x
image
Lerato
8 იაფი მედიკამენტი, რომელიც ყოველთვის თან უნდა იქონიოთ
image


1. უნივერსალური პრეპარატი – პარაცეტამოლი (0.30 ლ). ეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამკურნალო საშუალებაა. მის საფუზველზე რამდენიმე ათეული წამალი შექმნეს (პანადოლი, ეფერალგანი). პარაცეტამოლს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი (თავისა და კბილის ტკივილი), მოქმედებს როგორც სიცხის დამწევი და უმნიშვნევლო ანთების საწინააღმდეგო საშუალება. განსაზღვრულ დოზებში ითვლება უსაფრთხოდ ბავშვებისთვის. არ უნდა მიიღონ მათ, ვისაც ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მართალია, იბუპროფენს საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს, როგორც რიგით მეორე სიცხის დამწევ მედიკამენტს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის. პირველ ადგილზე პარაცეტამოლია, რადგან ამ მხრივ უფრო ეფექტურია.


image

2. დიარეა – ლოპერამიდი (0.90 ლ). ეფექტურობით ტოლს არ უდებს იმოდიუმს და უფრო ნაკლებიც ღირს. მოზრდილებში მწვავე და ქრონიკული დიარეის დროს ენიშნებათ დასაწყისში 2 კაფსულა (4მგ), ხოლო შემდგომ 1 კაფსულა (2მგ) თხიერი განავლის შემთხვევაში ყოველი დეფეკაციის შემდეგ. პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 კაფსულას (16მგ). ქრონიკული დიარეის დროს ბავშვებისთვის 5 წელზე ზემოთ დღიური დოზა 2 მგ.


image

3. ალერგია – დიაზოლინი (1.10 ლ). პოპულარულ ერიუსზე ნაკლები ნამდვილად არ არის. წარმოადგენს ერთ-ერთ ძველ ანტიგისტამინურ პრეპარატს. აქვს ანტიალერგიული, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, ხსნის ტკივილსა და ქავილს. უკუჩვენება თითქმის არ გააჩნია.

დიაზოლინის ინსტრუქციის თანახმად, პრეპარატი გამოიყენება მკურნალობისთვის:

  • ალერგიული კონიუნქტივიტი;
  • თივის ცხელება;
  • ეგზემა;
  • ურტიკარია;
  • ალერგიული რინიტი;
  • ნარკოლოგიური ალერგია;
  • ატოპიური დერმატიტი, რომელსაც თან ახლავს მძიმე ქავილი;
  • კანის რეაქციები მწერების ნაკერების მიმართ.
image

4. დამამშვიდებელი – ვალერიანი (0.70ლ.) აქვს სტაბილური დამამშვიდებელი ეფექტი. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას. ზოგიერთი კლინიკური კვლევა მიუთითებს, რომ ვალერიანის მოქმედება არ აღემატება პლაცებოს. ვალერიანი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.



image

5. ტკივილი გულის არეში – ნიტროგლიცერინი (1.40 ლ). ის არა მხოლოდ ძლიერი ასაფეთქებელი საშუალებაა, არამედ გულის ტკივილს ამშვიდებს. აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ნიტროგლიცერინის ტაბლეტი სწრაფად ხსნის სტენოკარდიის შეტევას. თუმცა, არსებობს ერთი "მაგრამ" – მას თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია.

image

6. მაღალი წნევა – პაპაზოლი (0.90 ლ.). პაპაზოლის გამოყენების ძირითადი ჩვენებებია ჰიპერტენზია და სტენოკარდია. ამასთან, იღებენ პერიფერიული სისხლძარღვების, ტვინის სისხლძარღვების, ზომიერად გამოხატული სპაზმებისას, პილოროსპაზმის, სპასტიკური კოლიტების, ქოლეცისტიტის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, შარდსადენი გზების სპაზმების, მონო- და პოლინევრიტების, გადატანილი პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენების, სახის ნერვის პარალიჩის დროს. ინიშნება შინაგანად 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვიის არ შეიძლება.

image7. მოწამვლა – აქტივირებული ნახშირი (0.25 ლ). მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სორბენტი. შთანთქავს შხამებსა და ტოქსინებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სანამ მათი შეწოვა მოხდება. ეფექტურია მედიკამენტით მოწამვლის დროს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თან უნდა იქონიოთ ორი კოლოფი, რადგან 10 კგ.-ზე 1 ტაბლეტს იღებენ. ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ უფრო ძვირიანი და კომპაქტური პრეპარატით – ფილტრუმი.
image

8. სპაზმები – დროტავერინი (1.25 ლ.) შეგიძლიათ მიიღოთ ნოშპის ნაცვლად 1-2 ტაბლეტი თუ ძლიერი სპაზმები გაქვთ მუცლის არეში. ბავშვებისთვის 6 წლამდე ერთჯერადი დოზა 10-20 მგ. შეადგენს, მაქსიმალურ დღიურ დოზას რაც შეეხება – 120 მგ.


image


ზემოთ მოცემული მედიკამენტების ნაკრები შედგენილია ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ სერიოზული სახის ქრონიკული დაავადებები, რაც თავის მხრივ ითხოვს რეგულარულად სპეციფიური წამლების მიღებას.


ასევე დაგაინტერესებთ:


აიურვედული ჩაის საოცარი სასარგებლო თვისებები


8 ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია – ეს ყველამ უნდა იცოდეს!


იცით, ვისკი რამდენ დაავადებას კურნავს?


მცენარე, რომელიც 100 დაავადებას კურნავს – სამკურნალო თვისებები და რეცეპტები


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


0
331
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0