x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134519
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მივა მთასთან"
image

საინტერესოა, რომ გამოთქმა "თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მივა მთასთან" არაფერ შუაშია წინასწარმეტყველ მუჰამედის საქმიანობასთან. თავდაპირველად მას საფუძვლად უდევს ცბიერი კაცის, ხოჯა ნასრედინის ამბავი.


რატომღაც, ხოჯას თავი წმინდანად წარმოედგინა, ის ამაყობდა თავისი რწმენის ძალით და სასწაულის შექმნის უნარით. "ღირს ქვას ან ხეს ვუხმო, ირწმუნებოდა ხოჯა, და ისინი მაშინვე ჩემთან მოვლენ" მას შესთავაზეს იქვე მხარდი მუხა მოეხმო. ხოჯამ სამჯერ დაუძახა "ჯიუტ ხეს" მაგრამ ის არც კი გაინძრა. გაბრაზებული ხოჯა თვითონ წავიდა მუხისკენ. "სად მიდიხარ?" დაცინვით ჰკითხეს გარშემომყოფებმა. ხოჯამ უპასუხა: წმინდანები არ არიან ამაყნი, თუ ხე არ მოდის ჩემთან, მაშინ მე მივალ მასთან.


მაგრამ ინგლისელმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა ფრენსის ბეკონმა თავის წიგნში "მორალური და პოლიტიკური ესეები" ამ იგავს თავისი ვერსია მისცა და ხოჯა მუჰამედით ჩაანაცვლა.



მუჰამედმა დაარწმუნა ხლხი, რომ თავისთან მოიხმობდა მთას და მისი მწვერვალიდან აღავლენდა ლოცვას მორწმუნეთათვის. ხალხი შეიკრიბა, მუჰამედმა კვლავ და კვლავ შესძახა მთას: როდესაც მთა ადგილიდან არ დაიძრა, მან სრულიად მშვიდად თქვა: "თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მივა მთასთან."


ამ გამოთქმის მნიშვნელობა ორგვარია, ისევე როგორც მისი წარმოშობის ამბავი. ერთნი თვლიან, რომ ის ნიშავს: სასურველის მისაღებად თავად უნდა იმოქმედოთ და არ ისხდეთ ხელდაკრეფილი; მეორენი მიიჩნევენ: იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც გარემოებების გამო აუცილებელია დაემორჩილო მას, ვისგანაც ელოდი მორჩილებას.


0
678
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
678
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0