x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
რატომ არის “ქართული ტრადიციები” ჩამორჩენილობა, უკულტურობა და სიბნელე

ტრადიციონალისტი პოლიტიკოსები და ე. წ. საზოგადო მოღვაწეები ხშირად ჩვენი ქვეყნის ჩამორჩენილობის და დეგრადაციის სიმპტომებს “წინაპრების ტრადიციებს” უწოდებენ და ცდილობენ, ისინი ამგვარი სახით შეასაღონ დაბნეულ მოსახლეობას. მაგალითად, ისინი ამტკიცებენ, რომ ე. წ. ქალიშვილობის ინსტიტუტი სიბნელე და პროვინციალიზმი კი არ არის, არამედ წინაპრების მიერ დანატოვარი მშვენიერი ჩვეულება. არადა, მსოფლიოს ქვეყნებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ქალიშვილები სწორედ იქ არიან ბლომად, სადაც უწიგნურობა, გაუნათლებლობა და სიღატაკეა; ყველაზე ხშირად სწორედ ასეთი ქვეყნების წარმომადგენელი მამაკაცები (ინდოელები, ბანგლადეშელები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მკვიდრები, ტაჯიკები და ა. შ.) შედიან მაგალითად საშა გრეის ან ვალენტინა ნაპის Facebook-ის გვერდებზე და ღლიცინით და ღრეჭით უმტკიცებენ ამ პორნოვარსკვლავებს, რომ “მათზე ღამღამობით ოცნებობენ”. მსგავს ამპლუაში თქვენ თითქმის ვერ ნახავთ ინგლისელებს, ამერიკელებს ან გერმანელებს, რადგან მათ ბევრად უფრო საინტერესო პირადი ცხოვრება აქვთ. მე მაგალითად, არ მინახავს გერმანელი მამაკაცი, საშა გრეის Facebook-ზე რომ ეღლიცინებოდეს და რა გამოდის? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩამორჩენილი და ღატაკი ქვეყნების მკვიდრებს მეტი “ქართველობა” გააჩნიათ? როგორ შეიძლება გვქონდეს რაიმე საერთო კულტურული თვალსაზრისით ვთქვათ, კუნძულ ბორნეოს მკვიდრებთან ან კენიელ ფერადკანიანებთან? ეს ხომ სამყაროს ის კუთხეებია, რომელთა უძველეს მაცხოვრებლებს ჩვენი წინაპრები ათეულობით ათასი წლის შემდეგ თვალით არ უნახავთ? ვისთან უფრო მეტი საერთო შეიძლება გვქონდეს ისტორიულად და კულტურულად - ბერძნებთან, რომლებიც აქ ძველ დროში საკუთარ ქალაქებს აგებდნენ თუ ბორნეოს, ვანუატუს და ზიმბაბვეს მოსახლეობასთან?


ზუსტად ანალოგიურის თქმა შეიძლება ჰომოფობიაზეც. ჰომოფობიური ქვეყნების რუკას თუ გადავხედავთ, პირველ რიგში თვალში აზიის, აფრიკის და ოკეანეთის უღატაკესი ქვეყნები შემოგვეჩხირება. და რა გამოდის, მათთან უფრო მეტი საერთო გვაქვს კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით თუ გერმანელებთან, იტალიელებთან ან რუმინელებთან, რომლებიც აქვე, სულ ახლოს, ჩვენივე კონტინენტზე ცხოვრობენ და რომლებთანაც ათასწლეულების მანძილზე გვქონდა მჭიდრო ურთიერთობა, ხოლო ადრეული ბრინჯაოს პერიოდიდან საერთო ფესვები გვაკავშირებს? თუ ჰომოფობიას და ქალების ჩაგვრას ქართველობის საზომ ერთეულებად ვაღიარებთ, გაგვიკვირდება, თუ რამდენი მსგავსი “ქართველობა” აღმოაჩნდებათ მსოფლიოს უღარიბესი და ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების და რეგიონების მკვიდრებს, რომლებთანაც ისტორიულად კონტაქტი არასოდეს გვქონია.


ამრიგად, ჰომოფობია, ე. წ. ქალიშვილობის ინსტიტუტი და მსგავსი მანკიერებები არ არის არც ტრადიციები და არც ქართველობა. ეს არის ჩამორჩენილობა, უკულტურობა და სიბნელე. ამიტომ თუ არ გვსურს, რომ მსოფლიოს ცივილიზებულმა და განვითარებულმა ნაწილმა ყველაზე განუვითარებელ ქვეყნად აღგვიქვას, სასწრაფოდ უარი უნდა ვუთხრათ მსგავს მანკიერებებს და მათთან ერთად იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც ფანტასმაგორიული მონსტრების მსგავსად ადამიანის ქვეცნობიერის ყველაზე ბნელ კუთხე-კუნჭულებს ეტანებიან და იქიდან გვმოძღვრავენ, რომ თუ გეი ქორწინებებს დავაკანონებთ ან თუ ქუჩებში ტატუებიანი ქალები და პირსინგებიანი მამაკაცები ივლიან, რომლებიც ერთმანეთთან თავისუფლად დაკავდებიან სიყვარულით, გადავგვარდებით და ქართველობას დავკარგავთ. რა თქმა უნდა, ეს ბოდვაა და რეალობა თავისი ყველა ასპექტით ამის საპირისპიროს ამტკიცებს.


სექსი


0
183
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0