x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სვიმონ მასხარაშვილის ღია წერილი დასავლეთისადმი
სვიმონ მასხარაშვილის ღია წერილი დასავლეთისადმი


"1240 წლიდან მოყოლებული 540 წლის მანძილზე ქართველები გემუდარებოდით უყურადღებოდ არ მიგეტოვებინათ აღმოსავლეთში ქრისტიანობის უკანასკნელი ბურჯი. უთქვენოდ და თქვენს სახეიროდ მოვიგერიეთ თემურ ლენგი, გადავურჩით მონღოლობას, ყიზილბაშობას და ოსმალობას. საუკუნეების მანძილზე ვმფარველობდით იერუსალიმის სიწმინდეებს, თქვენგან შემწეობა არ ჩანდა. ბოლოს ერთადერთს გთხოვდით, საერთაშორისო დონეზე სიტყვიერ და დიპლომატიურ მხარდაჭერას. ფულს და ჯარს ვინ ჩივის, ჩვენთვის სიტყვაც კი არ გაიმეტეთ. ოდნავი გულისხმიერება რომ გამოგეჩინათ, რუსულ ოკუპაციას გადავურჩებოდით. თქვენი ეგოიზმითა და ჩვენს პოლიტიკოსთა ბედოვლათობით ისარგებლა რუსეთმა და 1783 წლიდან საქართველოს ოკუპაცია-ანექსია დაიწყო, რაც მხოლოდ 1867 წელს დასრულდა ოდიშის სამთავროს ანექსიით. არც ამჯერად გაგირყევიათ ხელი და ხმა არ ამოგიღიათ ქართველთა დაპყრობა-გენოციდზე. რუსეთისგან დაპყრობილ და სასოწარკვეთილ, მშობლიურ ენაზე ლოცვააკრძალულ, გამარქსისტებულ რუსულ-ქართულ წიაღში კი სტალინი იშვა, რომელმაც ნახევარი ევროპა გადახნა და ბერლინი თავზე დაგალეწათ. სტალინის ფენომენი საერთოდ არ იარსებებდა, რომ არა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა, ხოლო თქვენ რომ ოდნავ სოლიდარულნი ყოფილიყავით თქვენსავით ქრისტიანი და ქრისტესავით ჯვარცმული საქართველოს მიმართ, რუსეთი ვერასდროს გადმოლახავდა კავკასიის ქედს. შესაბამისად, სტალინიზმი თქვენი ფსევდო-შეშფოთებული ეგოისტური ინფანტილიზმის ნაყოფია. დღეს რუსეთთან ნაომარი, სტალინის ძეგლის დამანგრეველი, სასწაულებრივად მკვდრეთით აღმდგარი ქართველობა ისევ მეგობრობას, "ნატო"-ში გაწევრიანებას გევედრებათ, რათა ფეხზე დავდგეთ და ევროპულ ქრისტიანულ, ლიბერალურ სამყაროს ღერძად ვიქცეთ ევრაზიის გეოპოლიტიკურ ცენტრში. ისევ ხელს გვკრავთ და ისევ გზას უხსნით რუსულ ოკუპაციას. რუსეთის წიაღში კი საქართველო რუსთველსა და სულხან-საბას ვერ დაბადებს. რუსეთის წიაღში ქართული გენეტიკა ბერიებსა და სტალინებს ბადებს. და თუ საქართველო თქვენი უჯიგრობის წყალობით კვლავაც დაეცა, ახი იქნება თქვენზე არქი-სტალინი, რომელიც მხოლოდ ბერლინით აღარ დაკმაყოფილდება და მთლიანად გადაგხნავთ! თუმცა ამ წერილს რა აზრი აქვს, თქვენ ხომ ქართული არ გესმით..."


პროფესორი, ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი. 2014 წ.




