x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ქალი დარწმუნებულია,რომ 10 წლის წინ გარდაცვლილი მამა გამოეცხადა(ვიდეო)
imageუკანასკნელი თვეების განმავლობაში ნორმა ვილას (Norma Villa)ტეხასის შტატიდან ძალზე გაუჭირდა. ექიმებმა 75 წლის დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და უთხრეს, რომ დედამისს მაქსიმუმ ექვსი თვის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი.


ეს დროც უკვე იწურებოდა, როდესაც დედამ ქალიშვილთან მისი ჰოსპისში გადაყვანის საკითხი დააყენა. ნორმამ კატეგორიული უარი განაცხადა, იგი დედასთან განშორებას არ აპირებდა, დედამისი ტერეზა კი თვლიდა, რომ ეს ყველასთვის უფრო კარგი იქნებოდა, რადგან მოხუცი ქალი დამოუკიდებლად ვეღარ მოძრაობდა.


image

გაბრაზებული ნორმა სხვა ოთახში გავიდა დასამშვიდებლად და ათი წლის წინ გარდაცვლილი მამამისის სურათს საუბარი დაუწყო. საუბრისა და რჩევის თხოვნის შემდეგ, 55 წლის ქალი აივანზე წამოწვა, რა დროსაც სათვალთალო კამერიდან მიიღო შეტყობინება ტელეფონზე, რომ კამერამ ვერანდაზე მოძრავი ობიექტი დააფიქსირა . ვიდეოს ყურების შემდეგ, ნორმა დაიბნა. მსუბუქი სილუეტი საქანელაზე ჩამოჯდა და ქანაობა დაიწყო.


image

ქალმა ქმარს აჩვენა უცნაური ვიდეო, რის შემდეგაც ერთობლივად დაასკვნეს, რომ სწორედ ნორმას მამამ გადაწყვიტა მათ მონახულება ოჯახისთვის ასეთ რთულ პერიოდში.


აღსანიშნავია, რომ მამამისს სწორედ ამ საქანელაზე მოსწონდა მოწევა და ამინდით ტკბობა. სადაც მოჩვენება იჯდა, სწორედ მისი საყვარელი მოსასვენებელი ადგილი იყო სიცოცხლეში.

image

"ვფიქრობ, რომ მამა იყო.როდესაც ჩანაწერს ვუყურე, რაღაც თბილად და კარგად ვიგრძენი თავი, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ის იყო. კარგია, რომ მან ყურადღება მოგვაპყრო და მანუგეშა"-განაცხადა ნორმამ.

0
207
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0