x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მზე ლომის ზოდიაქოში, გურჯი ხათუნი

თამარ მეფის შვილიშვილი.რუსუდან მეფის შვილი, 13 წლის თამარ ბაგრატიონი, პოლიტიკური მიზნით რუმის 17 წლის სულთანს ყიას ად-დუნ ქეი ხუსრევ II ცოლად შერთეს.ქორწინების პირობის თანახმად თამარს რელიგია არ შეუცვლია.მიუხედავად იმისა, რომ თამარი სულთნის მესამე ცოლი იყო.მან თავისი სილამაზითა და გამჭრიახი გონებით არა მხოლოს სულთანი არამედ მთელი კონია მოხიბლა.მისი სილამაზის გამო სულთანმა თამარს გურჯი ხათუნი (ქართველი ქალბატონი) უწოდა.ისლამის რჯულის წესების მიუხედავად, სუთანმა თამარის სახე მზის სახით ლომის ზოდიაქოში გამოსახა და ამ ფორმით მონეტა მოაჭრევინა.გურჯ ხათუნს სულთნის რჩეული ცოლობა ძვირად დაუჯდა, ის სხვა ცოლებმა მოწამლეს.სულთანმა ამის გამო თავისი პირველი ცოლი სიკვდილით დასაჯა.თამარს მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა. სანამ გურჯი ხათუნი კონიაში შეჭივრებულ მოსახლეობას ეხმარებოდა და მისი გულკეთილობის სახელი მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა, საქართველოდან კონიაში რუსუდანი თავის ძმის ლაშა-გიორგის ვაჟს დავით ულუს ტახტის მემკვიდრეს გზავნის.ხოლო თამარს მის მოკვლას ავალებს.თამარი მის ბიძაშვილს პატივით ხვდება და დედის მოთხოვნას ყურს არ უგდებს.რუსუდანი მშვილისა და ძმიშვილის დასჯის მიზნით ხუსრევს წერილს წერს, სადაც თამარს დავითის საყვარლობას აბრალებს.განრისხებულმა ხუსრევმა თამარი სასტიკად ცემა, რელიგიის შეცვალა მოსთხოვა, ხოლო დავითი დილეკში გამოამწყვდია.მოგვიანებით მიხვდა ხუსრევი რუსუდანის მიზანს თამარს ბოდიში მოუხადა და მათი სიყვარული სულთნის მოილოდნელ გარდაცვალებამდე გრძელდება.სულთნის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ქვრივ დედოფალს წესისამებრ ცოლად ირთავს ვეზირი ფერვანი.რომელიც კონიის გამგებელი და მმართველი გახდა.თამარი მეგობრობს აღმოსავლეთის ყველა დროის დიდ მოაზროვნე ჯალალ-ედინ რუმთან.მისივე მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი.

1277 წელს ფერვანის სიკვდილის შემდეგ გურჯი ხათუნი იძულებულია ტახტის მემკვიდრე შვილთან ერთად ემიგრაციაში წავიდეს. სადაც მას და მის შვილს ნახევარ ძმების ბრძანებით კლავენ..გურჯი ხათუნის საფლავი ისევე უცნობად დარჩა როგორც მისი ბებიის თამარ მეფის საფლავი.

0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:ნენე ნემსაძე
ნენე ნემსაძე
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0