კრებულები:

1. პროტო-ქართული ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


8
783
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
783
  
2020, 5 სექტემბერი, 17:52
ერთადერთი გამოსავალი,რაც საქართველოს აქვს არის მაქსიმალურად სწრაფად გამდიდრება,რაც ლიბერტარიანული პრინციპების გარეშე არ გამოვა. ესეც არ არის 100% კარგი,მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. 3.5% ეკონომიკური ზრდა არის ჭაობში დიდხანს დარცენის გარანტი,როცა ინფლაცია თითქმის 6 % უტოლდება. ამ კორონამ საერთოდ ყველაფერი არია და ჩვენაირი ეკონომიკისთვის ეს დიდი პრობლემაა,მით უფრო როცა სოციალ-დემოკრატები არიან ხელისუფლებაში.
2020, 5 სექტემბერი, 17:48
ეგ ეგრე უნდა მოხდეს,მაგრამ სად არის ეს "უნდა". თქვენი თქმის არ იყოს,ამ პირობებში საქართველოს სამომავლო პერსპექტივა არ გააჩნია. ერთიანი გეგმა და მიზანი არ არსებობს აგერ 30 წელია უკვე. რა გგონიათ,რომ ის პროექტები,რომლებიც დავასახელე დასრულდება უეჭველად? არ არის ეგრე და ამას ერთიანი სტრატეგია სჭირდება. სულ ახლახან არ იყო,აზერბაიჯანს და ჩვენს შორის შუღლის ჩამოგდებას რო ცდილობდნენ გარეჯის თემაზე და ეს ყველაფერი საიდან მოდიოდა არ მკითხო ეხლა. გამსახურდია ერთიანი კავკასიური ოჯახისთვის მიისწრაფოდა,რაც გარანტი იქნებოდა რუსეთისგან თავდაცვის და თქვენი ხსენებული აბრეშუმის გზის რეინკარნაციაც მოხდებოდა და საქართველო სტრატეგიული ქვეყანა გახდებოდა. ამიტომაც მოიშორეს და ამიტომაც ვართ ქაქში ეს წლები. ის ხალხი კი,როლმებმაც რუსეთის საქმე გააკეთეს ზოგი პარლამენტშია და ზოგიც საპატრიაქოში. გამოდის რო ორი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტს რუსეთი მართავს და ილუზიააა იმაზე ფიქრი,რომ რუსეთი დაუშვებს მსგავსი პროექტის გაკეთებას საქართველოს ჩართულობით. საქართველო რეალირად ვერ შედგა სახელმწიფოდ,თორემ ეს თემები ეხლა ჩვენი გასარჩევი კი არ იქნებოდა,არამედ დღის წესრიგში იქნებოდა და ჩვენც რეალურად განვითარებას შევეჭიდებოდით.
2020, 5 სექტემბერი, 17:28
რატომ ხდება საქართველო მნიშვნელოვანი როგორც რუსეთისთვის, ისე დასავლეთისთვის?
რისთვის იბრძოდა ზვიად გამსახურდია, რატომ უნდოდა საქართველოს დამოუკიდებლობა ასე ძალიან და რა გეოპოლიტიკური წონა აქვს საქართველოს, რად შეგვიძლია ვიქცეთ და რატომ გვებრძვის რუსეთი ასე გამწარებული?
საქართველო არის ევრაზიის გეოპოლიტიკური ცენტრი და კვანძი. ჩვენ შეგვიძლია ვიქცეთ რუსეთის გეოპოლიტიკურ ალტერნატივად და გავხდეთ ბიზნეს და კულტურული ჰაბი. ეს თუ მოხდა, დაიწყება ისეთი პროცესები, რასაც დასავლური სისტემის რუსეთში შესვლა და ბოლომდე ფეხის მოკიდება ჰქვია, რაც საბოლოოდ დაასრულებს რუსულ იმპერიულ მოდელს და დაუქვემდებარებს ამ ქვეყანას ახალ მსოფლიო წესრიგს და დასავლურ კულტურას, საქართველო კი პერიფერიული ქვეყნიდან გადაიქცევა ცენტრალურ ქვეყნად რაც ყოველთვის იყო და ბუნებრივად, გეოგრაფიულად არის, თუ ამ მდგომარეობის ხელოვნურად, უხეში ძალის ჩარევით შეცვლას და მის პერიფერიად გარდაქმნას არ ახდენს რომელიმე ჯოჯოხეთური ძალის მქონე სუპერსთეითი, როგორიც რუსეთია და რომელიც ამას აკეთებს უკვე მისი კავკასიაში შემოსვლის დღიდან დღემდე.
