანონსების მიუხედავად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არ თქვა, თუ როგორ ან როდის აპირებს საქართველოში დაბრუნებას. თითქმის 20-წუთიან ვიდეო მიმართვაში უკრაინის მაღალჩინოსანმა ქვეყნის განვითარების მისეულ გეგმაზე, წარსულში დაშვებულ შეცდომებზე და მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რაც შეეხება დაბრუნების გეგმას, რაზეც წესით, უნდა ყოფილიყო ვიდეო მიმართვა, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე ზოგადი წინადადებით შემოიფარგლა.


"მე ბევრს მეკითხებიან, როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, როცა არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ყველაფერი მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობას, მაგრამ ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველა ვთანხმდებით.


ამიტომ, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მე აუცილებლად თქვენთან ერთად... ყველა ერთად ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს. ღმერთი იყოს თითოეული თქვენგანის მფარველი". – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.


სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებაზე კიდევ ერთხელ 27 აგვისტოს ისაუბრა, მოგვიანებით კი თქვა, რომ დაბრუნების გეგმას 7 სექტემბერს წარადგენდა. ცნობა იმის შესახებ, რომ ენმ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დაასახელებდა, ტაბულამ 7 აგვისტოს გაავრცელა. ერთი თვის თავზე, დღეს, 7 სექტემბერს პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.
"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში.
სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს.
0
497
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0