x
image
არჩილ ვერულიძე
ჰოროსის ბავშვობა
image

ისიდამ თავად ააშენა საიდუმლო საცხოვრებელი - ქოხი, რომელთანაც მოხვედრა საიდუმლო არხებით შეიძლებოდა პაპირუსის ნავის მეშვეობით. ბასრკბილებიანი ნიანგები პაპირუსუსგან დაწვნილ ნავებს არ ეკარებოდნენ. თავის საიდუმლო თავშესაფარში მწუხარებით შეძრწუნებულმა ქალღმერთმა ვადაზე ადრე ვაჟი გააჩინა და მას ჰოროსი დაარქვა.

ეგვიპტურ მითებში ღმერთები დიდნი და ძლიერნი ჩანან, თითქოს დაბადებისთანავე გაიზარდნენ. მხოლოდ ჰოროსის შესახებ არის ცნობილი, თუ რა გადახდა მას ბავშვობაში. კუნძული, რომელზეც ისიდამ დამალა ვაჟი იმდენად მცირე იყო, რომ ჰოროსს სარბენი ადგილიც კი არ ჰქონდა. ამიტომ მას სუსტი ფეხები ჰქონდა ბავშვობაში. ზრდასრულულსაც კი არ უყვარდა ფეხით სიარული, ცხენით ჯირითს ამჯობინებდა.

საყვარელ ქმრის ცხედრის ძებნაში დაკავებულ ისიდას დიდი ხნით უწევდა ლერწმის ქოხის დატოვება. მის არყოფნაში ჩრდილოეთის ქალღმერთი უვლიდა ბიჭს. მაგრამ თავისი საქმეც ბევრი ჰქონდა. ბიჭი ხშირად მშიერი რჩებოდა. "დედის მკერდის ნაცვლად, თითის წოვა უწევდა" ზრდასრულ ჰოროსს მხატვრები პირთან მიტანილი თიითაც კი გამოსახავდნენ. ამგვარი ჩვევა შემორჩა.


ერთხელ თავშესაფარში დაბრუნებულმა ისიდამ იპოვა თავისი ვაჟი, მიწაზე გართხმული, უძრავი და უსიცოცხლო. ის მორიელმა დაგესლა! ისიდა მუხლებზე დაეცა და ლოცვით მიმართა მხის ღვთაებას - რას. ღმერთმა შეისმინა ისიდას ვედრება, შეაჩერა მისი ზეციური ხომალდი და გონიერი თოტი გაგზავნა დედამიწაზე, რათა მას ისიდასთვის ესწავლებინა შელოცვა, რომლის დახმარებითაც ვაჟს სიცოცხლეს დაუბრუნებდა. ისიდამ გაიმეორა ძლიერი შელოცვა. შხამი მაშინვე გამოვიდა ჰოროსის სხეულიდან, ცხვირის ნესტოებში ჰაერი შევიდა და ჰოროსი გაცოცხლდა.

image

თოტი



ამ კეთილი საქმის შემდეგ თოტი დაბრუნდა ზეცაში და მზის ნავზე თავისი ადგილი დაიკავა, ღმერთების ბრწყინვალე კორტეჟი, აღტაცების ტაშითა და შეძახილებით, კვლავ გაემართა ზეციურ ნილოსზე.

ჰოროსმა კი ჰარპუნის ზუსტად ტყორცნა ისწავლა, იგი მდინარის სხვადასხვა ურჩხულებს ამარცხებდა. სხეული ძალით ევსებოდა, გონება სიბრძნით. ჰოროსი მამისთვის შურისძიებისა და ეგვიპტის ტახტის დაკავებისთვის ემზადებოდა, ტახტი კანონით მას ეკუთვნოდა.


0
74
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0