x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პამელა ანდერსონმა ახალი რომანი გააჩაღა პირად მცველთან

image

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ახალ კაცი გაიჩინა. მისი რჩეული საკუთარივე პირადი მცველია, რომელიც მასთან დაახლოებით ორი წელიწადია რაც მუშაობს. წყვილი კარანტინის დროს დაუახლოვდა ერთმანეთს და ცოტა ხნის წინ გაემგზავრნენ პამელას სამშობლოში.


ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა, პამელა ანდერსონმა ურთიერთობა დაიწყო საკუთარ დაცვასთან, რომლებიც პანდემიის დროს თვითიზოლაციაში ერთად იყვნენ ჩაკეტილები წერს გამოცემა Pagesix-ი.


”მას სერიოზული სიყვარული აქვს. ბოლოსდაბოლოს, მის გვერდით არის ნამდვილი მამაკაცი, რომელმაც იცის როგორ მოექცეს მას. ის თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს ”, - განუცხადა გამოცემას წყარომ.



მან ისიც დასძინა, რომ 53 წლის პამელას რჩეული, როგორც იქნა შოუ ბიზნესის წარმომადგენელი, რაც მისთვის იდეალურია.


"მალიბუს ვარსკვლავის" ახალ საყვარელზე ცოტა რამ არის ცნობილი, იგი 40 წლისაა და როგორც პამელას მეგობრები ირწმუნებიან, ძალზე მოკრძალებული და მოწესრიგებული მამაკაცია.


ერთადერთი, სადაც მისი ახალი რჩეული ნაწილობრივ ჩანს, არის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტო, სადაც სარკის ანარეკლში(განზრახ ან შემთხვევით )დიდი ალბათობით მისი პირადი მცველია აღბეჭდილი.

image

პამელა ანდერსონი იმ ქალთა რიცხვშია, ვინც მარტო არასდროს რჩება. გასულ წელს 53 წლის მოდელი სკანდალით დაშორდა ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელს, ხოლო ამ წლის დასაწყისში მან მოახერხა მის ძველ თაყვანისმცემელზე, 74 წლის ჰოლივუდის პროდიუსერ ჯონ პიტერსზე მეხუთედ გათხოვება და ორი კვირაში გაყრაც - ზუსტად პანდემიის დაწყების წინა დღეს.


0
413
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0