x
image
თორ ნიკე
Mediator image
ანატორი - ჟინი ანთარი
ანატორი - ჟინი ანთარი


ივანე ჯავახშვილი წერს: "ხევსურები თაყვანსა სცემენ ერთ ღვთაებას, რომელსაც ანატორი ჰქვია. არავითარი ცნობა არ მოიპოვება იმის შესახებ, თუ სახელდობრ რომელ ღვთაებად არის მიჩნეული ეს ანატორი, ხევსურეთში, მაგრამ ამის გამორკვევისთვის საყურადღებოა ჩემის აზრით ერთი ჩვეულება, რომელიც შემონახულია სამეგრელოში.


მეგრელები იხსენებენ ხოლმე ერთ ღვთაებას, რომელსაც "ჟინი ანთარი", ზენა ანთარი ეწოდება. დილაადრიან სიმინდის ფქვილისას ნაფუვარს, დიდს ოთხკუთხ კვერს ამზადებენ და ვახშმად კერაზე აცხობენ, რომელსაც სახლის უფროსი მერმე რამდენიმე ოთხკუთხ ნაჭრად ჰყოფს და თანაც შემდეგ ლოცვას წარმოთქვამს ხოლმე: "ჟინი ანთარი პატენი გომორძგვილი! ჩქიმი ორინჯი სი ამიშინი" და სხვას, ესეიგი "ზენა (ზეციერო) ანთარო, ბატონო გამარჯვებულო! ჩემი საქონელი (რაც მაქვს, რაც გამაჩნია) შენ მომიშენე!"-ო.


ახლა სამეგრელოში ყველას დავიწყებული ჰქონია "ანთარი"-ს მნიშვნელობა და არარავინ იცის თუ რა ღვთაებაა იგი, მაგრამ ჩვენთვის ცხადია, რომ მეგრული "ანთარი" და ხევსურების "ანატორი" ერთი და იგივე ღვთაება უნდა იყოს. ამ ღვთაების სახელი შენახულია მგონია აფხაზურშიც, რომელშიაც ეს სიტყვა გვხვდება "აითარ"-ის სახით."



ანატორის ჯვრის ფოტოები არ მოიპოვება, ვინაიდან იმ ადგილებში არავინ ადის, არ შეიძლება. ვერა ბარდაველიძემ აღწერა ანატორის ჯვარი, თუმცა ჩანახატები და სურათები არაა. "შედგება სამი ნიშისგან, ქვითკირის პატარა კოშკებია, რომელთაგან ორზე ჩამოკიდებულია ზარი. ერთ ზარს აქვს ქართული წარწერა, ხალხის აზრით ამ ხატში ასვლა მეტად სახიფათოა - როდესაც ერთმა მგზავრმა ქალმა დაგვინახა რომ ამ ხატიდან ვბრუნდებოდით, შიშით გვითხრა - თქვენ არ გადარჩებით, დაიხოცებითო".


ამ ქვის სახლებში ჭირით დაავადებულები მიდიოდნენ და იქვე იხოცებოდნენ საკუთარი ნებით იმისთვის, რომ სხვებისთვის არ გადაედოთ დაავადება. საინტერესოა, რომ ლეგენდის მიხედვით, ერთ მლოცველ ქისტ ბიჭს შუბი უსვრია სალოცავისთვის, აბა ვნახოთ რას მიზამსო. მალევე შუბით თავად დაიჭრა გულში და დაიღუპა. ადგილობრივებს სწამთ, რომ ზუსტად ამის შემდეგ გაჩნდა ჭირი ანატორში. სალოცავს ქისტები, ლეკები და ინგუშები ლოცულობდნენ და ამის გამო მას ჩვენში "რჯულიან-ურჯულოთ სალოცავს" ეძახდნენ.


წყარო: ქართული წარმართობა


 ანატორის აკლდამა


კრებულები:

1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
145
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0