x
ეფექტური კომუნიკაცია
Time to Switch over to VOIP for Effective Business Communication

კომუნიკაცია ადამიანის უმთავრეს, ბაზისურ მოთხოვნილებას წარმოადგენს, ეფექტური კომუნიკაციის როლი კი ინდივიდის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის გარანტია. სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ეფექტური კომუნიკაცია დადებით გავლენას ახდენს ადამიანის პირად, სოციალურ თუ კარიერულ ცხოვრებაზე. კომუნიკაცია, ერთი შეხედვით, მარტივად წარმოსადგენი პროცესია, რეალურად კი კომუნიკაციის პროცესი სპცეიფიკური ხასიათისაა. კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანებს შორის ინფორმაციიის გაცვლას აქვს ადგილი. კომუნიკაციის აქტი მოიცავს შეტყობინების გადაცემას სხვა ადამიანისადმი, რომელიც გადათარგმნის და შინაარს მისცემს მას. მიუხედავად იმისა, ეს შეტყობინება გაცნობიერებულად იგზავნება თუ არა, ის შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, როგორც შინაარსის ასევე ორ მხარეს შორის ურთიერთობის შესახებ (Watzlawick, Beavin and Jackson, 1976). უმეტეს შემთხვევაში კომუნიკაცია სცენარს მიჰყვება, ამიტომ ურთიერთგაცვლა რუტინულია და სასურველ, მოსალოდნელ შედეგამდე მიდის. არსებობს კომუნიკაციის ორი ფორმა: ვერბალური და არავერბალური. ვერბალური კომუნიკაცია მთელ რიგ ინსტრუმენტალურ უნარებს მოითხოვს, ვერბალური კომუნიკაცია ენის საშუალებით ხორციელდება, ენა კი ინფორმაციის ინსტრუმენტული და ემოციური მიზნების მისაღწევად სიმბოლური გადაცემის ეფექტური საშუალებაა (Robert J. Stenberg and Karin Stenberg, 2012). ვერბალური კომუნიკაციის ფარგლებში აუცილებელია ისეთ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება, როგორებიცაა განსხვავებული ემოციური დატვირთვის მქონე სიტყვების გამოყენება, მათი კონკრეტულობის ხარისხი და ინფორმაციის არაპირდაპირი ხასიათი. ვერბალური კომუნიკაცია მთელ რიგ ინსტრუმენტალურ უნარებს მოითხოვს. რაც უფრო მსგავსად აღვიქვამთ პარტნიორს ამ უნარების გამოყენებაში, მით მეტად მიმზიდველი ჩანს იგი, იქნება ეს ეთნიკური ჯგუფის შიგნით თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობა. წარმატებული ურთიერთობისათვის ადამიანებმა უნდა მოახდინონ როგორც შინაარსის, ისე პროცესის კოორდინირება. შინაარსზე კოორდინირება შეუძლებელიც კი არის თუკი არ იქნება გათვალისწინებული მთელი რიგი გაზიარებული ინფორმაცია - საერთო ცოდნა, საერთო რწმენები, საერთო დაშვებები. პროცესის კოორდინირებისთვის კი საჭიროა ამ საერთო საფუძველის მუდმივი განახლება (Clark and Brennan, 1991). რაც უფრო მცირეა საერთო საფუძველი, მით უფრო ვიწროა სასაუბრო თემები და მით მეტად არის საჭირო ადამიანებმა გადაამოწმონ მათი კომუნიკაცია, რომ საბოლოოდ საერთო გაგებას მიაღწიონ. რაც შეეხება არავერბალურ კომუნიკაციას, ეს პროცესი ბევრად უფრო სპეციფიკურია, არავერბალური სიგნალების გამოყენებით ინდივიდებს შორის რაპორტის დამყარება და კეთილგანწყობის მოპოვებაა შესაძლებელი. ეფექტური კომუნიკაციის მთავარი მექანიზმია არავერბალური კომუნიკაციის დამყარება, მსმენელთა არავერბალურ სიგნალებზე დაკვირვებით შესაძლოა წინასწარ განვსაზღვროთ და თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები, არავერბალური სიგნალების ტიპები შეიძლება იყოს: პოზა, ჟესტიკულაცია, მიმიკა, თვალებით კონტაქტი, დისტანცია, ინტონაცია.

