x
image
კატაპულტი
უცხოელი ექსპერტები უახლოეს მომავალში კორონავირუსით გამოწვეულ კატასტროფულ შედეგებს ვარაუდობენ

image
კორონავირუსი კვლავ აქტუალურია მსოფლიოში. დღე არ გავა ისე, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ახალი ეპიდ-აფეთქების შესახებ არ გავიგოთ საინფორმაციო საშუალებებით. ყოველდღიურად ახალ-ახალი მითითებები, რჩევები, ხანგრლივი პერიოდისათვის გათვლილი გეგმები და ა.შ. ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ უფრო შემზარავია ვაშინგტონის სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერტების სამომავლო პროგნოზები. მეცნიერთა გამოთვლებით, წლის ბოლოსათვის მსოფლიოს საგანგაშო მონაცემები ექნება ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 2020 წელს ფატალური შემთხვევების რიცხვი 2 მილიონს მიაღწევს. განსაკუთრებულად დიდ ვირუსულ აფეთქებას ელოდებიან ექსპერტები დეკემბრის თვეში. მათი განცხადებით, მოსალოდნელია ყოველდღიურად 30 000 გარდაცვლილი მსოფლიოს მასშტაბით. მეცნიერები შიშობენ, რომ თუ მთავრობები და საზოგადოების თითოეული წევრი არ გაითვალისწინებენ რეკომენდაციებსა და მითითებებს, სიტუაცია უკონტროლო გახდება. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ევროპას, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებს. ამასთან ვაშინგტონის სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერტები ფიქრობენ, რომ დაინფიცირების შემთხვევები მოიმატებს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში გვიან შემოდგომასა და ზამთრის განმავლობაში.

მსოფლიოს მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისაკენ და რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებენ.

ასევე იხილეთ:

შოკისმომგვრელი გარდაცვალება კორონავირუსით

4
521
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
521
  
2020, 12 სექტემბერი, 12:12
მართალს ბრძანებთ, 300 კაციანი ქორწილები, ჯვარი წერია ყველას და 1000 კაციანი ქელეხები და მივიღეთ ის რაც გვაქვს.
2020, 8 სექტემბერი, 15:08
ზედმეტად მოვეშვით და ცუდ შედეგებს გამოიწვევს ეს ყველაფერი. ჩაკეტვა გამოსავალი არ არის,მაგრამ როცა ადამიანების პასუხისმგებლობის ხარისხი დაბალია,სხვა გზა არ რჩება.
2020, 8 სექტემბერი, 14:16
გეთანხმებით,მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს
2020, 8 სექტემბერი, 11:25
8 შემთხვევის გამო ჩაგვკეტეს სახლებში და ეხლა უარესი სიტუაცია არის. დღეს 45 ახალი შემთხვევა გვაქვს და კონკრეტული ზონების კარანტინსაც არ აკეთებენ. მესმის,რომ ფული არ აქვს ხალხს,მაგრამ ეგ არც მარტში იყო და გაუგებარია,რატომ იქცევიან ასე. ბოლობოლო იტალია ან ესპანეთი უნდა მოხდეს,რომ შევიგნოთ და სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
0 1 4