x
პოზიტიური ფიქრები

imageსაიდან მოდის პოზიტივი, როგორ ვითარდება ის.აქვს თუ არა საფუძველი, საერთოდ როგორ იყენებენ ადამიანები მას, რა მიაჩნიათ პოზიტივის წყაროდ.ამაზე საუბარი ფსიქოლოგებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ასევე დღევანდელ საუკუნესა და რეალობაში.ჩვენც, ხშირად განვიხილავთ ამ საკითხს რადგან პოზიტივი დიდ სიხარულს გვანიჭებს, ის გადამდებია ჯაჭვური რეაქციით მიდის ერთიდან მეორეზე უცაბედად გადადის.პოზიტივია როცა არა მხოლოდ იღიმი, ბედნიერი ხარ და ამ მდგომარეობას ინარჩუნებ დიდი ხნის მანძილზე არამედ როცა დადებითი ემოციები გაქვს, დადებითი რეაქცია ყველა საკითხისადმი.დადებითად აზროვნებ, რეაგირებ, დადებითი რეაქცია გაქვს ამა თუ იმ სიტუაციის, საქმისადმი.დადებითი ენერგიის შენარჩუნება კი არცისე ადვილია, ის სიღრმისეულად უნდა შეიგრძნო რათა არ გაქრეს შინაგანი სამყაროსგან და არ განცალკევდეს.ვისაც უარყოფითი აურა, ენერგია აქვს სამყაროსადმი ის ვერასდროს მოეწევა ამ ცხოვრებაში ვერაფერს სასიკეთოსა და სასარგებლოს.პოზიტივს ადამიანები სულიდან ასხივებენ, პოზიტივის წყარო კი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს.უმნიშვნელო, პატარა ან დიდი და მნიშვნელოვანი.თუნდაც ჰაერი, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს, თავისუფლებას შევიგრძნობთ.მთვარე, ვარსკვლავი მანათობელი სინათლის სხივი ენერგიას გამოიმუშავებს და ადამიანებს ჩუქნის.ვარჯიში, იოგა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ანტისტრესი, წიგნები დადებით პოზიტივთან შეგვიძლია დავაკავშიროთ.ის რაც ჩვენ გვსიამოვნებს, ბედნიერებას გვანიჭებს, უბრალოდ გვაღიმებს და გვარწმუნებს იმაში, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი და მნიშვნელოვანი ფუგურა ვართ.ენერგეტიკის წყაროდ ასევე აღიარებენ ყავას.ყველასათვის საყვარელი სასმელი რომელიც ენერგიას ზრდის, ადამიანს აფხიზლებს და დღეს ულამაზებს.თუნდაც ჩაიც შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად, რადგან მას დამამშვიდებლის ეფექტი აქვს.დილით ამომავალი კაშკაშა, ყვითელ სხივებიანი მზე რომელიც მთელს დედამიწაზე ანათებს ადამიანებს გულებს უნათებს მათში აღწევს და ბრჭყვიალა ფერებს სძენს.როცა მის ყოველ სხივს შეიგრძნობ, ციდან ტყორცნილ თითო სხივ სიხარულს მას დღეების მანძილზე ინაწილებ, გინდა, რომ დიდხანს გასტანოს და მუდამ კარგ ხასიათზე იყო.მზე, აღიარებულია ენერგიის წყაროდ რომელიც ადამიანებს დადებით მუხტს ჩუქნის.შესაძლებლობებში არწმუნებს, თავდაჯერებულობის უნარს აძლიერებს ბევრ რამეზე აფიქრებს, საინტერესო კითხვებსაც უჩენს თუ საიდან აქვს ამდენი ძალა იმისა, რომ ყოველი დილა დაიწყოს ნათებით.იმ ნათებით რომელიც მუდამ თავის ფორმაშია, ძლიერია და არასდროს ჯდება მისი ელემენტი.არასდროს გამოდის წყობილებიდან, წვიმის შემდეგაც იჩენს თავს.უსასრულოა...სინათლის წყარო რომელიც დადებითი თვისებებით სავსეა.რომელსაც ყველასათვის სიკეთე ემეტება და აჯერებს ყველას იმას, რომ ``შენ მზე ხარ`` ყველას შეგვიძლია განათება, მთავარია ძალა, ენერგია გამოვიყენოთ და არ ვუარყოთ ის.როცა გაქვს შანსი, ხელიდან არ უნდა გაუშვა.იფიქრეთ მხოლოდ კარგზე, ამინდზე მომავალ დღეებზე დარიან, ავდრიან დროზე.სეზონთა ცვლაზე, მათ მახასიათებლებზე, უნარებზე, ჩვევებზე.მოჭიკჭიკე ჩიტებზე, სურნელოვან ყვავილებზე, ერთგულ ცხოველებზე და ბუნებაზე რომელიც ამ ყოველივეს გვაძლევს, გვჩუქნის და ჩვენს გულამდე მოაქვს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მივიღოთ, გულში ჩავიხუტოთ და ჩვენად ვაქციოთ.დაერქვას ``ჩვენი`` სახელი.გააფერადეთ ყოველი განვლილი დღე, არასდროს დატოვოთ თეთრი ფურცელი ყოველთვის გააფერადეთ ის.შემატეთ ეფექტი, ბზინვარება და სიდიადე რომელიც უნდა გააჩნდეს, რომლის ღირსიც არის.მუდამ ის იმეორეთ ჩუმად თუ ხმამაღლა, რომ ``ყველაფერი კარგად იქნება`` წინა დღე უკეთესი მეორე დღე იქნება, საინტერესო იატორიებს შეიტყობ, აღმოაჩენ ბევრ ისეთ ფაქტს რაც გაგაოცებს და არსებობას გაგილამაზებს.არ აყვეთ სხვების ნეგატივს, ნეგატივიც გადამდებია.თქვენ, თქვენი პოზიტივი გქონდეთ ის გადაგარჩენთ და იმ სხვას ასე უხეშად, რომ ვთქვათ რაც უნდა ის უქნია.არ დანტერესდეთ მისი უარყოფითი კომენტარებით, ფრაზებით, აზრებით, საუბრითრეალურად ეს ადამიანის ენერგიაზე ცუდად აისახება შესაძლოა ვერ განიცადოთ, იგრძნოთ როგორც საჭიროა მაგრამ იდუმალივით გაგიელვებთ გულში ცუს ზეგავლენას მოახდენს სულიერ გარემოზე.თუ არჩევანი გექნებათ, აუცილებლად აირჩიეთ პოზიტივი რადგან ერს გადაარჩენს.მეტი პოზიტივი, ნაკლები ნეგატივი!დაიმახსოვრე, რომ შენ მზე ხარ, ყველას სჭირდები.ძალა უნდა გქონდეს იმისა, რომ ყოველი დილა დაიწყო, ყოველი დილა გაანათო და დანარჩენებს წარმატებული დღე უსურვო...

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0