x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
პრინცი თუ გამოსავალი ? იქნებ პრინცია გამოსავალი?

მე მიყვარს ზღაპრები და მიყვარს მსჯელობა მათ შესახებ.. დღეს დასვენების დღე მქონდა სამსახურში, რომელიც მეტწილად ძილს დავუთმე, მგონი შეკითხვაც სიზმარში გაჩნდა : რა მოხდებოდა თუ მომხიბვლელი პრინცი არასდროს გამოჩნდებოდა? სამუდამოდ დაიძინებდა ფიფქია? თუ საბოლოოდ გაიღვიძებდა, მოწამლულ ვაშლს გადმოაფურთხებდა, იპოვიდა სამსახურს, აიღებდა ჯანდაცვის პაკეტს და იყოლიებდა შვილს? არ შემეძლო გაოცება არ გამომეხატა, ნუთუ ყოველი თავდაჯერებული, მარტოხელა ქალის შიგნით არის ნაზი პრინცესა, რომელიც გადარჩენას ელოდება?! ზღაპარი, როგორც წესი იწყება ასე: ''იყო, და არა იყო რა''image
, შემდეგ მოთხრობის პერსონაჟებს წარმოგვიდგენენ, სადაც გმირი, ან გმირები იბრძვიან ბოროტის დასამარცხებლად.. ბოროტმოქმედი აჯადოებს კეთილს, რის შემდეგაც, მათი ცხოვრება სავსეა გაჭირვებითა და სასოწარკვეთით.. გმირის უბედურების მწვერვალზე რაღაც ჯადოსნური ხდება, სათნოება ამარცხებს ავს.. ფიფქიაზე ზღაპარში, მომხიბვლელი პრინცი, გასაჭირში მყოფ ფიფქიას იხსნის ჯადოსნური კოცნით და შემდეგ ისინი აგრძელებენ ცხოვრებას დიდხანს და ბედნიერად.. მაგრამ ფიფქიაზე მოთხრობილი ამბავი ზღაპარია, და თუ ჩვენ არ ვცხოვრობთ ზღაპარში, რა გველის? თუ სასოწარკვეთილები ვართ ან უბრალოდ გვიჭირს, გამოსავალი რაშია, ბროლის ფეხსაცმელში უნდა დავიდოთ ბინა თუ მინის სახლში დავწვეთ და ველოდოთ ჩვენი პრობლემებისგან გამოსავალს? თუ არავინ ჩანს, როგორ შეგვიძლია ბედნიერად გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და თავიდან ავიშოროთ პრობლემები? რა მოხდება, თუ არცერთი მომხიბვლელი პრინცი არ ჩანს ჰორიზონტზე, რომელიც ჩვენსკენაა მომართული?! ჩემი კითხვა სულაც არ არის საშიში, მე მინდა ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებელი თვითონ ვიყო და მე თვითონ გადავირჩინო საკუთარი თავი .. მაგრამ მეორე მხრივ, მოგიწოდებთ რომ ზღაპრების გჯეროდეთ.. მე უბრალოდ უშედეგო ლოდინად მივიჩნევ, დროს რომელსაც ვკარგავთ მომხიბვლელ პრინცზე ლოდინში, ის შეიძლება არასდროს მოვიდეს, ან სულაც კუდიანი მოეწონოს..შეილება ყველაფერი ჩვენ თვითონ ვაქციოთ ზღაპრად, თუ დავიჯერებთ.. რა მოხდება თუ ჩვენ თვითონ ვეცდებით საკუთარი თავების გადარჩენას? რას გააკეთებდა ფიფქია უიმედო მდგომარეობაში? გავიხსენოთ, როგორ ვმართავთ ჩვენ პრობლემებს, რეალურ ცხოვრებაში, უიმედო სიტუაციაში რაღაც იდეა გვებადება, რომლის წყალობითაც ვცდილობთ მოვაგვაროთ პრობლემა..ცხოვრება იმდენად ელასტიურია, რომ ''ჯადოსნური'' შემობრუნებები შეუძლია.. ძირითადად, ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება.. ზოგჯერ ეს შესაძლებლობები თვალსაჩინოა, ზოგჯერ შენიღბული.. ფიფქიაზე ზღაპარში, გადიოდა დრო, სანამ ერთ დღესაც, მოგზაურმა პრინცმა არ დაინახა და შეიყვარა ულამაზესი ფიფქია.. თუმცა, რომ არა კეთილი ჯუჯები, ეს ზღაპარი ასე ბედნიერად არ დამთავრდებოდა..

და მაინც, რა მოხდებოდა პრინცი რომ არ გამოჩენილიყო? მიწისძვრის წყალობით ფიფქია გადმობრუნდებოდა მინას დაამსხვრევდა და მოწამლული ვაშლის ნაწილს გადმოაფურთხებდა? ფიფქია გაიღვიძებდა, ძველებურად მომღიმარი, რომელიც სულაც არ იქნებოდა მომხიბვლელი პრინცის კოცნაზე დამოკიდებული და ის ალბათ დაგეგმავდა თავის ცხოვრებას, იცხოვრებდა ბედნიერად, აისრულებდა ოცნებებს, და მიხვდებოდა, რომ ყველა პრობლემას მოსდევს გამოსავალი, რომ შეცდომა არის გაკვეთილი, რომლის გამოსწორებაც შეიძლება, ზოგჯერ პრინცების გარეშეც..

0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:მილიცა რუსია
მილიცა რუსია
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0