1453 წელს მოიშალა მსოფლიო გეოპოლიტიკური წყობა იმით, რომ თურქებმა აიღეს კონსტანტინოპოლი და ჩაკეტეს ბოსფორი. შეწყდა აბრეშუმის გზის არსებობა და ევროპა ვეღარ უკავშირდებოდა ჩინეთის და ინდოეთის ბაზრებს. დასავლეთ ევროპას ჰქონდა ერთადერთი გზა: დღეს იქნებოდა თუ ხვალ მუწევდა ომი კონსტანტინოპოლის გასათავისუფლად, რომ აღდგენილიყო აბრეშუმის გზა და ათასწლოვანი მსოფლიო წესრიგი. მაგრამ ეს არ მოხდა იმიტომ, რომ მათ აღმოაჩინეს ამერიკის ორი კონტინენტი, რომელიც ორ რუსეთზე უფრო დიდი ტერიტორიაა და ავსტრალია. ამ მიწების ათვისებით და საზღვაო ცივილიზაციის შექმნით ეგონათ რომ ახალ მსოფლიო წესრიგს დაამყარებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა იმიტომ, რომ დღემდე ორივე ამერიკაში ცხოვრობს მილიარდზე ცოტა მეტი ადამიანი. მსოფლიოს სიმძიმის ცენტრი ისევ ევრაზია-აფრიკა რჩება. ამ სივრცეზე ახალი კონტროლის მექანიზმის და ეკონომიკური ერთობით დამყარებული საერთო თამაშის წესების გარეშე არაფერი გამოვა.
2020, 5 სექტემბერი, 17:28
ამას კარგად აუღო ალღო ქსი ჯინპინმა და ჩინეთმა დაიწყო ახალი აბრეშუმის გზის აღდგენაზე მუშაობა. არსებობს სახმელეთო გზით ევროპა აზიის დაკავშირების 3 გზა: რუსეთის გავლით, ირანის გავლით ან საქართველო-აზერბაიჯანის გავლით. ევროპასაც და ჩინეთსაც აწყობს ყველაზე მეტად საქართველოს ვარიანტი, მაგრამ ბჟეზინსკი წერდა, საქართველო იმდენად ჩაქოლა რუსეთმა, რომ კლოაკად იქცა და ისევ რუსეთზე ჯობია რომ გაიაროსო ამ გზამ, თუმცა ეს თუ მოხდა, ისინი მისცემენ რუსულ იმპერიას ისევ აღორძინების შესაძლებლობას და გეოპოლიტიკური ანბანია ის, რომ ევროპის ვაკე ანუ ესპანეთიდან ურალამდე ერთიანი სივრცე უნდა იყოს. სხვაგვარად არ შეიძლება. ან რუსეთი დაამყარებს ევროპაში ბოლომდე თავის წესრიგს, ან ევროპა დაამყარებს რუსეთში თავის წესრიგს. როცა სტალინმა აიღო ბერლინი, ბერიასთან ზუსტად მაგას განიხილავდა რომ თუ ესპანეთამდე არ ჩავედით, მომავალში დაგვიშლიან საბჭოთა კავშირსო. სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყდა რომ არ ჩასულიყვნენ ესპანეთამდე და ახდა კიდეც სტალინის სიტყვა. ახლაც ასეა. ეგ სივრცე ერთმა წესრიგმა უნდა აკონტროლოს, ეს იქნება ან რუსული ან ევროპის წესრიგი. საქართველოს დათმობით ევროპა საკუთარ თავსაც დაუთმობს რუსულ სივრცეს.
