x
image
არჩილ ვერულიძე
ძმათა მტრობა
image

ღმერთები ცხოვრობდნენ ადამიანთა შორის და მეფობდნენ მათზე. ისინი უკვდავები იყვნენ, მაგრამ ძალაუფლებას მემკვიდრეობით გადასცემდნენ. დადგა ოსირისისა და სეთის მმართველობის ხანა. ღმერთებმა "თიკის მიწა" გაანაწილეს მათ შორის. ოსირისს ნილოსის ველი უბოძეს, ველური ხალხით დასახლებული, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ცხოველებზე ნადირობისა და ერთმანეთთან ბრძოლის გარდა. ისინი კლავდნენ ტყვეებს და შემდეგ ჭამდნენ მათ. დიდებული მდინარიდან მხოლოდ ერთ სარგებელს იღებდნენ - სვამდნენ მის წყალს, ვერც კი წარმოედგინათ თუ რა საიდუმლოებები და შესაძლებლობები იმალებოდა ტალახში, რმელიც ნილოსს თავისი სათავიდან ყოველწლიურად ჩამოჰქონდა. ასეთი სამეფო ხვდა ოსირისს.


სეთი გახდა ყველა "უცხო ქვეყნის" მმართველი - დიდი ფართობი ნილოსის ველის ორივე მხარეს. იქ იყო ცხელი, უწყლო, ქვიშიანი კლდოვანი უდაბნოები, საიდანაც მძვინვარე, მშრალი ქარები მიჰქროდნენ ნილოსის ხეობისკენ. იქ, სადაც იზრდებოდა მწვანე ბალახი და ხეები, სეირნობდნენ ანტილობები, ჟირაფები, ვირები და ღორები. ღმერთებს ღორი ამაზრზენ არსებად მიაჩნდათ, სეთმა კი იგი წმინდად აქცია. მაგრამ ყველაზე მეტად მას ვირები მოსწონდა. თავისი თავიც კი დაამსგავსა ვირისას. ასე რომ, იგი მიწაზე დადიოდა - გრძელი, გამხდარი, ვირის სახით, გრძელი ყურებით "შემკული"

სანამ ადამიანები ცხოველებივით ველურები იყვნენ სეთს არ შეშურებია ოსირისის. ოსირისი ბრძენი და კეთილი მმართველი იყო. მან ხალხი დაარწმუნა, რომ კანიბალიზმზე უფრო ამაზრზენი არაფერია. თრავად თესავდა ნილოსის მიერ ჩამოტანილ სილაზე მარცვლეულს, იღებდა მოსავალს და აცხობდა პურს. ადამიანებმა მისგან მიწათმოქმედება ისწავლეს. ღმერთ-მეფე დაეხმარა მათ ცხოველების მოთვინიერებაში, ხეხილის და ვენახების გაშენებაში. ადამიანებს ველური ცხოველებივით, რომ არ ეხეტიალათ, ოსირისმა ასწავლა მათ სახლების შენება. ხალხი გამდიდრდა და გართობა მუისურვა. ამისთვის ოსირისი იყენებდა მუსიკალურ ისტრუმენტებსა და ცეკვებს. გართობა სრულყოფილი, რომ ყოფილიყო, ოსირისმა ადამიანებს ასწავლა ყურძნის დაწურვა ღვინის მომზადებითვის და ქერისგან ლუდის მოხარშვა.



როგორც კი მდინარის პირას ცხოვრება გაუმჯობესდა და იმაზე მეტად გამდიდრდა ვიდრე უდაბნოში, სეთს მათი შეშურდა და ოსირისისთვის სამეფოს წართმევა განიძრახა, ოსირისი ვერაფერს ეჭვობდა. მას უყვარდა ბაღში ჯდომა ყურძნის მტევნით ხელში. კეთილი ღმერთი დაკავებული იყო იმით, რომ ადამიანებს ასწავლიდა, როგორ ემკურნალათ დაავადებებისთვის ბალახების მეშვეობით. ხალხს ყველაზე ხშირად მხოლოდ ოსირისის ხმა ესმოდა, მისი დანახვის გარეშე, რადგან, ხეობის მკვდარი მცხოვრებლებისგან განსხვავებით, ღმერთს ჰქონდა ფოთლების, ხეების, ბალახების ფერის კანი - მწვანე.


0
127
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0