x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
54 წლის სალმა ჰაიეკის საცურაო კოსტიუმში გადაღებულმა თამამმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო

image


წარმატებული ლათინოამერიკელი მსახიობი სალმა ჰაიეკი მთელი თავისი კინოკარიერის განმავლობაში ყოველთვის ითვლებოდა ჰოლივუდის ერთ - ერთ ყველაზე სასურველ მსახიობად, რომელსაც ყველა აღმერთებდა და ეთაყვანებოდა.


image


მსახიობი ასაკის მატებასთან ერთად გაგიკვირდებათ და, სულ უფრო ახალგაზრდულად და სექსუალურად გამოიყურება, რასაც მისი ბოლოდროინდელი ფოტოებიც ადასტურებს.


imageimage


54 წლის სალმა თავის ასაკთან შედარებით შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და ძლიერი სქესის წამომადგენლებს შორისაც კვლავაც ისეთივე წარმატებითა და პოპულარობით სარგებლობს როგორც საკუთარი კარიერის დასაწყისში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 1995 წელს რობერტ როდრიგესის ფილმში "სასოწარკვეთილი" პირველად გაშიშვლდა და სრულიად სამყაროს მამაკაცების გულებიც მოინადირა. მას შემდეგ მექსიკელი ლამაზმანის პოპულარობა წლიდან წლამდე მხოლოდ იზრდებოდა. დიახ, მას მართლაც აქვს ყველაზე სრულყოფილი და იდეალური სხეული, რომელიც კი ჰოლივუდს ოდესმე უნახავს.


image


54 წლის მსახიობის სახეზე ვერც ერთ ნაოჭს ვერ იპოვით, მისი სრულყოფილი სხეულის ფორმები კი განურჩევლად სქესისა, ყველას ერთნაირად აღაფრთოვანებს და იზიდავს.


imageimage


მსახიობი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და შთამბეჭდავი ფოტოებით ერთგულ თაყვანისმცემლებსაც ხშირად ანებივრებს.



image


ცნობილმა სექს - სიმბოლომ ინტერნეტმომხმარებლები ამჯერად, შავი, ელეგანტური საცურაო კოსტიუმით მოხიბლა და საკუთარ მაგალითზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ იდეალური ფორმების შენარჩუნება 50 წლის ზემოთაც სრულებით შესაძლებელია.


image


სელებრითის ახალი ფოტოებით აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები მის "ინსტაგრამ" გვერდზე ემოციებს ვერ მალავდნენ და სხვადასხვა ენებზე საყვარელი მსახიობის მისამართით თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ.




0
845
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
845