x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მეცნიერებმა დაასახელეს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ოპტიმისტური და პესიმისტური ასაკი
image


ამერიკელმა ანალიტიკოსებმა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ბიოქიმიური კრიზისი შეისწავლეს.


ორი ამერიკული ინსტიტუტის - დარტმუთის კოლეჯის და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ არსებობს ასაკი, როდესაც ადამიანი განიცდის ცხოვრების ყველაზე უსიამოვნო მომენტებს.


ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ მთლიანი მსოფლიო სურათი, მათი დაკვირვებით, არ არის დამოკიდებული ზოგიერთ გარე ფაქტორზე, სიმდიდრეზე ან სოციალურ სტატუსზე, არამედ მხოლოდ ორგანიზმის სიჯეილეზე ანუ მასში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესებზე და ჰორმონების დონეზე.



NBER ვებგვერდზე განთავსებულ მასალაში ნათქვამია, რომ მონაცემები მოპოვებულია მსოფლიოს 132 ქვეყნიდან . საერთაშორისო გამოკითხვის შედეგად, ყველა ასაკის რესპონდენტს სთხოვდნენ შეეფასებინათ რამდენად კმაყოფილი არიან თავიანთი ცხოვრებით.


შედეგად, აღმოჩნდა, რომ ყველაზე კმაყოფილი და ბედნიერები არიან 18-დან 20 წლამდე ახალგაზრდები. ხოლო კრიზისს და დეპრესიას ყველაზე ხშირად განიცდიან ვინც 47 - 48 წელს მიაღწია. ამავე დროს, ახალგაზრდობიდან დაწყებული, ყოველწლიურად ცხოვრებისადმი დამოკიდებულება სულ უფრო და უფრო ნაკლებად ოპტიმისტური ხდება, აღნიშნულია კვლევაში.



განსხვავებაა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის მსოფლმხედველობაში. ასე მაგალითად, ცხოვრების კრიზისის განცდა რუსებს, მექსიკელებსა და ჩინელებს 43 წლის ასაკიდან ეწყებათ, განვითარებად ქვეყნებში - საშუალოდ 48 წლიდან, ხოლო მაღალ განვითარებული ქვეყნების მაცხოვრებლები ამას 47 წლის ასაკიდან გრძნობენ.


კრიზისი გრძელდება საშუალოდ 60 წლამდე, ამის შემდეგ, როგორც ანალიტიკოსებმა დაადგინეს, ადამიანებს სიცოცხლის ხალისი კვლავ უბრუნდებათ და 70 წლის ასაკში ადამიანები უფრო ოპტიმისტები ხდებიან.



0
302
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0