x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
საპატრიარქომ თვითმარქვია ბერი ამხილა და განცხადება გაავრცელა
image


ინტერნეტ სივრცეში ბოლო დროს ერთერთი ყველაზე პოპულარული „სასულიერო“ პირი, რომელიც უხამსი სიტყვებით მიმართავს მოქალაქეებს, თვითმარქვია აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ის არც ამჟამად არის სასულიერო პირი და უფრო მეტიც. საპატრიარქო განმარტავს, რომ ეს პირი არასოდეს ყოფილა ხელდასმული. ის საკუთარ თავს მოიხსენიებს სასულიერო პირად და შესაბამისი სამოსით შემოსილია, რამაც მოქალაქეების ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. თუმცა, ადამიანებს მის მიმართ ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ის მოქალაქეთა ნაწილს აგინებდა და ბილწი სიტყვებით მიმართავდა. ამის გამო მრევლის ნაწილმა მისი საუბარი ვიდეოზე აღბეჭდა და ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა, რასაც დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა. ამ ვიდეოებს მილიონამდე ნახვა და ასიათასობით კომენტარი თუ გაზიარება აქვს.


ამჯერად, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თვითმარქვია ე.წ. ბერ გაბრიელ კოკოლიშვილს ამხელს და სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.


უცვლელად გთავაზობთ საქართველოს საპატრიარქოს სპეციალურ განცხადებას:



„ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ბერის სამოსით წარმოდგენილი ახალგაზრდა, ე.წ. ბერი გაბრიელი, თითქოს ლოცავს მორწმუნეებს და უხამსი ლექსიკით მიმართავს საზოგადოებას.


აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია. მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური, იგი აბრკოლებს და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


საპატრიარქო მრევლს სიფრთხილისა და წინდახედულებისკენ მოუწოდებს და ურჩევს თვითმარქვია პირებთან არ იკონტაქტონ.

0
940
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
940
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0