ხანდახან კომუნიკაციის პროცესი ირღვევა. მოსაუბრემ შეიძლება ჩვეული რუტინიდან გადაუხვიოს, მაგალითად როდესაც ჰკითხავენ „როგორ ხართ?“ თქვას „საშინლად მტკიცა თავი.“; ან ურთიერთგაცვლის შედეგი შეიძლება ის არ იყოს, რასაც ერთი ან ორივე მხარე ელოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარეს პასუხი მთლიანობაში ქმნის ურთიერთობის მუდმივ მოლაპარაკებას. ზუსტ კომუნიკაციას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ორივე მხარე თანმხდება სხვადასხვა ურთიერთგაცვლის მნიშვნელობებზე. ეს სიზუსტე გადამოწმდება შედეგების წყალობით და როგორც წესი მხოლოდ მაშინ განიხილება, როდესაც ხდება ურთიერთობის დაშლა და მხარეები ერთად ცდილობენ მის „აღდგენას“.

ამდენად, ეფექტური კომუნიკაცია ნიშნავს, რომ პროცესის შედეგები აკმაყოფილებს მხარეების საჭიროებებს და განზრახვებს.


ამასთანავე, კომუნიკაციის ორი ფორმა არსებობს: ცალმხრივი და ორმხრივი კომუნიკაცია. ცალმხრივი კომუნიკაციისას მხოლოდ ერთი ადამიანი საუბრობს და ამ დროს არ გამოიყენება ინტერაქტიული მეთოდები, როგორებიცაა შეკითხვების დასმა, პირადი შეხედულების დაფიქსირება, პოლემიკა და ა.შ. ხოლო ორმხრივი კომუნიკაცია კი თავისი ასპექტით ინტერაქტიული კომუნიკაციის პროცესია, ორმხრივი კომუნიკაციის ფარგლებში პროცესში ჩართულია ორივე მხარე, რაც ხელს უწყობს უფრო სწრაფად, მარტივად და გასაგებად იყოს აღქმული ინფორმაციის შინაარსი.

როგორც ზემოთ ვახსენე, ეფექტური კომუნიკაცია გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე; პირად ცხოვრებაზე, სოციალურ/კულტურულ ცხოვრებაზე და კარიერულ ცხოვრებაზე.

კულტურებს შორის კომუნიკაციის სტილის განსხვავება ასახულია იდიოცენტრულ ან ალოცენტრულ ორიენტაციებში:

ალოცენტრიზმი ეს არის პიროვნების კოლექტივისტური მახასიათებელი, სადაც ადამიანი ყურადღებას წარმართავს სხვა ადამიანებზე და არა საკუთარ თავზე, ალოცენტრიზმი გულისხმობს მეტი მნიშვნელობის მიცემას ჯგუფის საჭიროებებისადმი, და საკუთარი თავის ხედვას, როგორც ჯგუფის ნაწილის.

იდიოცენტრული ადამიანები მიმართული არიან საკუთარ მიზნებსა და საჭიროებებზე და არა ჯგუფზე. უპირატესობას ანიჭებენ დამოუკიდებლობას, საკუთარი გადაწყვეტილების მიღებას იმის მიუხედავად თუ რას იტყვიან სხვები.

სხვადასხვა კულტურის ჯგუფები განსხვავებულ კონტექსტში ეკონტაქტებიან ერთანეთს. Gudykunst, Gao და Franklyn-Stokes (1996) განავითარეს მაღალი და დაბალი კონტექსტის კომუნიკაციის თვით-საკვლევი საზომები. ამასთანავე, მათ აღმოაჩინეს ხუთი სხვადასხვა კულტურალური ჯგუფისთვის საერთო კომუნიკაციის რვა ფაქტორი:

  • სხვების შინაარსის წვდომის უნარი;
  • პირდაპირი/ბუნდოვანი კომუნიკაციის გამოყენების უნარი;
  • ინტერპერსონალური მგრძნობელობა;
  • დრამატული კომუნიკაციის გამოყენება;
  • ქცევის წარმართვისას გრძნობების გამოყენება;
  • საუბრისას ღიაობა;
  • დაზუსტება;
  • გამოკვეთილობის დადებითი აღქმა;
კომუნიკაციის აქტს ნებისმიერ შემთხვევაში გააჩნია ძირითადი კომპონენტები და დინამიკა. თუმცა კულტურებს შორის განსხვავდება ამ კომპონენტების წონა და ამ დინამიკის ჩართულობა (Gudykust, Ting-Toomey and Nishida, 1996; Gudykkunst and Kim, 1997). თუ კროს-კულტურული ურთიერთგაცვლა მნიშვნელოვანია, ამ განსხვავებებზე მორგებაც აუცილებელია.

გარდა ამისა, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სამუშაო გარემოში ძლიერი იარაღია პროდუქტიულობის მისაღწევად. ეფექტური კომუნიკაცია იძლევა საშუალებას შენარჩუნებულ იქნეს სამუშაო ურთიერთობები ორგანიზაციის ყველა დონეზე. დამსაქმებლები, რომლებიც დროსა და ენერგიას ხარჯავენ კომუნიკაციის მკაფიო ხაზების მიწოდებაში, სწრაფად ამყარებენ ნდობას თამანშრომლებს შორის, რაც ერთი ორად ზრდის პროდუქტიულობის ხარისხს. ამავდროულად, თანამშრომლები, რომლებიც ეფექტურად ურთიერთობენ კოლეგებთან, მენეჯერებთან ან მომხმარებლებთან, ყოველთვის ღირებულად მოქმედებენ ორგანიზაციისათვის. სამუშაო გარემოში ცუდი კომუნიკაცია გარდაუვლად მიგვიყვანს უმოძრავ პერსონალამდე, კონფლიქტებამდე და თანამშრომლებს შორის უთანხმოებებამდე. ძლიერი კომუნიკაციისათვის აუცილებელია შემდეგ ხუთ ფაქტორზე ყურადღების გამახვილება:

  • გუნდის შექმნა (Team Building) - ეფექტური გუნდების შექმნაზე ნამდვილად ახდენს გავლენას გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ეფექტური სტრატეგიების დანერგვით, შესაძლებელია ეფექტური გუნდის ჩამოყალიბება, ეს კი, თავის მხრივ, გააუმჯობესებს ჯგუფთაშორის ურთიერთობებსა და თანამშრომელთა კმაყოფილებას.
  • ხმის მიცემა - თანამშრომელთა კმაყოფილება შესაძლოა დაეყრდნოს მათ ხმას, იქნება ეს იდეასთან დაკავშირებული, რომელიც თანამშრომლებს გააჩნიათ, თუ საჩივარი, რომელიც უნდა გააკეთონ. კომუნიკაციის კარგად ჩამოყალიბებული ხაზები უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, განურჩევლად თანამდებობრივი საფეხურისა, თავისუფლად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს; კოლეგებსა თუ ზემდგომებს.
  • ინოვაცია - იქ, სადაც თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ ღიად დაამყარონ კომუნიკაცია ერთმანეთთან დაცინვისა ან ანგარიშსწორების შიშის გარეშე, ისინი გაცილებით სავარაუდოა, რომ თავიანთი იდეის დამცველები იქნებიან ბოლომდე. ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს კომუნიკაციის დამყარებას, გაცილებით მეტად ინოვაციურია.
  • ზრდა - კომუნიკაცია შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც შინაგანი პროცესი, ასევე გარეგანი პროცესი. შინაგანად კომუნიკაციის მძლავრი ხაზების საშუალებით ინდივიდი უზრუნველყოფს, რომ გზავნილი, რომელსაც ის გარედან მიაწოდებს ორგანიზაციას, იყოს რელევანტური ინფორმაცია.
  • ძლიერი მენეჯმენტი - როდესაც მენეჯერები ძლიერ კომუნიკაბელურები არიან, მათ უკეთ შეუძლიათ გუნდების მართვა. ამოცანების დელეგირება, კონფლიქტის მენეჯმენტი, მოტივაცია და ურთიერთობის დამყარება (რაც ნებისმიერი მენეჯერის ძირითადი პასუხისმგებლობაა) - ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია, როდესაც გუნდი ძლიერი კომუნიკატორებით არის დაკომპლექტებული.
  • სამუშაო ჯგუფებში კომუნიკაციის როლის განსაზღვრების ფარგლებში ისმის კითხვა: როგორ შეიძლება გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება? არსებობს რამოდენიმე მეთოდი, რომელთა გათვალისწინებით შესაძლებელი ხდება სამუშაო გარემოში კომუნიკაციის დონის ზრდა, ესენია:

    • მიზნების და მოლოდინების განსაზღვრა - მენეჯერმა უნდა მიაწოდოს მკაფიო, მიღწევადი მიზნები, როგორც გუნდებს, ასევე ინდივიდებს, ასახოs ზუსტად ის, რაც საჭიროა ნებისმიერ მოცემულ პროდუქტზე და უზრუნვყელყოს, რომ ყველა თანამშრომელმა გააცნობიეროს პროექტის, დეპარტამენტისა და ორგანიზაციის მიზნები;
    • ნათელი სახის შეტყობინება/გზავნილები - აუცლებელია, რომ ინდივიდის მიერ გაკეთებული გზავნილი ნათელი და ხელმისაწვდომი იყოს ინდივიდის მიერ არჩეული აუდიტორიისათვის. ამისათვის, აუცილებელია, რომ თანამშრომლებმა ისაუბრონ აშკარად და თავაზიანად - მათი შეტყობინებების ნათლად გადმოცემა აღმოფხვრის აუდიტორიაში დაბნეულობას;
    • შეტყობინება/გზავნილის გადმოცემის ფორმატის შერჩევა - შეტყობინების შექმნის შემდგომ, ინდივიდმა უნდა უზრუნველყოს იგი საუკეთესო ფორმატით მიაწოდოს აუდიტორიას. მიუხედავად იმისა, რომ პირისპირ კომუნიკაცია გაცილებით ეფექტური გზაა თანამშრომლებთან ნდობის მოპოვების, ეს გზა ყოველთვის არ არის საუკეთესო ვარიანტი. ინდივიდმა უნდა გადაწყვიტოს მისი ინფორმაციისათვის რომელი უფრო რელევანტური იქნება - ბეჭდური ასლის თუ ელექტრონული ფორმატის გამოყენება;
    • თანამშრომელთა ჩართულობა - კომუნიკაციის ხაზები ყოველთვის ღია უნდა იყოს. სამუშაო გარემოში არსებულ ყველა ინდივიდს უნდა შეეძლოს კომუნიკაციის დამყარება სხვადასხვა გზით ერთმანეთთან, ყველა ინდივიდი უნდა იყოს ჩართული კომუნიკაციის პროცესში, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია პროდუქტიულობის და წარმატების ზრდისთვის.
    • მოსმენა და ემპათია - კომუნიკაცია ორმხრივი პროცესია და არცერთი კომპანია ან ინდივიდი დიდხანს ვერ დარჩება სამუშაო გარემოში, თუ ის არ იქნება აქტიური მსმენელი და არ წაახალისებს დიალოგს მეორე მხარესთან. მოსმენა აუცილებელი ელემენტია, რომელიც საშუალებას აძლევს მენეჯერს გაეცნოს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია.
    საბოლოო ჯამში, კომუნიკაცია არის კომპლექსური ორმხრივი პროცესი, რომელსაც დიდი ადგილი უკავია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და ადამიანებს შორის ურთიერთობებში. ეფექტური კომუნიკაცია კი საჭიროებს კარგ კომუნიკატორს, რათა ნათლად იყოს გადაცემული შეტყობინება რელევანტური აუდიენციისათვის. ეფექტური კომუნიკაციის დამყარებით ნებისმიერ სფეროში წარმატების შანსი ერთიორად იზრდება, რაც ადამიანის თვითკმაყოფილებაზეც დადებით გავლენას ახდენს.



    0
    388
    შეფასება არ არის
    ავტორი:დეა დიხამინჯია
    დეა დიხამინჯია
    388
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0