თუმცა, თუ საქართველო შეძლებს და ჩამოყალიბდება ნამდვილ სახელმწიფოდ, გამართული ეკონომიკით, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და პენიტენციური სისტემით, ძლიერი ჯარით და რეალურად შედგება სახელმწიფოდ, მაშინ დასავლეთისთვის აზერბაიჯან-საქართველოს დერეფანი ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში ან უალტერნატივო იქნება, ან უფრო ცუდ შემთხვევაში სადივერსიფიკაციო, მაგრამ ჩვენ ორივე ძალიან გვაწყობს. ეს საქართველოს ნამდვილ წალკოტად აქცევს, ამ რეგიონს, რასაც სამხრეთ კავკასია ჰქვია, ძალიან განავითარებს. ცივილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გავხდებით, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ რუსეთი ამას ბოლომდე შეეწინააღმდეგება მთელი თავისი სატანური ძალით.
2020, 5 სექტემბერი, 17:27
ამ მდგომარეობიდან გამოსავალია მოსაძებნი. ევროკავშირი, თავისი ახალი ანთროპოლიგიითა და მზარდი მემარცხენე-ლიბერალური შიზოფრენიით უკვე მთლიანად ჩაფლავდა, ასე რომ, მაგათზე რაიმე იმედის დამყარება ჭკუასუსტობად მიმაჩნია. ერთადერთი, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს რუსეთის წინააღმდეგ არის ტრამპი და მისი გარემოცვა. არა შიზო-მაკკეინისტები და ნეოკონები, არა ობამას თუ კლინტონის ანასხლეტები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ტრამპის გარემოცვა. ოღონდ ამისათვის, მართლა ეროვნული და ნაციონალისტური ხელისუფლება გვჭირდება. ნეოკონები და დემოკრატები, საუკეთესო შემთხვევაში, საქართველოს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. საჭიროა აშშ-სთან პირდაპირი სტრატეგიული თანამშრომლობა, არა ევროკავშირი და ნატო, რომელთა არსებობა უკვე ანაქრონიზმია. იმ პირობებში როცა სალომე ზურაბიშვილია მთავარსარდალი, შეუძლებელია მსგავს საკითხებზე სერიოზულად ვილაპარაკოთ :დ ვფიქრობ, ევროპას, როგორც ერთიან სივრცეს არანაირი მომავალი არ აქვს. რუსეთამდე ისლამი ჩაყლაპავს და რასაც რუსეთი დააკლებს სალაფიტები დაუმატებენ. მომავალი შეიძლება ქონდეს მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, სადაც ნეო-ნაციონალისტური რეცოლუციები მოხდება. ამ მხრივ, პირველ რიგში გერმანიისა და იტალიის მეიმედება. ასეთ დროს, უკვე რომელიმე ევროპულ ქვეყანასთანაც გახდება შესაძლებელი სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთის წინააღმდეგ. მაგალითად გერმანიასთან, რომელთანაც მსგავსი კავშირები უკვე გვქონდა, მაგრამ პირველ მსოფლიო ომში მათი კრახის გამო ყველაფერი ჩაფლავდა. ჩვენ არ ვართ გეოპოლიტიკური სუბიექტი და იმისათვის, რომ გავხდეთ, არსებული სისტემის სრული დეკონსტრუქციაა საჭირო.
