x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შვედმა მეცნიერებმა კორონავირუსისგან დაცვის ეფექტურ საშუალებას მიაგნეს

image

შვედეთის კაროლინსკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მცირე ზომის განეიტრალებადი ანტისხეული (ნანოსხეული), რომელსაც შეუძლია დაბლოკოს SARS-CoV-2 კორონავირუსის ადამიანის უჯრედებში შესვლა. ექსპერტები თვლიან, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კორონავირუსით დაინფიცირებისგან დამცავი საშუალება, რომელიც ხელს შეუშლის COVID-19- ის მწვავე განვითარებას. ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Communications.


კვლევის მსვლელობისას, სპეციალისტებმა ალპაკას სხეულში კორონავირუსის S- ცილა შეიყვანეს. 60 დღის შემდეგ ცხოველების სისხლის ნიმუშებში დაფიქსირდა ძლიერი იმუნური რეაქცია S- ცილის (ცილა spike ) წინააღმდეგ.


ამის შემდეგ მეცნიერებმა გამოყვეს და შემდეგ გამანეიტრალებელი ანტისხეულების კლორინება მიახდინეს, რის შემდეგაც მათ დაადგინეს მისი სტრუქტურა COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტურობის შემდგომი შეფასების მიზნით. აღმოჩნდა, რომ Ty1 ანტისხეული ეფექტურად ანეიტრალებს ვირუსს spike ცილის იმ ნაწილზე მიერთებით, რომელიც უკავშირდება ACE2 რეცეპტორს.


ნანოსხეულებს ჩვეულებრივ ანტისხეულებთან შედარებით მრავალი უპირატესობა აქვთ . ისინი ჩვეულებრივი ანტისხეულებზე ათჯერ ნაკლებია და ზოგადად, მისი წარმოება უფრო ადვილია და უფრო იაფიც ჯდება .


ამჟამად მეცნიერებმა ცხოველებზე წინაკლინიკური კვლევები დაიწყეს, რათა შეისწვალონ Ty1– ის გამანეიტრალებელი აქტივობის და თერაპიული პოტენციალი.

0
645
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0