x
რა ვიცით ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივბის სინდრომზე?
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სიმდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეულ პათოლოგიას.მისი ძირითადი სიმპტომებია:ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, იმპულსურობა, ჰიპერაქტივობა. ამ სინდრომის ქვეშ ერთიანდება ორი ჯგუფი:ყურადღების დეფიციტი ჰიპერაქტივობის გარეშე და ყურადღების დეფიციტით, ჰიპერაქტივობით, იმპულსურობით.პირველი ჯგუგფის ბავშები არიან აპათიურები, ინერტულები, მეოცნებენი, მორცხვი ინდივიდები.აქვთ სწავლის პრობლემები და ოჯახის ისტორიაში აღინიშნება ემოციური აშლილობა. მეორე ჯგუფის ბავშვები უფრო აქტიურები, მოუსვენრები და აგრესიულები არიან.ხშირია ქცევითი პრობლემები და ოჯახის ისტორიაში ჭარბობს ანტისოციალური პრობლემები(ნარკომანია, ალკოჰოლი..).

School readiness impaired in preschoolers with ADHD symptoms | News Center  | Stanford Medicine

ამ სინდრომის მქონე ბავშვები ძირითადად განსხვავებულ სიმპტომებს ამჯღავნებენ, თუმცა რამდენიმე სიმპტომი არის ძირითადად უმეტესობისთვის დამახასიათებელი, მაგალითად ადვილად გადართვადობა, უყურადღებობა, დეზორგანიზებულობა, იმპულსურობა და ჰიპერაქტივობა.ქცევა აღიწერება შემდეგნაირად:არ ამთავრებს დაწყებულს, უჭირს კონცენტრაცია დავალებებზე, ვერ ახერხებს სამუშაოს ორგანიზებას და ხშირად იცვლის საქმიანობას.არ შეუძლია ლოდინი და არ ემორჩილება განრიგს, საჭიროებს მეთვალყურეობას, ხშირად უმიზეზოდ ტოვებს მერხს და მოუსვნერობს, ზოგიერთ შემთხვევაში არის აგრესიული და შემტევიც, არ შეუძლია დაელოდოს საკუთარ რიგს.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია დიფერენცირება გაკეთდეს შემდეგ მდგომარეობებთან: შფოთვითი აშლილობა, განვითარების პერვერსიული აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა, სენსორული ინტეგრაციის დარღვევა.


სინდრომთან კომორბიდული მდომარეობებია შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობა, მეტყველების სპეციფიკური დარღვევები და დასწავლის უნარის დარღვევა.

სინდრომის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს და სხვადასხვა თეორია ასახელებს განსხვავებულ მიზეზს, იქნება ეს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) – მენტალური  ჯანმრთელობის ცენტრი

იმისათვის, რომ სინდრომის მქონე ბავშვს დავეხმაროთ, პირველ რიგში საჭიროა დროული დიაგნოსტირება, ამისათვის კი უნდა მოხდეს მშობლებისა და მასწავლებლების ინტერვიუირება, ბავშვის ფსიქოლოგიური ტესტირება ინტელექტის დონის დადგენის მიზნით, ბავშვის ქცევაზე უშუალო დაკვირვება და მისი მდგომარეობის შეფასება კომორბიდულ მდგომარეობებთან მიმართებაში.



0
3
შეფასება არ არის
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0