2020, 5 სექტემბერი, 17:13
გაუვარდებათ რაღაც და ყველაფრის მცოდნეები გგონიათ თავი,სადღაც ერთი წიგნს დაწერენ და ჭავჭავაძეობას ჩემულობენ. კინაღამ ისტორიკოსიც ცოდნით(ხარისხი არ მაქვს),ეკონომიკის მაგისტრის ხარისხით და საჯარისო ნაწილებში ნამსახურეობით ვიწონებ თავს და ეგეთის უფელებას არ მივცემ ჩემს თავს. შემეძლო რაიმე უწყებაში ან კომპანიაში მემუშავა,მაგრამ იმის სწავლას ვცდილობ,რაც მერე გამომადგება. ყველას ეგონა ისტორიკოსი გამოვიდოდი,მაგრამ ეკონომიკა შევისწავლე,მერე ეგონათ რო ამ დარგში ვიქნებოდი,მარა ჯარებში ვიმსახურე და ეხლა სასოფლო-სამეურნეო დარგში ვცდილობ რაღაცეების გარკვევას. 37 წლამდე დრო მაქვს :)))
2020, 5 სექტემბერი, 17:06
ერთი ტილიანი ერის დასაცავად,რომელის არგუმენტი მხოლოდ ქრისტიანობაა არავინ ხელს არ გაატოკებდა და არც აკეთებდა ამას. როცა შეთავაზებას აკეთებ,მაშინ მას საჭიროება,სარგებელი უნდა დაანახო,სხვა შემთხვევაში უინტერესოა. არავინ ჩაერთვებოდა და ჩაერთვება რუსეთთან ომში,თუ სარგებელს არ ნახულობს. ყველა მთავრობა პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე და მათ უფლება არ აქვთ ქვეყანა უაზრო ომში შეიყვანოს. ეხლა პაპუა ახალი გვინეის დასაცავად რო ჯარი გაგზავნოს საქართველო,მაშინ აუცილებლად გავაკრიტიკებ,რადგან უაზრო ომია. პაპუასებმა რა სარგებელი უნდა მოუტანოს საქართველოს. ხოლო თუ გამოვა მთავრობა და გვეტყვის,რომ პაპუასები დიდ სარგებელს მოგვიტანენ და უპირატესობას მოგვაპოვებინებს,მაშინ შესაძლოა მეც წავიდე იმ ომში. ისტორიკოსი კაცია და ეს წესით უნდა იცოდეს,მაგრამ აშკარად სხვა რამეს წერს.რკინიგზა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი არის მსგავსი სარგებელი და ანაკლიის პორტიც,რომელიც მოგვცემს ბერკეტებს და მეტ დაცულობას. დასავლეთი იძულებული იქნება რამე გააკეთოს,რათა თავიდან აირიდოს რუსეთი დომინაცია. ეს არის ალტერნატივა და ის,რითაც დასავლეთის წამოკიდება შეიძლება. რა შუაშია ქრისტიანობა ან მუსლიმანობა საერთაშორისო ურთიერთობებში,როცა საქმე სხვა რამეშია. ქრისტიანი ხარ და მერე? ერთი ადგილი უნდა გავატოკოთ და ვეცადოთ ვიყოთ დამოუკიდებლები,ვცადოთ წინსვლა და როცა ბერკეტი გვექნება ხელში,მაშინ რუსეთს დედას ვუტირებთ.
2020, 5 სექტემბერი, 16:57
პირადად ვიცნობ ამ პიროვნებას და ნასაუბრებიც გვაქვს ბევრ თემაზე. დიდი ხანი გავიდა მას მერე,მაგრამ იგივე თქვა მაშინაც,რაც ეხლა. რუსულმა ანექსიამ შექმნა სტალინიო და მაშინ ბევრი ვიდავეთ ამ საკითხზე. ჩემი არგუმენტი იყო,რომ სტალინი რუსულმა ანექსიამ კი არა,არამედ ეკლესიაში გატონებულმა აღვირახსნილობამ შექმნა სტალინი. ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებული იყოო და ანექსიის ბრალი იყო ეგ ამბავიო,მაგრამ დღევანდელ დღეზე ვუთხარი,რომ ავტოკეფალია გვაქვს,მაგრამ ეკლესია ყარს იგივენაირადთქო. ბევრი რო არ გავაგრძელოთ,ვერ შევთანხმდით,მაგრამ საინტერესო საუბრისთვის მადლობა გავცვალეთ. რეალურად,ეგ არ იყო ჩვენი პრობლემა და სიმონმმა კარგად იცის ეს. ჩვენი პრობლემა იყო კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა,თუნდაც ისტორიის სწავლების დროს. ძალიან ბევრის მეტყველი გვგონია,ქრისტიანობა და მისი დაცვა,როცა სახელმწიფოები სხვა მიზნებით მოქმედებენ.
0 1 8